ოპტიკური ილუზია, რომელზეც პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, არ არის მხოლოდ სურათი. ეს არის სრულფასოვანი ფსიქოლოგიური ტესტი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ერთხელ და სამუდამოდ დაუსვათ წერტილი ინტროვერტებსა და ექსტრავერტებს შორის მრავალწლიან კამათს. ადრე ძალიან რთული იყო იმის დადგენა, თუ პიროვნების ამ ორ ტიპს შორის, რომელს მიეკუთვნება კონკრეტული ადამიანი. დღეს წარმოდგენილი ოპტიკური ილუზია უმოკლეს დროში იძლევა ზუსტ პასუხს ამ კითხვაზე!
ოპტიკური ილუზია ანუ პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი
ტესტის არსი
ჩვენი ოპტიკური ილუზია მიეკუთვნება ასოციაციური ტესტების კატეგორიას, რომელშიც ადამიანის ცნობიერების ნაცვლად ქვეცნობიერი მუშაობს. უბრალოდ შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს და ხუთი წამის შემდეგ უპასუხეთ, რა დაინახეთ პირველ რიგში. პასუხზე დიდხანს არ იფიქროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტი უბრალოდ არ იმუშავებს ისე, როგორც წესია!
ქალის პორტრეტი
ადამიანები, რომლებიც ზემოთ მოცემულ სურათზე პირველ რიგში ქალის სახეს ხედავენ, არიან აქტიური და შემოქმედი ადამიანები. ჩვეულებრივ, ისინი მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან და არ ეშინიათ ექსპერიმენტების. ასეთ ადამიანებს არ სჩვევიათ ერთ ადგილზე ჯდომა! პირიქით, ყოველთვის ახალი სიმაღლეებისკენ ისწრაფვიან.
ადამიანს, რომელიც ამ გამოსახულებას ქალის პორტრეტად აღიქვამს, აქვს უამრავი გატაცება. ასეთი პიროვნებების ინტერესები ძალიან მრავალფეროვანია, ისინი საკუთარ თავს ცხოვრების მრავალ საქმესა და სფეროში პოულობენ. დასვენების დროსაც კი ასეთი ადამიანები უარს ამბობენ მშვიდად ჯდომაზე და მუდამ ახალ შთაბეჭდილებებს ეძებენ.
დიახ, ხშირად ასეთი ადამიანები საგნებს ზედაპირულად უყურებენ, მაგრამ ეს ნაკლოვანება კომპენსირდება ამ ადამიანების უნარებისა და გატაცებების მრავალფეროვნებით. ასეთი ადამიანის გაცნობა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს! მასთან შეხვედრა გახალისებს და გაიძულებს, რომ საკუთარ ცხოვრებას ახალი კუთხით შეხედო.
სპილოს ფიგურა
ზემოთ მოცემულ სურათზე სპილოს გამოსახულებას ხედავენ ადამიანები, რომლებიც აფასებენ საკუთარ და სხვა ადამიანების დროს. ასეთი ადამიანებისთვის პირადი სივრცე და ენერგია ხელშეუხებელია. ისინი პატივს სცემენ საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც და სხვებისგანაც იგივეს მოელიან. მათი ცხოვრება ერთფეროვანი და მოზომილია, მაგრამ მათ სწორედ ეს მოსწონთ.
ადამიანებს, რომლებმაც სპილო აირჩიეს, იდეალური ბალანსის მიღწევა შეუძლიათ სამსახურსა და დასვენებას შორის რაზეც უმეტესობას მხოლოდ ოცნება შეუძლია. მათ იციან, როგორ უნდა “იჩქარონ ნელა” და ამიტომ, როგორც წესი, ყველაფერს ასწრებენ ზედმეტი სირბილისა და დაძაბულობის გარეშე. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის და ყველგან დროულად მიდიან.
ამ ადამიანებს არ გააჩნიათ ისეთი ძლიერი ენერგია, როგორიც იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ სურათზე ქალის პორტრეტი დაინახეს. ამიტომ ისინი თავიანთი ენერგიის მარაგს უფრო მეტი ეფექტურობით იყენებენ. ისინი ბედნიერებას წვრილმანებში ხედავენ და ძალიან კარგად ერკვევიან იმ საქმეში, რომელსაც საკუთარ ცხოვრებას უძღვნიან. მათთან ერთად თქვენ ვერ მიიღებთ მძაფრ ემოციებს ან თავგადასავლებს, მაგრამ მოიპოვებთ სიმშვიდეს და მომავლის ნდობას.