მართლა ასეთი საშიშია ჩვენს ცხოვრებაში მტრების არსებობა? თუ მათ რაიმე დანიშნულება აქვთ ჩვენთვის? როგორ მოვიქცეთ, როდესაც ცხოვრებაში მტერს, არაკეთილმოსურნეს, შურიან ადამიანს ან კონკურენტს შევხვდებით? ყველა ადამიანი პოზიტიურად არ არის განწყობილი ჩვენს მიმართ. თითქოს არაფერი დაგიშავებიათ ადამიანისთვის, ის კი ცდილობს სამსახურიდან თქვენს გაძევებას. ან ჩუმად დგახართ მაღაზიის რიგში და ვიღაც ჩხუბს იწყებს თქვენთან.
როგორ არის ეს ჩვენთან დაკავშირებული და როგორ ავიცილოთ ეს ყველაფერი თავიდან? ამ თემაზე პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
ლოცვა მტრებისა და ჯადოს საწინააღმდეგოდ
თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოცვალოთ სამსახური ან სხვა მაღაზიაში იაროთ, მაგრამ ასეთი მიდგომა არაკეთილმოსურნეებისა და მტრებისგან არ გიხსნით. სიტუაცია განმეორდება ახალ ადგილას და ყოველ ჯერზე კიდევ უფრო უარესი იქნება. არსებობს უამრავი მეთოდი, რომელიც შესაძლოა დაგვეხმაროს მტრებთან ბრძოლაში, მაგრამ ბრძოლა ნიშნავს მათ დონემდე დაშვებას. ბრძოლა – ეს არის ნეგატივი და სიბოროტე.
დღეს თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოიცილოთ ყველა მტერი ერთდროულად. მტრებისა და ჯადოს საწინააღმდეგო ეს ლოცვა დაგეხმარებათ, რომ სიტუაციას სხვა კუთხით შეხედოთ. იმის ნაცვლად, რომ გძულდეთ თქვენი მტრები და ცუდი უსურვოთ მათ, თქვენ შეძლებთ, რომ სიტუაცია თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით შეცვალოთ.
შეეცადეთ ისწავლოთ, რომ არ გაბრაზდეთ ხოლმე თქვენს მტრებზე. გაბრაზება არის ემოცია. ემოცია, რომელიც ანგრევს თქვენს შინაგან ძალას. არ არის საჭირო მტრებთან ბრძოლა. მტრები იმიტომ მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვისწავლოთ გარკვეული სიტუაციებისა და პრობლემების გადალახვა.
როგორ უნდა მოვიქცეთ
სირთულეების დროს ყველა მეგობარი არ იქნება შენს გვერდით. მტრები კი – არა მხოლოდ გაჩვენებენ ამ სირთულეებს, არამედ მათ გადალახვაშიც დაგეხმარებიან. რადგან მტერი ძალიან სწრაფად გაჩვენებთ თქვენს ნაკლოვანებებსა და სუსტ წერტილებს.
ჩვენი მტრები გვაძლიერებენ. რაც უფრო ვძლიერდებით, მით უფრო ძლიერი მტრები გვეძლევა ცხოვრებაში, რათა ვისწავლოთ როგორ დავძლიოთ სირთულეები. ისინი ჩვენს ფორმაში და ტონუსში გვამყოფებენ. ცხოვრებაში მთავარია, რომ ისწავლო ყველაფრის მადლიერებით გადალახვა. ასევე, ისწავლეთ მადლობის გადახდა თქვენი მტრებისთვის, რადგან ისინი გაჩვენებენ ზრდისა და განვითარების გზას.
და ბოლო, რაც უნდა გააკეთოთ ყოველ დილით. ლოცვა მტრების საწინააღმდეგოდ, ცხოვრებისეული სირთულეების მარტივად გადალახვაში დაგეხმარებათ. გაიმეორეთ ეს ლოცვა ყოველ დილით, როგორც კი გაიღვიძებთ.
ეს ლოცვა თქვენს სულს მტრის შემოტევებისა და ბოროტებისაგან დაიცავს.
„უფალო იესო ქრისტე! ისმინე ჩემი გულწრფელი ლოცვები, შემინარჩუნე სუფთა სული და კეთილი აზრები. დამეხმარე, დავიცვა თავი ბოროტი ადამიანების ნეგატიური აზრებისგან. მე ჭეშმარიტად მწამს შენი დახმარებისა და შენი კურთხევის. ამინ“.
არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ ადამიანს განსაცდელი მისი ძალების მიხედვით ეძლევა. თუ ბედმა ძლიერი მტრები გამოგიგზავნათ, ესე იგი, თქვენი შინაგანი ძალა დიდია, მათთან გასამკლავებლად.
გახსოვდეთ, არასოდეს არ უნდა დანებდეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეთ. ყოველთვის დაგეხმარებიან უმაღლესი ძალები, თქვენი მეგობრები და კარგი აზრები.