დედამ დარეკა და შემატყობინა, რომ ჩემთან ნათესავები ჩამოდიოდნენ, შემეძლო გაჩუმება, მაგრამ ამჯერად სხვანაირად მოვიქეცი

764

ახლა უამრავი ადამიანი ფსიქოლოგებს ერთი და იგივე პრობლემით მიმართავს. თემა ახალი არ არის. როგორ დავიცვათ პირადი საზღვრები ნათესავებთან ურთიერთობისას? საქმე ის არის, რომ ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში, გარკვეული დოგმები, რომლებიც უცვლელი იყო მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ხშირად ბათილდება. ძველი თაობა მიჩვეულია ურთიერთობის გარკვეულ ნორმებს და არ სურს რაიმე ცვლილების მიღება.

ახალგაზრდები, თავის მხრივ, მიჩვეულები არიან სხვა ტიპის ურთიერთობას. მათთვის არასასიამოვნოა, როდესაც მათ რაიმეს ასწავლიან ან საკუთარ უფლებამოსილებას ავლენენ მხოლოდ ასაკზე დაყრდნობით. დღეს ჩვეულებრივ ქალაქელ ადამიანს ბევრი შრომა უწევს, ამის გამო მას არ აქვს დრო, რომ დაიცვას ვიღაცის მიერ დაწესებული ეტიკეტი. ეს ყველაფერი ნამდვილ თავის ტკივილს იწვევს.

როგორ დავიცვათ პირადი საზღვრები

ჩემი ცხოვრების პირველი ბედნიერი დღე იყო ის დღე, როცა ქალაქში გადმოვედი საცხოვრებლად. როგორც სოფელში დაბადებულ გოგოს, მიჭირს ამის გადმოცემა, მაგრამ ვერ ვიტან ამდენ სუფთა ჰაერს, სიჩუმეს და გაუთავებელ შრომას ბოსტანში. მესმის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ დამეთანხმებიან, მაგრამ მე ასეთი ვარ. მომეცი ინტერნეტზე წვდომა, ბურგერები, ოთახი, თუნდაც ყველაზე პატარა და ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ამიტომ, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ჩემი ნომერ პირველი მიზანი ქალაქში ბინის ყიდვა იყო. ეს მიზანი ექვსი თვის წინ შესრულდა. ბევრი შრომა მომიწია, ყველაფერზე უარის თქმა, სესხის აღება. მაგრამ ახლა მაქვს პატარა “ხრუშჩოვკა” ქალაქის გარეუბანში. და იცით რა? ეს იყო მეორე ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. იმიტომ, რომ ახლა უკვე ბინა მაქვს და შემიძლია ვიცხოვრო ისე, როგორც ყოველთვის ვოცნებობდი.

ჩემი მშობლები, ვაღიარებ, არ იყვნენ კმაყოფილი. მათ ძალიან უნდოდათ, რომ მათთან დავრჩენილიყავი, ერთ სახლში. სოფელში გავთხოვილიყავი და ოჯახური ტრადიცია გამეგრძელებინა: ქმარი მუშაობს საწარმოში, ცოლი კი – სახლს ალაგებს, ამზადებს, რეცხავს და ბავშვებს ზრდის. ასეა საუკუნეების მანძილზე ჩვენს ისტორიაში. მომსახურე პერსონალი თითზე ოქროს ბეჭდით. მე კი ამის წარმოუდგენლად მეშინია.

დედა გამუდმებით მირეკავს და ყურადღებას და დახმარებას ითხოვს ჩემგან. მიუხედავად იმისა, რომ ის და მამა კარგად არიან. ჩემს ძმებს არ აწუხებს. ისინი დიდი ხნის წინ წავიდნენ და საკუთარი ოჯახები შექმნეს. მაგრამ ჩემზე, ერთადერთ ქალიშვილზე, განსაკუთრებული მოთხოვნაა. სხვადასხვანაირად ვცდილობდი ამ ყველაფრის ახსნას. მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ. თუ დახმარება გჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანთან დაკავშირებით, მე დაგეხმარებით. სხვა სისულელეებისთვის უბრალოდ დრო არ მაქვს. ვმუშაობ და ვაშენებ კარიერას. მაპატიეთ.

მაგრამ არა, ამის უფლება არაის მოუცია. თუმცა… ამასთან დაკავშირებით იყო ერთი შემთხვევა. დილით დედამ დამირეკა და ჩვეული მანერით ფაქტის წინაშე დამაყენა: „ლელა და მისი შვილი შენთან ჩამოვლენ ორიოდე დღით. არ ინერვიულო, მანქანაში გასაშლელი საწოლი აქვთ. ნიკა უმაღლესში აბარებს, ღამის გასათევი არსად აქვთ. მე შევუთანხმდი, რომ შენთან დარჩნენ. დღისით ალბათ ინსტიტუტში იქნებიან, ღამით კი როგორმე მოთავსდებით, უცხოები ხომ არ არიან.

პროდუქტებს მოიტანენ, კარტოფილს, პომიდორს, კიტრს. ყველაფერი ახალია, ახლახან წამოიღეს ბოსტნიდან. ასე რომ, შენც ისარგებლებ და მათაც დაეხმარები. უბრალოდ ამ ყველაფრის სახლში შეტანაში დაეხმარე, ნიკა რაღაცნაირი სუსტია, ვერ შემოიტანს”.

