ცოტა ხნის წინ, ერთ ჩემს ძველ მეგობარს ვესტუმრე. კარგად გავერთეთ, ჩაი მივირთვით სახლში გამომცხვარ რულეტთან ერთად. დამშვიდობებისას შევნიშნე, რომ ნათიას კარის ზემო დაფნის ფოთოლი ეკიდა. ძალიან დამაინტერესა, რისთვის იყო ეს საჭირო. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ იგი დიდი ხანია იყენებს ამ ამულეტს სახლისა და ოჯახისათვის. შეიძლება მეფიქრა, რომ ეს სისულელე იყო, მაგრამ ნათია უკვე 34 წელია რაც გათხოვილია, მშვენიერი ქმარი ჰყავს, განათლებული შვილები და საერთოდ, მათ სახლში სტუმრობის შემდეგ, მე ყოველთვის რაღაცნაირი ამაღლებული განწყობა მაქვს. ალბათ ამიტომ, სახლში დაბრუნების შემდეგ, მაშინვე სამზარეულოს კარადიდან დაფნის ფოთოლი გამოვიღე. რა ამულეტია ეს და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი? ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.
რატომ კიდებენ ადამიანები კარზე დაფნის ფოთლებს?
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ნეგატივისა და დაავადებებისაგან დასაცავად ბუნებას მიმართავდნენ. დაფნის ფოთოლი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამულეტია, რომელიც ხელს უწყობს სახლში ჰარმონიისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. დიახ, დიახ, ეს არ არის მხოლოდ შესანიშნავი სუნელი! ამ სურნელოვან ფოთოლს შესანიშნავი თვისებები გააჩნია, რაც თქვენ სახლის დაცვაში დაგეხმარებათ. მოდი ვნახოთ, თუ როგორ გამოიყენება დაფნის ფოთოლი სახლის დასაცავად და კეთილდღეობის მოსაზიდად.
გაწმენდა და დაცვა უარყოფითი ენერგიისგან
ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ დაფნის ფოთოლს მრავალი ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისება გააჩნია და შეუძლია ეფექტურად “გაასუფთავოს” სახლში არსებული ატმოსფერო არასაჭირო უარყოფითი ვიბრაციებისგან. უბრალოდ დაკიდეთ ხმელი დაფნის ფოთოლი შემოსასვლელი კარის ზემოთ, რათა შექმნათ ერთგვარი ბარიერი, რომელიც ხელს შეუწყობს უარყოფითი ენერგეტიკის არეკვლას, რომელიც ცდილობს თქვენს სახლში შემოღწევას.
პოზიტივის და წარმატებების მოზიდვა
დამცავი თვისებების გარდა, დაფნის ფოთოლს ასევე შეუძლია დადებითი ენერგიისა და წარმატებების მოზიდვა. ბევრი თვლის, რომ ეს მის შესანიშნავ არომატთან არის დაკავშირებული, რომელსაც შეუძლია განწყობის გაუმჯობესება და სახლში ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნა. მოათავსეთ დაფნის პატარა თაიგული თქვენს მისაღებ ოთახში ან სამზარეულოში თვალსაჩინო ადგილას, რათა თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობა მოიზიდოთ.
დაცვა დაავადებებისგან
უძველესი დროიდან დაფნის ფოთლებს იყენებდნენ მაგიაში და აიურვედულ მედიცინაში დაავადებებისგან თავის დასაცავად. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს კიდეც მის ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორულ თვისებებს. გარდა საკვებში გამოყენებისა, შეგიძლიათ დაკიდოთ ხმელი დაფნის ფოთლები პატარა ტომარით თქვენს საწოლთან ან ისეთ ადგილას, სადაც დიდ დროს ატარებთ, რათა ჯანმრთელობა ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოთ.
დაფნის ფოთოლს განსაკუთრებული კომფორტის ატმოსფეროს შექმნა შეუძლია
დაფნის სასიამოვნო არომატი ხელს უწყობს მოდუნებას, დაძაბულობის მოხსნას და სტრესის შემცირებას. ჩაყარეთ რამდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი თქვენს აბაზანაში ან მოათავსეთ ისინი არომალამფაში, რათა შექმნათ არომათერაპიის ეფექტი და თქვენი სახლი დადებითი ენერგიის ნამდვილ წყაროდ აქციოთ. ამბობენ, რომ შეიძლება დაფნის ფოთლების მოთავსება ისეთ ჭურჭელში, რომელიც არ იწვის და მათთვის ცეცხლის წაკიდება. მნიშვნელოვანია, რომ ფოთლები ალის გარეშე, ნელ-ნელა დაიწვას. ამ ჭურჭლით მთელი სახლი უნდა მოიაროთ.
ასევე ითვლება, რომ დაფნის ფოთოლს შეუძლია შინაგანი სიბრძნისა და ინტუიციის აღდგენაში დაგეხმაროთ. თუ მედიტირებთ, მოათავსეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი მედიტაციის ადგილზე, ან უბრალოდ დაიჭირეთ ხელში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა უნიკალური ენერგიით დაიმუხტოთ.
იცოდით, რომ დაფნის ფოთოლი არა მხოლოდ გემრიელი სანელებელია, არამედ ძლიერი ამულეტი სახლისა და ოჯახისთვის? მე უკვე ვიცი, ჩემი მეგობრის წყალობით. რა თქმა უნდა, 100%-ით დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ ჩემს სახლში ყველაფერი კარგი კარს ზემოთ ჩამოკიდებული დაფნის ფოთლის დამსახურებაა, მაგრამ თვითჰიპნოზი ძალიან ძლიერი რამ არის. ცდად ღირს!