15 წლის განქორწინებული გოგონა… რატომ ქორწინდებიან სირიელი დევნილები ადრეულ ასაკში

491

სირიელი დევნილები ადრეულ ასაკში ქორწინებას არ უშინდებიან, უკეთესი ცხოვრების ძიებაში, თუმცა, ხშირად, შედეგი სრულიად ეწინააღმდეგება მოლოდინებს. თურქეთის კანონის მიხედვით, გოგონებს 17 წლის ასაკში ქორწინების უფლება აქვთ მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში, თუმცა, რაც შეეხება დევნილებს – ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ ჩარეულიყო მათ ტრადიციებში.

არასრულწლოვან დევნილთა ქორწინების პრობლემა, დროთა განმავლობაში, სულ უფრო სერიოზული ხდება. ხშირია შემთხვევები, როცა გოგონებს თავიანთი ქმრები ტოვებენ, უკეთეს შემთხვევაში, შვილის გარეშე, რომლის აღზრდაც მარტოს მოუწევს.

ადრეული ქორწინება იმდენად გახშირდა, რომ ახლა ყოველი მესამე სირიელი რძალი არასრულწლოვანია. გოგონები თხოვდებიან არა სიყვარულით, არამედ მშობლების გადაწყვეტილებით. ამრიგად, “მოსიყვარულე” დედ-მამა ცდილობს, გოგონას თავიდან ააცილოს საფრთხე და ერთგვარად, სოციალურად დაიცვას.

არაოფიციალური ცერემონიების შემდეგ, 13 წლის გოგონა გათხოვილ ქალად იქცევა. მსგავსი კავშირები, რა თქმა უნდა, საიმედო არაა. 15 წლის გოგონა მარტო ზრდის ბავშვს, რადგან განშორება მამაკაცისთვის საკმაოდ მარტივია: უბრალოდ სამჯერ უნდა წარმოთქვას “მე შენგან მივდივარ”.

თურქმა ფოტოგრაფმა ოზგე სებზეციმ ძალიან დიდი პირადი დრო დაუთმო პრობლემის საფუძვლის ძიებას. 60 000 დევნილის თავშესაფარ ქალაქ კაისერის მაცხოვრებლებთან ურთიერთობის გზით, მან დაადგინა, რომ ნაადრევი ქორწინების რაოდენობა, ომამდელ პერიოდთან შედარებით, გაოთხმაგდა.

მშობლების დალოცვის მიღება სირთულეს არ წარმოადგენს: გოგონებს სინდისის ქენჯნის გარეშე ათხოვებენ, რათა ფინანსური კეთილდღეობა მიიღონ ან დაიცვან ისინი მოძალადეებისგან, რომლებიც მზად არიან ამაზრზენი საქციელების ჩასადენად. “მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, არასდროს მომცემდა ასე ადრე გათხოვების უფლებას.” – თქვა ფოტოგრაფთან საუბრისას ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ცოლმა.

ქორწილზე მიწვეული თურქი მოსახლეობა არ ამართლებს პატარძლის ასაკს, თუმცა არც არაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად. პრობლემის მსგავსი უგულებელყოფა სიტუაციას ამწვავებს. ერთხელ, პოლიციელებმა შეიტყვეს 15 წლის გოგონას შესახებ, რომელიც საავადმყოფოში გართულებული მშობიარობის გამო მოხვდა.

სამართალდამცავებმა მშობიარეს აუკრძალეს ქმართან ურთიერთობა, სანამ სრულწლოვან ასაკს არ მიაღწევდა, თუმცა მათ არ შეუძლიათ დადგენილი წესების დაცვის შესაძლებლობა. გოგონა ყოველდღიურად აწერს ხელს დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებს, რომ მას არ აქვს ურთიერთობა ქმართან, რეალურად კი ისინი ახლაც ერთ სახლში ცხოვრობენ.

ბევრი არასრულწლოვანი უარს ამბობს აბაიას გარეშე – ესაა ნაციონალური კაბა, რომელიც სხეულის უმეტეს ნაწილს ფარავს. სხვები კი საერთოდ სახის გამოჩენასაც ერიდებიან და უზარმაზარი ფარდების უკან იმალებიან. რაც შეეხება ქორწინებას, თურქ ფოტოგრაფს ცერემონიაზე ფოტოების გადაღება აუკრძალეს.

მინდა მჯეროდეს, რომ მალე სირიაში სიტუაცია ჩალაგდება და ადგილობრივ მაცხოვრებლებს აღარ მოუხდებათ თავშესაფრის ძიება სხვა ქვეყნებში. ასევე, მინდა, რომ ადრეული ქორწინებები ისტორიას ჩაბარდეს, რადგან მათგან ყველაზე ხშირად ვიღებთ ახალგაზრდა გოგონების გაუბედურებულ ცხოვრებას…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს