წითელი ძახველი ძლიერი წამალია! ძახველის მორსი მთელ ოჯახს უმკურნალებს

3734

ტყეში ვერ იპოვით ხეს, რომელიც ძახველზე უფრო ლამაზად ყვავის. მისი კენკრა კი ჩემთვის სოფლის ტურფების ლოყების სიწითლესთან ასოცირდება. ძახველს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს უკრაინულ სიმღერებში, ეროვნულ ტანსაცმელსა და სამზარეულოში. იგი ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან უყვართ. ეს ხე კურნავს და კვებავს, აძლიერებს სიყვარულსა და რწმენას, გვეხმარება ცხოვრებაში.

სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ყვავილები, ქერქი, ფოთლები, კენკრა, კურკები, ფესვები და წვენი. ყველაზე ძვირფასი მისი წვენია.

მის მისაღებად გჭირდებათ მწიფე, ახალი ნაყოფი და სუფთა ჭურჭელი. კენკრას აცლიან ტოტებსა და სხვა მასებს, ყრიან საწრეტში, დებენ მდუღარე წყალში 3-5 წუთით და შემდეგ წრეტენ, პრესავენ. მიღებულ პიურეს ურევენ შაქარს შემდეგი პროპორციით: 1 ლ პიურეზე 0.5 კგ შაქარი ან 1ლ 50%-იანი შაქრის სიროფი. მასას ადუღებენ, ასხამენ სტერილურ ჭურჭელში (უმჯობესია 0.5-1-ლიტრიანი ქილების აღება) და ხუფავენ. გადაბრუნებულ ქილებს ფუთავენ საბნებში და აგრილებენ 4-6 საათით.

სამკურნალოდ ძახველის უმ წვენსაც იყენებენ. იგი შეიცავს ბუნებრივი შაქრების 30%-ს, ტანინებს, იზოვალერიანის, ძმარ- და ასკორბინის მჟავებს, ვიტამინ К, В2,В6, В9, Е, PH, Р-ს. წვენი მდიდარია მიკრო- და მაკროელემენტებით, რომელთა საერთო რაოდენობა ოცს აღემატება. ყველაზე ძვირფასი ელემენტებია სელენი, კალიუმი და რკინა.

როგორც საერთოგამაძლიერებელი საშუალება, წვენი მიიღება 2-3 ს.კ. გაზავებული 0.5 ჭიქა წყალში, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 1-1.5 თვე გრძელდება. რეკომენდებულია ოპერაციის შემდეგ, მძიმე დაავადებების დროს, სხვიური და ქიმიოთერაპიის მსვლელობისასაც და შემდეგაც. ბოლო შემთხვევებში კარგი იქნება მისი კომბინირება მრავალძარღვას, სტაფილოს, ქაცვისა და ჭარხლის წვენებთან.

ნერვული აგზნებადობის, ისტერიკის, უძილობის დროს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება, მიიღება 2-5 ს.კ. წვენი, გაზავებული 100 მლ წყალში. შეურიეთ ძახველის წვენი პიტნის ან კალენდულას წვენებს. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა.

ძახველის წვენს, ასევე, კლიმაქტიკური ნევროზისა და მოქცევების, ჭარბოფლიანობისა და შეშინების დროსაც სვამენ, 2-3 ს.კ.-ს, გაზავებულს 0.5 ჭიქა წყალში, დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ან საკვების მიღებებს შორის ინტერვალში. მკურნალობის კურსი 1.5-2 თვეს ან მეტს მოიცავს.

გულისა და ღვიძლის პრობლემებით გამოწვეულ შეშუპებას ძახველის წვენი ხსნის. ამისთვის, მას 2 ს.კ. ოდენობით, დღეში 3-5-ჯერ, 50 მლ წყალთან ერთად იღებენ. დალიეთ ჭამამდე, შარდმდენი და გულის გამაძლიერებელი ბალახების ნაკრებთან კომბინაციაში.

ჰიპერტონიის დროს, ძახველის წვენი მოქმედებს, როგორც ჰიპოტენზური, დამამშვიდებელი, შარდმდენი საშუალება. დალიეთ 1/4 ჭიქა დღესი 3-4-ჯერ, ჭამამდე, 1 თვის განმავლობაში, ამავდროულად კი აკონტროლეთ სისხლის შედედებადობის ხარისხი. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსის განმეორება შეგიძლიათ.

საუკეთესო ეფექტს მიიღებთ ძახველის, ცხენისკუდას, ძირტკბილას, ნიახურისა და პიტნის წვენების (2:1:1:0.5:2) ერთად მიღებით. მასა მიიღეთ 1 ს.კ. 1/4 ჭიქა წყალში, დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.

მტკიცე ჰიპერტონიის დროს აუცილებელია, საქმეში ჩართოთ ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა გამაძლიერებელი ბალახბეის ნაკრები. ეს შეამცირებს ქიმიური პრეპარატების საჭირო მისაღებ რაოდენობას, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ მოხსნის მათ აუცილებლობას.

პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი იკურნება გაუზავებელი, ახლადდაწურული ძახველის წვენით, ან მასში ნატურალური ფუტკრის თაფლის (არა შაქრიანის) დამატებით. მიღების დოზაა 1-2 ს.კ. 1/4 ჭიქა წყალზე, დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. შეგიძლიათ, თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ჭინჭრის, გალეგის, ბაბუაწვერასა და ბერძნული კაკლის წვენებს. მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეუზღუდავია.

ეპილეფტიკური შეტევების შემთხვევაში, მიიღეთ 1 ს.კ. ძახველის წვენი ჭამამდე, დღესი 3-4-ჯერ, 1/4 ჭიქა წყალში გაზავებული. კურსი 2-3 თვე. 1-2-თვიანი შესვენების დროს მიიღეთ პიტნის, თავშავას, ფითრისა და შავბალახას წვენები (1:0.5:0.5:1). მიღების დოზაა 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე, დღეში სამჯერ, დააყოლეთ წყალი.

ეპილეფსიის წვნიანი თერაპია არ აქრობს მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროებას – ტარდება მასთან ერთად. ბალახების, წვენებისა და ნაყენების ნაკრების მიღება, ამ დაავადების სამკურნალო კომპლექსთან ერთად, მნიშვნელოვნად ამარტივებს დაავადების მიმდინარეობას, ამცირებს შეტევათა რაოდენობასა და სიღრმეს, ამცირებს მედიკამენტების გვერდით მოვლენებს.

ხველის, ბრონქიტის, ქოშინის, ხმის ჩახლეჩვის, გაციების დროს, მიიღეთ 2 ს.კ. ძახველის წვენი, შერეული 1 ს.კ. თაფლთან და 1/4 ჭიქა წყალთან, ან ფილტვების ბალახების ნაკრები დღეში 3-5-ჯერ, ჭამამდე, პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე.

დღეში სამჯერ, ჭამამდე, 100 მლ წყალში გაზავებული 2 ს.კ. ძახველის წვენის მიღება დაგეხმარებათ ალერგიასთან და ბრონქულ ასთმასთან გამკლავებაში. მკურნალობის კურსი – 1.5-2 თვე. ჩაატარეთ წელიწადში ორჯერ. ძახველის წვენი კარგია ორკბილას, ქრისტესისხლას, ბერძნული კაკლისა და ფარსმანდუკის წვენებთან ერთად.

ვირუსული ან ინფექციური ჰეპატიტის, ქოლანგიტის, საყვითლოს, ფაღარათის, პანკრეატიტის დროს დაიწყეთ ძახველის წვენის მიღება ჭამის წინ 1 ს.კ. ოდენობით, გახსნილი 1/4 ჭიქა წყალში, დღეში სამჯერ. 1 კვირაში დოზა გაზარდეთ 2 ს.კ.-,დე. ხოლო მესამე კვირიდან გამოჯანმრთელებამდე მიიღეთ 3 ს.კ. დღესი 3-4-ჯერ.

ასეთი მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა და გამოჯანმრთელების დაჩქარება შეიძლება ძახველის წვენის შერევით სტაფილოს, კრაზანის, პიტნისა და ფარსმანდუკის წვენებთან თანაბარი რაოდენობით.

ძახველის წვენის მიღება სხვადასხვა გამონაყარის, ფურუნკულების, სახეზე პიგმენტური ლაქებისა და მუწუკების არსებობის შემთხვევაში, სავსებით გამართლებულია. მიიღეთ იგი 1-2 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე, დღეში 3-4-ჯერ, გაზავებული 1/4 ჭიქა წყალში, 1 თვის განმავლობაში. ამასთან, დაუმატეთ ძახველის წვენს ორკბილასა და ფარსმანდუკის წვენები თანაბარი რაოდენობით. გარეგანად, ნიღბების სახით გამოსაყენებლად, იღებენ სამად დაკეცილ მარლას, ალბობენ წვენში და იფენენ სახეზე 15-20 წუთით. კურსი მოიცავს 20 პროცედურას ყოველ მეორე დღეს, 40 დღის განმავლობაში.

აი, ძახველის მორსი კი დაგეხმარებათ ას წლამდე ჯანმრთელად მიღწევაში. აიღეთ 1 ჭიქა წვენი, 0.5 ჭიქა თაფლი, 1 ლ ადუღებული, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი და კარგად მოურიეთ. ოდნავ გააგრილეთ და დალიეთ მთელმა ოჯახმა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს