7 წლის წინ
-შემოდი, კართან რატომ დგახარ! – დედამ უხალისოდ შემოიპატიჟა ეკა სახლში. – ოთახი მოგიმზადე, შეგიძლია შენი ნივთები წამოიღო.
ეკა თავის ოთახში შევიდა და უნებურად შეხტა. ის აქ ამ ბოლო 6 წლის მანძილზე არ ყოფილა, მაგრამ ბავშვობის აჩრდილები მაინც არსად გამქრალიყო.
-აქ ისევ ძველი წესები მოქმედებს. სახლის დალაგება მორიგეობით, კომუნალური გადასახადები სანახევროდ. საკვები პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების შეძენაც სანახევროდ. და… შენ აქ დიდხანს დარჩები?
-არ ვიცი, დედა. როგორც კი სამსახურს მოვძებნი, ჩამოვყალიბდები.
-გასაგებია, – დედა უკვე აპირებდა ოთახიდან გასვლას, მაგრამ უცებ შეჩერდა. -მამაშენის საფლავი მოინახულე, დიდხანს არ ყოფილხარ.
„დიდი პატივია“ – გაიფიქრა ქალიშვილმა.
5 წლის წინ
-ეკა, რამდენი ნაგავია ირგვლივ. ამ სახლში შენგან მხოლოდ ნაგავია.
-დედა, რას ამბობ. მე არაფერ შუაში ვარ.
-აბა, ვინ არის?
-მიხვდი.
-მე ხომ არა? დამცინი? ამ შუაღამისას სად მიდიხარ?
-დედა, 26 წლის ვარ, სადაც მომინდება, იქ წავალ.
-ოღონდ აქ კაცების მოყვანა არ გაბედო! ხომ იცი, რა ფხიზელი ძილი მაქვს?! რამეს თუ გავიგებ, მაშინვე გავყრი შენს თაყვანისმცემლებს აქედან! მაგას სჯობს მაღაზიაში წახვიდე, სახლში საჭმელი არ გვაქვს. ისევ ყველაფერი ერთდროულად გიჭამია!
ქალიშვილმა მხოლოდ ამოისუნთქა და სახლიდან გავიდა.
გარეთ გასულმა ტელეფონზე დარეკა.
-დიახ, დიახ, უკვე გამოვედი. 8 საათისთვის ვიქნები. დიახ, ავიღე. დიახ, გასაღებიც.
გზად ავტობუსში ეკა ფიქრობდა, თუ როდის შეძლებდა იმის გაკეთებას, რის გაკეთებაც უნდოდა ბინაში დაბრუნების პირველივე დღიდან, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მას და დედამისს ეკუთვნოდა.
როგორც ჩანს, არც ისე სწრაფად, მაგრამ სხვა გზა მაინც არ ჰქონდა.
ჩვენი დღეები
-ოჰ, რამხელა ჩემოდანი გაგიმზადებია? შვებულებაში მიდიხარ? თუ უქმეებზე სტუმრად გადაწყვიტე წასვლა?
ეკამ, რომელიც უკვე მზად იყო სახლიდან გასასვლელად, მრავალი წლის მანძილზე პირველად გაიღიმა გულწრფელად:
-დიახ, დედა, მივემგზავრები. როგორც იქნა, შენგან გადავდივარ.
დედამ ხელები გააქნია:
-ნუთუ მამაკაცი იპოვნე? და როდის მოასწარი?
-უკეთესი, ბინა!
-სულ ეგ არის? – იმედგაცრუებულმა წარმოთქვა დედამ. – მე კი მეგონა! მეგობართან ერთად იქირავე თუ მარტომ?
-არა, ცარიელი ბინაა.
-საკუთარი? რა მეოცნებე ხარ!
-დიახ, საკუთარი. მაგრამ არ ინერვიულო, აქედან ამოწერას არ ვაპირებ და ეს არ დაგავიწყდეს.
დედას ისევ არ სჯეროდა:
-მართლა იყიდე ბინა? როგორი? სად? რა ღირდა?
-სად, როგორი და რამდენად – ამას შენ არ გეტყვი. თორემ შესამოწმებლად ჩამოხვალ. როდესაც ვყიდულობდი, ძვირი მეგონა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან იაფი მგონია.
-იპოთეკით შეიძინე?
-უკვე გადავიხადე.
-როგორ? ბინები ძალიან ძვირი ღირს.
-დედა, შენ ხომ ისიც არ იცი, როდის ვიყიდე. ჩემი ბინა ახლა დაახლოებით ასი ათასი ღირს, მაგრამ კრედიტი გაცილებით ნაკლები გადავიხადე.
-და როგორ მოახერხე კრედიტის გადახდა?
-მარტივად. ხელფასით და გაქირავებით მიღებული შემოსავლით.
-ანუ, საკუთარი სახლი გქონდა და აქ ცხოვრობდი?!
-მთლად ასეც არ იყო, ბინა მთლიანად მე არ მეკუთვნოდა. ახლა კი უკვე მთლიანად ჩემია და ამიტომაც გადავდივარ.
-გასაგებია, ჩემს ბინაში ცხოვრობდი, სანამ კრეტის გადაიხდიდი!
ეკამ თავი დაუქნია:
-დიახ, ასეა. მაგრამ ახლა დიდი ხნის ნანატრ შვებას იგრძნობ. დედოფალივით იქნები ამ ბინაში. თუმცა, პროდუქტებისთვის ბიუჯეტი შეგიმცირდება, მაგრამ შენ ხომ ამბობდი, რომ უმეტეს ნაწილს მე ვჭამდი, ასე რომ, გიხაროდეს.
-არ გინდა ფული დაუტოვო დედას იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარი სახლი გქონდა და მის ბინაში ცხოვრობდი?
-ჩვენს ბინაში, დედა. ჩვენს ბინაში. და არა, არ მინდა. კარგი, წავედი. კარგად იყავი!
როდესაც ქალიშვილმა უკანასკნელი ნივთები გაიტანა სახლიდან, ორივემ იგრძნო შვება.
მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ დედამ ჯერაც არ იცის სად ცხოვრობს მისი ქალიშვილი. ქალიშვილს კი არ ამოძრავებს სურვილი, რომ უთხრას ან უბრალოდ ჰქონდეს ურთიერთობა დედასთან, რომელთან ერთადაც ბინის ყიდვამდე 7 წელიწადი იცხოვრა.
რა იცი, რა ხდება…