წლების განმავლობაში გამყვიდველად ვმუშაობდი და რა გასაკვირია, რომ საპენსიო ასაკისთვის უკვე ჩამოყალიბებული ვარიკოზი მქონოდა. დიდხანს არ ვაქცევდი სათანადრო ყურადღებას, ექიმთან მისულმა კი აღმოვაჩინე, რომ სხვა საშველი, გარდა ქირურგიული მკურბალობისა, არ იყო. ექიმმა მირჩია, ამომეკვეთა ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები. მოგეხსენებათ, რა ემართება ადამიანს, როდესაც ეუბნებიან, ოპერაცია გჭირდებაო. ერთადერთი, რაც ამ დროს აზრად მოგდის, ის არის, რომ ცდილობ, ალტერნატიული გზას მიაგნო და მეც მივაგენი. მინდა, ყველას გავაცნო ეს წამალი, რომლის წყალობითაც ოპერაციას გადავურჩი.
- აიღეთ 250 გრამი გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, საგულდაგულოდ აურიეთ, გააჩერეთ 1 კვირა. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3 – ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, ეს წამალი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, თუ პატოლოგიური პროცესი არც თუ ისე ღრმად და შორს არის წასული – ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ აღემატება 5 მმ -ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6 – 7 მმ-ს.
- ვენების ტონუსს ამაღლებს სვიის გირჩების ნახარშიც: 1 სადილის კოვზ დანაწევრებულ გირჩას დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩადგით წყლის აბაზანაში 5 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ 2 ჭიქა დღეში 2 – ჯერ, ჭამამდე.
სვიას სუსტი საძილე თვისება აქვს, ამიტომ სასურველია, მეორედ ძილის წინ დალიოთ. ამავე ნაყენში დასველებული დოლბანდი შეგიძლიათ გაფართოებულ ვენებზეც დაიდოთ.
სტატია მომზადებულია წიგნის: 2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტის მიხედვით