მცენარეებით მკურნალობის ისტორიამ ჩვენამდე ბროწეულის შესახებ საინტერესო ცნობები მოიტანა. ძველბერძნული მითოლოგიიდან ვიგებთ, რომ პროზერპინამ პლუტონი მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ მან ქალს ბროწეულის მისთვის გაყოფა სთხოვა.
ასტროლოგები თვლიან, რომ იქ, სადაც მედიცინა უძლურია, ბროწეულის წვენი დაეხმარება მათ, ვინც ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა. ჰიპოკრატე ბროწეულის წვენს კუჭის ტკივილების დროს, ხოლო ნაყოფის ქერქს – დიზენტერიის სამკურნალოდ და ჭრილობების შესახორცებლად ნიშნავდა.
ძველი რომის, ინდოეთისა და სომხეთის ექიმები ფესვებისა და ქერქის ნახარშით ლენტისებრ ჭიებს ანადგურებდნენ. არაბები ბროწეულს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებისა და თავის ტკივილების დროს მოიხმარდნენ. თეთრი ტიხრები მარცვლებს შორის უნდა გამოაშროთ და დაუმატოთ ჩაის ნერვული აგზნებადობის, შფოთვისა და უძილობის დროს.
თანამედროვე კვლევებმა ბროწეულის შემდეგი სასარგებლო თვისებები დაადგინა:
- ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას; კვლევამ, გამოქვეყნებულმა ამერიკულ კარდიოლოგიურ ჟურნალში, აჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებიც ბროწეულის წვენს ყოველდღიურად მოიხმარდნენ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გულის ფუნქცია.
- ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანმრთელობას.
- არეგულირებს სისხლის წნევას.
- ხელს უწყობს სახსრების ჯანმრთელობას.
- შეუცვლელი დამხმარეა პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
- ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას.
- ანემია – მიიღეთ წყალთან 1:1 პროპორციით გახსნილი ბროწეულის წვენი 0.5-1 ჭიქით, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში. ერთთვიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეორეთ.
- თირკმლების, ღვიძლის, პირის ღრუს, სახსრების ანთებითი დაავადებების, მოტეხილობის, საშვილოსნოსა და ღრძილების სისხლდენის დროს, პირის ღრუს სავლებად (ანგინისა და ფარინგიტის დროს). 2 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 30 წუთით, გადაწურეთ, დაწურეთ და ადუღებული წყლით გაზარდეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 50მლ ჭამამდე, დღეში 2-3-ჯერ.
- ნაწლავების გაღიზიანება (დიარეა) – 2 ჩ.კ. დაქუცმაცებული ქერქი 1 ჭიქა წყალში ხარშეთ 15 წუთით, დააყენეთ 1 საათით, დალიეთ 1/3 ჭიქა ჭამამდე.
- ქრონიკული ხველა – 1 ს.კ. ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ თავსახურის ქვეშ, სანამ წყალი ვარდისფრად არ შეიღებება. დალიეთ თბილი. დღის განმავლობაში თითო ჭიქა.
- კანის ანთებითი პროცესები – 1 ს.კ. დაქუცმაცებულ კანს დაასხით 100 მლ წყალი, გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 ჩ.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
უკუჩვენებები
- ბროწეულით მკურნალობისას არ უნდა დაივიწყოთ, რომ ნაყოფები უკუჩვენებულია ქრონიკული ყაბზობის, სწორი ნაწლავის ნახეთქებისა და ბუასილის დროს.
- ყაბზობა, გამოწვეული ბროწეულით, ჭინთვისა და დაცლის დროს, ხშირად იწვევს სისხლდენას. დოზის გადამეტებას შეუძლია კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გამოწვევა.
- ქერქი შეიცავს ალკალოიდებს, რომლებსაც სრული სიბრმავის გამოწვევა შეუძლია. ქერქისა და ფესვების ნახარში, რომელიც ლენტისებრ ჭიებსა და მოტეხილობას ებრძვის, უკუჩვენებულია ჰიპერტონიის დროს, რადგან ძლიერ ზრდის წნევის მაჩვენებელს.
- ბროწეული უკუჩვენებულია ჰეპატიტისა და მწვავე ნეფრიტის დროს. წვენის დალევა არასასურველია სხვა პრეპარატებთან, განსაკუთრებით, ანტიჰისტამინებთან ერთად.