როდესაც რაიმე ცუდს გრძნობთ, ჩაარჭეთ ნემსი ამ მცენარეში და მტრები თავისით ჩამოგშორდებიან

22587

როდესაც აქტიური, სავსე ცხოვრებით ცხოვრობთ, ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელსაც თქვენი შეშურდება. მაშინაც კი, თუ ცდილობთ ყველას ასიამოვნოთ და იყოთ კარგი ადამიანი, იყოთ მეგობრული და მშვიდობისმოყვარე – ვიღაცას ეს არ მოეწონება. და ნებაყოფლობით თუ უნებლიეთ ვინმესთან შეიძლება მტრობა შეგექმნათ. ან ეს ადამიანი შურისა და ბრაზის ფონზე უბრალოდ ყველანაირ ბინძურ ხრიკს გამოიყენებს. თუ რომელიმე ადამიანის მხრიდან რაიმე ნეგატივს გრძნობთ, მაშინ აუცილებელია მტრის დასჯა.

მტრის დასჯა

მაგრამ ეს ადამიანი მისივე მეთოდებით არ უნდა დაისაჯოს. თქვენ უნდა მოაწყოთ დაცვა თქვენს ირგვლივ, რათა ამ ადამიანის ნეგატივი არ მოგეკაროთ. რათა ყველაფერი ცუდი, რის გაკეთებასაც ის თქვენთვის ცდილობს, მასვე დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანისგან დაცვა სულ უფრო მეტ ძალას, დროსა და ენერგიას წაგართმევთ.

სხვა ადამიანის ბოროტება ხელს გიშლით ცხოვრებასა და განვითარებაში, ამიტომ ასეთი ადამიანი პირველ რიგში საკუთარი თავისგან უნდა გამიჯნოთ. მეორე, თავი უნდა დაიცვათ მისი თავდასხმისაგან თქვენს სიცოცხლესა და ენერგიაზე.

ეს მარტივი პრაქტიკა დაგეხმარებათ თავის დაცვაში და ყველანაირი ნეგატივი გვერდს აგივლით. ყველაფერი ცუდი, რასაც ის ადამიანი გამოგიგზავნით, სიცარიელეში გაიფანტება. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ კონცენტრირებას საკუთარ ბედნიერებასა და ჰარმონიაზე.

თქვენ შეძლებთ თქვენი საქმეების გაგრძელებას და საკუთარი ძალების გამოყენებას არა თავის დასაცავად, არამედ რაიმე კარგის შესაქმნელად. ამისთვის საკმარისია, შეიძინოთ ახალი ნემსი სამკერვალო მაღაზიაში. ეს ნემსი იქნება ყველა ბოროტების სიმბოლო, რომელიც სხვა ადამიანმა თქვენზე მომართა.

როგორ ჩავატაროთ რიტუალი

ეს რიტუალი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ მოსახერხებელ დროს. მთვარის ნებისმიერ ფაზაში, დღე-ღამის ნათელ პერიოდში. აიღეთ ახალი ნემსი და გაისეირნეთ უახლოეს პარკში ან ტყეში. ნებისმიერ ადგილას, სადაც ხეები და ბუჩქები იზრდება.

სეირნობისას, იპოვნეთ მკვდარი გამხმარი ხე. ეს შეიძლება იყოს ბუჩქი ან თუნდაც რომელიმე ხის ძველი გამხმარი კუნძი. მთავარია, რომ მასზე უკვე აღარ იყოს ცოცხალი ტოტები. და როდესაც ასეთ მკვდარს ხეს იპოვით, მასში ნემსი უნდა ჩაარჭოთ. ამავდროულად, შემდეგი სიტყვები უნდა წარმოთქვათ: ”მტრის ბოროტება გვერდს ამივლის, მკვდარ ხეში დალპება”.

ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა დატოვოთ საჩუქარი სადმე ახლოს ტყის სულებისთვის. ეს შეიძლება იყოს პურის ნაჭერი ან ორცხობილა, ან რაიმე ხილი. ამის შემდეგ სახლში დაბრუნდით და მაშინვე დაიბანეთ სახე და ხელები ცივი წყლით. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ შელოცვის სიტყვები. ამ რიტუალის შემდეგ გექნებათ დაცვა ბოროტებისგან. ამ დაცვას მხარს დაუჭერენ ტყის ბუნებრივი ძალები და ის უფრო გაძლიერდება.

რიტუალის შემდეგ, სხვა ადამიანის ყველა უარყოფითი გზავნილი გვერდს აგივლით. ისინი მაშინვე განადგურდება, როგორც კი ადამიანს თქვენთვის ზიანის მოყენება მოუნდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს რიტუალი დაგეხმარებათ გაძლიერდეთ სხვა ადამიანების ბრაზისა და შურისგან.

დაცვის ამ მარტივ მეთოდს შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში და, შესაძლოა, მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზეც დაგიცვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს