ეს საშინელი პრობლემა უამრავი ადამიანისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. მართალია მეჭეჭები ჩვენს ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს უქადის, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს არაესთეტიკური პრობლემა ძალზედ გამაღიზიანებელია და ის ჯერადად ადაბლებს ჩვენს თვითშეფასებას. როგორც წესი, მეჭეჭებს კანის ფერი აქვს და ისინი ნაკლებად შესამჩნევები არიან, თუმცა რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს მათ პიგმენტაციას, რაც პრობლემას უფრო საშინელსა და შესამჩნევს ხდის.
როგორც წესი, განსაკუთრებული სიხშირით ეს პრობლემა შუა ასაკის ადამიანებს აწუხებთ. მეჭეჭების ყველაზე ხშირად მუცლელზე, მკერდის ქვეშ, კისერზე, იღლიების მახლობლად და ქუთთოებზე ჩნდება.
კანის ეს წამონაზარდები დაუცველები არიან და მათი მექანიკურად მოშორების მცდელობის შედეგად შეიძლება თავი იჩინოს სისხლდენამ, ანთებამ, მეჭეჭების ზომაში ზრდამ და გამრავლებამ. ადამიანს სხეულზე შეიძლება შეიმჩნეოდეს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე ასეული მეჭეჭი.
საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური საშუალება, რომელიც ძალზედ ეფექტურია მეჭეჭების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ ამ წამონაზარდების უმტკივნეულოდ მოშორებაში!
მითითებები:
- კარგად გაისუფთავეთ მეჭეჭით დაზიანებული არე წყლისა და საპნის დახმარებით.
- ჩაალბეთ ბამბა წყალში და კიდევ ერთხელ დაიმუშავეთ მისი გამოყენებით მეჭეჭები.
- მოიმარჯვეთ ახალი, სუფთა ბამბა, ჩაალბეთ ის ვაშლის ძმარში, დაიდეთ მეჭეჭზე და დაიფიქსირეთ თქვენს ხელთ არსებული საშუალებით.
- გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
- გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-ჯერ კვირაში.
ამ მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქუთუთოებიდან მეჭეჭების მოსაშორებლად, რადგან კანის ეს ნაწილი ზედმეტად მგრძნობიარეა და ვაშლის ძმარმა შეიძლება გამოიწვიოს მისი გაღიზიანება.
იმ შემთხვევაში, თუ მეჭეჭი მცირე ზომისაა, თქვენ ნაიარების გაჩენისგან დაზღვეული ხართ, რასაც ვერ ვიტყვით დიდი მეჭეჭის მოშორების შემთხვევაში… არ ინერვიულოთ, რადგან ალოე ვერას გელი ძალზედ ეფექტური საშუალებაა, რომელიც ხანმოკლე დროში გაგიქრობთ ნაიარებს.