და მორჩა. თუმცა, დედაჩემი ცოტა ხნით გაჩერდა, მაგრამ არა იმისთვის, რომ ჩემი ნამდვილი პასუხი მოესმინა, არამედ იმისთვის რომ მეთქვა: „დიახ, რა თქმა უნდა”. ვცდილობდი მეპასუხა, რომ ეს ჩემთვის მოუხერხებელი იქნებოდა, სტუმრებს არ ველოდებოდი, სახლი არეული იყო და სხვა, მაგრამ დედა, როგორც ყოველთვის, ამაზე არ რეაგირებდა. ვცადე მეხუმრა, შემდეგ კი, როცა მიხვდა, რომ ნამდვილად უარის თქმას ვაპირებდი, დაიწყო მორალური ზეწოლა. გამახსენა ჩემი ბავშვობის ზოგიერთი დანაშაული, მშობლების წინაშე ჩემი მოვალეობა და ა.შ.

ისევ უარი ვუთხარი და გავთიშე. სინამდვილეში, ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი სამუშაო დაგროვდა, რომ შინაგანი ძალა, რომელიც ჩვეულებრივ მაკავებს ხოლმე, უბრალოდ არ მეყო. დედამ ისევ დარეკა და მერე ისევ და ისევ. ბოლოს ტელეფონზე მომივიდა შეტყობინება, რომ მან უკვე უთხრა, რომ მე თანახმა ვარ და საღამოს 8 საათისთვის ჩემი ნათესავები მოვლენ ჩემთან. ანუ, ფაქტის წინაშე დამაყენა.

ზუსტად საღამოს 8 საათზე ჩემს სადარბაზოსთან ვიდექი. კიდევ ნახევარ საათს დაველოდე, სანამ ლელა დეიდა არ გამოჩნდა ჰორიზონტზე. ლელა დეიდამ საქმიანად შემომხედა, ჩამეხუტა და დაიწყო ადგილობრივი ამბების მოყოლა იმ ადამიანებზე, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი. შემდეგ ნიკა გადმოვიდა მანქანიდან და დარცხვენილი ძირს იხედებოდა. ვხედავდი, რომ თავს უხერხულად გრძნობდა.

როცა დეიდამ ბოსტნის საგანძურის მანქანიდან გადმოტვირთვა დააპირა, მე თითქოს გამოვფხიზლდი. ვთხოვე, შეჩერებულიყო და ვუთხარი, რომ მათ ვერ მივიღებდი. დეიდაჩემს უყოყმანოდ ვუთხარი, რომ ახლა ჩემს ბინაში მამაკაცი იმყოფებოდა, ამიტომ ჯობია, რომ ისინი ახლომდებარე სასტუმროში დარჩნენ. დიახ, დედამ დამირეკა დღეს დილით. მაგრამ იქ, სოფელში, კავშირი იმდენად ცუდია, რომ ჩვენი ზარი შეწყდა. ვეღარ დავუკავშირდი: ცუდი კავშირი, სიგნალი არ იყო.

მე მას ფულის სესხება შევთავაზე. იმდენის, რომ რამდენიმე ღამე სხვა ადგილას დარჩენილიყვნენ. ამაზე მან უარი განაცხადა და თქვა, რომ ფული ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც სოფლიდან ქალაქში ჩამოდიხარ, საყიდლებზე ხომ უნდა წახვიდე. თუმცა, მან მოიწყინა იმის გამო, რომ ვერ შეძლებდნენ ჩემთან ერთად დროის გატარებას. მე ვუპასუხე, რომ დიახ, სამწუხაროა, მაგრამ შეგვიძლია, რომ ხვალ სამსახურის შემდეგ კაფეში დავსხდეთ.

ნიკას ტელეფონზე სწრაფად გავუგზავნე ყველა საჭირო მისამართი. ჩემი ნათესავები დამემშვიდობნენ და წავიდნენ. სულ ეს იყო. ვერც კი ვიჯერებდი, რომ ასეთი მშვიდი რეაქცია ექნებოდათ. ვაღიარებ, ჩხუბს და ყვირილს მოველოდი, მაგრამ სხვანაირად გამოვიდა.

მეორე დღეს დედაჩემმა დარეკა. გასაგებია, ახლობლები არ შევიფარე, ოჯახს ვუღალატე, მოკლედ, სასიკვდილო ცოდვა ჩავიდინე. მაგრამ, რა მექნა, მთელი ცხოვრება ხომ ვერ დავაიგნორებდი. დედას ვუპასუხე. ტელეფონში მშვიდი ხმა გაისმა. მომესალმა და მომიკითხა. სტანდარტულად ვუპასუხე, რომ ყველაფერი კარგადაა. მერე დედაჩემმა მკითხა, ვინ იყო გუშინ საღამოს ჩემს სახლში. ვუთხარი, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და, წარმოიდგინეთ, ის დამეთანხმა! მან ბოდიში მოიხადა, რომ რაღაც კითხვებით შემოიჭრა ჩემს პირად ცხოვრებაში.

კიდევ ათი წუთი მშვიდად ვსაუბრობდით, ყვირილის და რაიმე ულტიმატუმის გარეშე. უჩვეულო იყო. შემდეგ კი, დამშვიდობებისას, დედამ მითხრა: ”უკვე მივხვდი, რომ ზრდასრული, დამოუკიდებელი ქალიშვილი მყავს. ამიერიდან უფრო თავშეკავებულად მოგექცევი. ოღონდ, გთხოვ, რომ სერიოზულ კითხვაზე სერიოზულად მიპასუხო: შვილიშვილებს როდის ვნახავ?!“

დასკვნა: დედა ყოველთვის დედა იქნება. და მაშინაც კი, თუ ის შეწყვეტს შენზე ფიქრს, როგორც ბავშვზე, მაინც მოგიწევს დაემორჩილო მას. მხოლოდ ეს უფრო სერიოზულ თემებს ეხება. სხვა არაფერი შეიცვლება. ახლა არ ვიცი, სად ვიპოვო სასწრაფოდ თაყვანისმცემელი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს