ვარცხნილობა, რომელიც უნდა ავირჩიოთ 50 წლის შემდეგ. გარდასახვის 5 თვალსაჩინო მაგალითი

3561

არ არსებობს ზუსტი წესები, თუ როგორ უნდა შეიჭრას ქალმა თმა 50 წლის შემდეგ და გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად.

თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურია საკუთარი გარეგნული მახასიათებლებით. ვარცხნილობის არჩევისას მნიშვნელოვანია იხელმძღვანელოთ საკუთარი ტიპაჟით.

მთავარი! არ მიატოვოთ თმა ბედის ანაბარა. 50 წლის ასაკში ბუნებრიობა ყოველთვის არ არის მომგებიანი.

ინტერნეტში ხშირად შეგხვდებათ მოსაზრება, რომ ზრდასრულმა ქალებმა სჯობს თმა მოკლედ შეიჭრან.

სტილისტები საპირისპიროს ამტკიცებენ. თუ ერთ შემთხვევაში მოკლე ვარცხნილობამ შეიძლება ვიზუალურად 15 წლით ახალგაზრდა გაგხადოთ, მეორე შემთხვევაში – მან შეიძლება ქალურობა და სინაზე მოგაკლოთ.

ვარცხნილობის არჩევისას, უნდა განსაზღვროთ თქვენი სახის ფორმა:

  • სახის ოვალური ფორმა – ძირითადად შესაფერისია ყველა სახის ვარცხნილობა;
  • მრგვალი სახის ფორმა – მოცულობითი ვარცხნილობა და ირიბი წინამო;
  • მართკუთხა სახის ფორმა – მოცულობითი, რბილი კონტურით.

როცა 50 წელს გადაცილებული ხართ, უმჯობესია თმის სიგრძე მხრებს ქვემოთ არ დატოვოთ. 70%-ში უხერხულად გამოიყურება.

თმის ფერის განსაზღვრისას უმჯობესია მოერიდოთ ძალიან ღია ან ძალიან თბილ ფერებს. საქმე ისაა, რომ ეს რამდენიმე წელს მატებს ვიზუალურად.

ეს ფერები შესანიშნავია ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომელთაც სურთ გამოიყურებოდნენ უფრო მოწიფულად და სერიოზულად.

ოპტიმალური ვარიანტი – გამოიყენოთ ფერი, რომელიც ერთი ტონით მუქი ან ღიაა, მაგრამ არა მეტად.

ეს არჩევანი იმიჯს ქალურს და ბუნებრივს გახდის.

მოერიდეთ უზარმაზარ მოცულობას ან რთულ საბანკეტო ვარცხნილობას.

უკეთესი იქნება, თუ უპირატესობას ნაზად დატალღურ თმას ან იდეალურად სწორ თმას მიანიჭებთ.

გახსოვდეთ! არცერთი ვარცხნილობა არ დაგეხმარებათ, თუ თმა არ ღებულობს სათანადო მოვლას.

გამოიყენეთ თქვენი თმის ტიპის შესაბამისი შამპუნი. ყოველთვის გამოიყენეთ თმის კონდიციონერი. გამოიყენეთ თმის ნიღბები კვირაში მინიმუმ ორჯერ.

თმას აუცილებლად სჭირდება თერმო დაცვა, მაშინაც კი, თუ არ იყენებთ დასახვევ ან გასასწორებელ უთოებს.

გონივრული იქნება სტილისტთან მისვლა, რომლის ამოცანა თქვენი გალამაზებაა. ის აუცილებლად გაანალიზებს თქვენს გარეგნობას და შეძლებს ვარცხნილობის შერჩევას, რომელიც თქვენთვის იდეალური იქნება.

მაგრამ, თუ მხოლოდ საკუთარ თავს ენდობით, მაშინ ზემოთ მოყვანილი რჩევების გამოყენებით, შეძლებთ სწორად აირჩიოთ ვარცხნილობა და გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს