როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი საპირფარეშოში? ერთ–ერთმა ჩვენმა მკითხველმა თითქმის ყველაფერი გამოსცადა: უნიტაზს დღეში რამდენჯერმე წმენდდა, ძვირადღირებული საშუალებებით ათეთრებდა, არომატულ აბებს იყენებდა. ეფექტი მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდებოდა. სასოწარკვეთილმა სანტექნიკოსი გამოიძახა. მან კი პრობლემა წამებში მოაგვარა.
ხრიკი იმდენად მარტივია, რომ თავად შეგიძლიათ გამოცადოთ. პაპარაცი გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ იდეას ხელნაკეთი ჰაერის არომატიზატორის შესაქმნელად. თეთრები ღირს, ხოლო სიამოვნება მთელი კვირა გრძელდება!
სანტექნიკოსი მოვიდა
ჩვენი მკითხველის ისტორიას დავუბრუნდეთ. რა გააკეთა გამოცდილმა ოსტატმა? ჯიბიდან ასანთის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი აანთო და უნიტაზში ჩააგდო. მძაფრი არომატები მაშინვე ჯადოსნურად გაქრა. თუმცა აქ არანაირი ჯადოქრობა არაა, მხოლოდ ქიმიის სასწაული.
ხრიკი ასე მუშაობს. წარმატების საიდუმლო იმალება ასანთის თავზე გოგირდში. როცა ის იწვება, მისი არომატული მოლეკულები სააბაზანო ოთახში ყველა უსიამოვნო სუნს აქრობს და ტოვებს მხოლოდ სისუფთავეს. აანთეთ ასანთი, ცოტა ჩაწვით, შემდეგ უნიტაზში ჩააგდეთ. გახსოვდეთ მნიშვნელოვანი პირობა: არ გამოიყენოთ ეს მეთოდი, თუ მანამდე უნიტაზი აალებადი საწმენდი საშუალებებით გაწმინდეთ. ცეცხლთან ვერ მეგობრობენ.
სააბაზანო ოთახი სასიამოვნო დახვეწილი არომატებით რომ შეავსოთ, ხელნაკეთი არომატიზატორი გამოიყენეთ. აი, რამდენიმე მარტივი ეფექტური იდეა.
ხელნაკეთი არომატიზატორები ტუალეტისთვის
ჰაერის გამწმენდი ზღვის მარილით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მსხვილი ზღვის მარილი, ნებისმიერი კოსმეტიკური ბავშვის ზეთი, თეთრეულის დამარბილებელი საყვარელი სურნელით.
თეთრეულის დამარბილებლის მსუბუქი და სუფთა სუნი ჩვენი საშუალების ცენტრალური არომატი გახდება. აიღეთ პატარა თასი და ჩაყარეთ 2 ს/კ მარილი. დაასხით 1 ს/კ ბავშვის ზეთი. დაუმატეთ კონდიციონერი ისე, რომ მარილი დაფაროს. აურიეთ. თუ ნარევი თხელია, ცოტა მარილი დაუმატეთ. საოცარ არომატს მაშინვე იგრძნობთ.
მზადაა! ჰაერის გამწმენდი ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ დადოთ. ეფექტის გასაძლიერებლად ცოტა სპირტი ან არაყი დაუმატეთ. სწრაფად აორთქლდება, ანუ ინტენსიური სუნი იქნება. მართალია, ასეთი არომატი ნაკლებად გაძლებს. ბავშვის ზეთი, პირიქით, კონდიციონერის აორთქლებას ანელებს და არომატი უფრო მსუბუქი ხდება.
არომატიზატორი სუნამოსგან
თუ სახლში გაქვთ ნებისმიერი ტუალეტის წყლის ცარიელი ფლაკონი, მეორე სიცოცხლე შთაბერეთ. დაგჭირდებათ ხის ჩხირები მწვადისთვის, მდუღარე წყალი და უნემსო შპრიცი.
პირველ რიგში, ხის ჩხირები 10–15 წუთი მდუღარე წყალში დაორთქლეთ და გაამშრალეთ. შპრიცით ქილის ნახევარი წყლით აავსეთ. ასე უფრო მოსახერხებელი და სწრაფია, წყალი არ გადმოიღვრება. ფლაკონში ჩადეთ 4–6 ჩხირი (რამდენიც ჩაეტევა). ჩხირი არომატის გამტარის როლს ასრულებს.
ასეთი ჰაერის გამაჯანსაღებელი 1 თვე გაძლებს და მთელ ოთახს სურნელით აავსებს. სწრაფი, ეკონომიური და ლამაზია, როგორც ძვირადღირებული არომატიზატორი.
ჰაერის გამაჯანსაღებელი ნაძვის ტოტებისგან
წიწვის ნატურალური არომატიზატორი სადღესასწაულო ატმოსფეროსთვის ზუსტად ისაა, რაც საახალწლო პერიოდში გვჭირდება. ასეთი ჰაერის გამაჯანსაღებელი 1 კვირაში გამოსაყენებლად მზად იქნება, მაგრამ ამად ღირს.
აიღეთ 4–5 ნაძვის ტოტი (მაქსიმუმ 10 სმ სიგრძის). მაკრატლით დაჭერით პატარა, დაახლოებით 3–4 სმ ნაჭრებად. არაფერია, თუ ოდნავ გრძელი ან მოკლე გამოვა.
ტოტები დიდ თასში მოათავსეთ. წიწვებს სპირტი ან არაყი დაასხით ისე, რომ ნედლეულის ნახევარი მაინც დაიფაროს. 1 კვირაში ნაძვის ტოტები მთელ არომატს არაყს მისცემს. ამ სითხეს შენობაში ჰაერის გასაჯანსაღებლად გამოვიყენებთ.
როცა ნაყენი მზად იქნება, ტოტები სითხიდან ამოიღეთ. სპირტიანი ნარევი წყალში გააზავეთ 1:1 პროპორციით. პულვერიზატორში ჩაასხით და გამოიყენეთ. ნამდვილი აღმოჩენაა ალერგიული ხალხისთვის, რადგან ქიმიურ ნივთიერებას არ შეიცავს. ხელოვნურ საახალწლო ნაძვის ხესთან ერთად სახლში დღესასწაულის დაუოკებელი სული შეაღწევს.