ტესტი მთავარი ნაკლის დასადგენად “რომელი ფრინველი შენიშნე პირველ რიგში”

416

თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეები ყოველთვის უფრო შესამჩნევია სხვებისთვის და ხშირად ჩვენ ვიცით მათ შესახებ. ნეგატიური მხარეების გარკვევა გაცილებით რთულია – არავის სურს საკუთარი თავის შესახებ უსიამოვნო რამის მოსმენა. ფსიქოლოგები ხშირად მიმართავენ ოპტიკურ ილუზიას, რომელსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის ხასიათზე.

პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ, გაიაროთ ერთ-ერთი ასეთი ტესტი და საკუთარი თავის ახალი პიროვნული ასპექტები აღმოაჩინოთ. თუ არ გეშინიათ მწარე სიმართლის გაგების და მზად ხართ აღიაროთ თქვენი ნაკლოვანებები, გაიარეთ ტესტი მთავარი ნაკლის დასადგენად. შედეგი აუცილებლად დაგაფიქრებთ!

ტესტი მთავარი ნაკლის დასადგენად: “რომელი ჩიტი შენიშნე პირველ რიგში”

უმრავლესობის აზრით, ასეთი სურათი-ტესტები სხვა არაფერია, თუ არა გასართობი ან თავსატეხი, რომელიც შეგიძლიათ გაიაროთ თავისუფალ დროს. თუმცა, მათი დახმარებით მკვლევარებს გამოაქვთ დასკვნები იმის შესახებ, თუ რა თავისებურებები გააჩნია ჩვენს ვიზუალურ და ნერვულ სისტემას. პირველი ჩიტი, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო – გიამბობთ თქვენი პიროვნების უარყოფით ნიუანსებზე.

ჩიტი №1 ეგოიზმი

ამ არჩევანიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ ეგოისტი ადამიანი ხართ. საკუთარ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებთ. სამყარო თქვენს გარშემო უნდა ბრუნავდეს და ეს არის თქვენთვის ბედნიერება. მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე ფოკუსირება თვალებს გიბინდავთ, ამიტომ ხშირად ივიწყებთ საყვარელი ადამიანების საჭიროებებს. შეეცადეთ იყოთ უფრო კეთილი და გახსნილი. თქვენც სიყვარულით უპასუხეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხართ.

ჩიტი № 2 – გულგრილობა

თქვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში არის ადამიანებზე ზედმეტად მიჯაჭვულობა. მაგრამ, დამიჯერეთ, მეგობრობა და სიყვარული დიდხანს არ გრძელდება, როდესაც ორმხრივი არ არის. თქვენი აზრით, ნებისმიერი მიჯაჭვულობა – ხასიათის სისუსტეა. თუმცა, ზუსტად ამის გამო ვერ ახერხებთ ურთიერთობით სრულფასოვნად ტკბობას. მიზეზი ის არის, რომ სიყვარული თქვენთვის ტკივილსა და ტანჯვასთან ასოცირდება. დაიმახსოვრეთ: სხვების მიმართ გულგრილობა ადრე თუ გვიან თქვენს მიმართ იგივე გრძნობას გააჩენს. ნუ შეგეშინდებათ იყოთ ემოციური, გამოხატეთ ემოციები და მზად იყავით სიახლისთვის! ამის შემდეგ თქვენი სამყარო ახალი ფერებით შეივსება!

ჩიტი № 3 – სიამაყე

ეს არჩევანი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ბუნებაში აშკარად არის ზედმეტი სიამაყე. არაფერია ცუდი იმ ემოციის გამოვლენაში, რომელიც ასახავს ღირსებასა და პატივისცემას. თუმცა, თქვენ ხშირად ძალიან ზედმეტი მოგდით: სიამაყეს აჩვენებთ ნარცისიზმით, სხვების უგულებელყოფით და თქვენი მიღწევების პირველ ადგილზე დაყენებით. თქვენ, რაც შეიძლება მალე უნდა დაამარცხოთ ეს თვისება და გადახედოთ თქვენს ცხოვრებისეულ შეხედულებებს!

ჩიტი № 4 – პესიმიზმი

ის, რაც სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევთ, ეს არის პესიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე. ადამიანები, რომლებიც გაფასებენ, ხშირად ცდილობენ თქვენს დახმარებას გულწრფელი საუბრებით იმის შესახებ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის. მაგრამ ასეთი საუბრები ხშირად უსარგებლო და უაზროა. სანამ თავად არ მოიშორებთ ნეგატიურ შეხედულებას იმაზე, რაც ხდება, სიცარიელე და იმედგაცრუება არ მოგშორდებათ. თუ ერთ მშვენიერ დღეს დაკარგავთ ყველა მეგობარს, ეს მოხდება ზუსტად იმიტომ, რომ თქვენს გვერდით აღარ დარჩა ბედნიერება. დამიჯერეთ, პესიმიზმი ყოველდღე გაგიფუჭებთ ცხოვრებას. არჩევანი თქვენზეა!

ჩიტი – № 5 თავდაჯერებულობის ნაკლებობა

თქვენ უბრალოდ საშინელი არასრულფასოვნების კომპლექსი გაქვთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მთელი სიმკაცრით ეპყრობა და თვლის, რომ საუკეთესოს ღირსი არ არის. თქვენნაირი პიროვნებები მთლიანად არიან დამოკიდებულნი სხვების აზრზე. ისწავლეთ თქვენი შინაგანი ხმის მოსმენა, მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი მთელი სიძლიერით. სამყარო ზუსტად ისე გვექცევა, როგორც ჩვენ ვექცევით საკუთარ თავს.

არაცნობიერთან უშუალო მუშაობის გამო, ეს ტესტი ძალიან ზუსტია. შესაძლოა, ის დაგეხმაროთ საკუთარი თავის გაგებაში და გაგხადოთ ცოტა უფრო ბედნიერი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს