ბალახები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს ეფექტურად უმკლავდება:
- კუჭ-ნაწლავის წყლულების საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა შავლბალახათი მკურნალობამ დაამარცხა;
- ეფექტურია, ასევე, სამკურნალო კატაბალახა, პიონი, ჭარხალა სამკურნალო;
- ფშალა(სვია), როგორც სხვა ნებისმიერი მცენარე, რომელიც ცნს-ს ფუნქციას ამცირებს, არასასურველია მამაკაცებისთვის დიდი დოზით – ამცირებს ლიბიდოს;
- ჭარხალა შეიცავს კრემნიუმს, ლოკალურად აძლიერებს იმუნიტეტს და აღადგენს ორგანიზმის რეზისტენტულობას. მისი მიღებისას ქრება გაბრაზება, ფობიები. მცენარის მიწისზედა ნაწილს უმად იყენებენ. წვენის მოსამზადებლად, მას რეცხავენ გამდინარე წყალში, ატარებენ ხორცსაკეპში, ადუღებენ 2-3 წუთით, თუმცა, თუ ბალახი სუფთაა, ადუღება საჭირო არაა. წვენს დღეში სამჯერ, 20-50 მლ ოდენობით სვამენ. მოჭრილი მცენარე უნდა გააშროთ პატარა კონებად, მათ ქვეშ კი ქაღალდი ან გაზეთი უნდა დააფინოთ (თესლებისთვის).
ბალახები, რომლებიც ნაწლავებისა და კუჭის სამკურნალოდ გამოიყენება, ამცირებს სეკრეციას და იკავშირებს მარილმჟავას. ასეთებია მცენარე-ანტაციდები:
- კარგი ანტაციდია მატიტელა. იგი კარგად ფილტრავს და იკავშირებს დარღვეული მინერალური მიმოცვლის პროდუქტს;
- ქალაქის გრავილატი ანტიანტაციდური თვისებით გამოირჩევა, აღადგენს წვრილი ნაწლავის ტროფიკას, აქვს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური, დამარბილებელი მოქმედებები. 1 ჭიქაზე იყენებენ 1 ჩ.კ. მცენარეს, არ ადუღებენ.
კუჭისა და ნაწლავებისთვის, ასევე, რეკომენტებული ბალახებია ჭაობის კოთხოჯი, სარგავი სელი, დიდი მრავალძარღვა, ბოსტნის კომბოსტო, პოტენტილა და ქაფურა ხვეულფოთოლა.
კუჭ-ნაწვლავისთვის საუკეთესო ბალახებს ანტიჰიპოქსიური აქტივობა უნდა ახასიათებდეს. ასეთი მოქმედებისთვის, ბალახეულის ნაკრებს უმატებენ ცაცხვს, ჭინჭარს ან ყვითელგულას.
კალენდულას ცივი სახელი – ანტიჰიპოქსანტია. ყვავილებს 1:10 პროპორციით ასხამენ ზეთს, აყენებენ 10-15 დღით და წურავენ. იყენებენ უმარტივესებისა და სოკოების წინააღმდეგ.
ასევე, კუჭ-ნაწლავებისთვის სასარგებლოა ბალახები, რომლებიც აძლიერებს მეტაბოლიზმსა და რეპარატიულ პროცესებს. ამ პროცესს აძლიერებს ქაცვი, წითელი ცირცველი და ძირტკბილა.
კუჭ-ნაწლავის მკურნალი ბალახები: სალბი, ივან-ჩაი და აბზინდა
სალბის ნაყენი
მოამზადეთ სალბის 1:30 ნაყენი და დალიეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, გასტრიტის, კუჭის წყლულის, ენტეროკოლიტების, ნაღვლის ბუშტისა და სხვ. დროს.
ივან-ჩაის ნახარში
2-3 ს.კ. მშრალ ივან-ჩაის ბალახს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 7-10 წუთით, შემდეგ დააყენეთ 1-2 საათით, გადაწურეთ და დალიეთ 1.2 ჭიქა ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, დღეში სამჯერ, გასტრიტის, კოლიტებისა და კუჭის წყლულის დროს. ივან-ჩაის ნახარშს ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს.
აბზინდის ნაყენი
2 ს.კ. გამომშრალ ბალახს თერმოსში დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით, გადაწურეთ და დალიეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, მადის აღსაძვრელად, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ცხოველქმედების გასაძლიერებლად (მაგალითად, დაბალი მჟავიანობის გასტრიტის დროს), ასევე, შარდგამომყოფი გზებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების, კოლიტების დროს.
კალენდულა და კულმუხო
კალენდულას ჩაი
2 ს.კ. გამომშრალ, დაქუცმაცებულ კალენდულას ყვავილებს დაასხით 0.5 ლ ადუღებული წყალი. აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთით, შემდეგ დააყენეთ 1-2 საათით, გადაწურეთ და დალიეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-კერ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, კოლიტებისა და ენტეროკოლიტების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, კუჭის სპაზმებისა და სხვ. დროს.კალენდულას ნახარშს მკუმშავი, მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი მოქმედება აქვს.
კულმუხოს ნახარში
1 ს.კ. გამომშრალ, დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 0.5 ლ ადუღებული წყალი, ხარშეტ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთით, დააყენეთ 3-4 საათით, გადაწურეთ და დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დაქვეითებული მადის, ფაღარათის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ბუასილისა და პარაზიტებით დაინფიცირების დროს.
კულმუხოს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება აქვს, ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მომატებულ სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციებს, აუმჯობესებს მადას, აქვს ანტიპარაზიტული მოქმედება, ხელს უწყობს ნაღვლის წარმოქმნას და სხვ. ყველა ეს თვისება კულმუხოს ხდის წარმატებულს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში.