ძველ ეგვიპტეში ითვლებოდა, რომ რიცხვების ძალა აკავშირებს რეალურ სამყაროს სხვა სამყაროსთან და ღმერთების ნებას ატარებს. ასე გაჩნდა ნუმეროლოგია – რიცხვების მეცნიერება, მათი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე. მაშინაც კი, თუ არასოდეს დაფიქრებულხართ, რას ნიშნავს თქვენი დაბადების თარიღი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გავლენა ამით შემცირდა. მცოდნე ხალხმა იცის, როგორ გაიგოს ადამიანის ხასიათი მისი დაბადების თარიღიდან გამომდინარე.
ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: დაბადების წელი და კოორდინატები, პლანეტების პოზიცია და დრო. მოდით, დავიწყოთ ადამიანის დაბადების დღით. დაბადების დღის ციფრები იკრიბება საჭირო ციფრის მისაღებად. ამრიგად, გვაქვს 9 ინდიკატორი, რომელთაგან თითოეულს აქვს თვისებების უნიკალური ნაკრები. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს სწორად.
როგორ გავიგოთ ადამიანის ხასიათი მისი დაბადების თარიღის მიხედვით
დავუშვათ, დაიბადეთ 11 ოქტომბერს. თქვენი ციფრის გასაგებად 1–ს დაუმატეთ 1 და მიიღებთ 2–ს. თუ დაიბადეთ, მაგალითად, 19–ში, თქვენი რიცხვი გამოდის 10. ამ შემთხვევაში ისევ უნდა დააჯამოთ (1+0) და მიიღებთ 1–ს. იგივე ხდება 28 რიცხვთან, რომელიც საბოლოოდ 1–ს იძლევა. მოდით, ამით დავიწყოთ.
მარტოხელა ადამიანები: 1, 10, 19, 28
შეუძლებელია, ერთიანი ვერ შეამჩნიოთ, ბუნებით ლიდერი და ორგანიზატორია. სხვებს იშვიათად ანდობს მნიშვნელოვან საქმეს, ურჩევნია თავად გააკეთოს ან გააკონტროლოს მაინც. ასე ხელმძღვანელ პოზიციაზე ხვდება. ურთიერთობაში მარტივი და პირდაპირია. ყოველთვის იცის, რა და როდის თქვას. ერთიანი ცხოვრობს ძალიან მკაფიო მორალური პრინციპებით, ახასიათებს სამართლიანობისთვის ბრძოლა. ოჯახში ცოტა თავშეკავებულად გამოიყურება, მაგრამ თუ წყვილს აირჩევს, ბოლომდე მისი ერთგული რჩება.
ადამიანი ორიანი: 2, 11, 20, 29
როგორ გავიგოთ 2 ციფრის მქონე ადამიანის ხასიათი? ორიანი ორაზროვნების ნიშანია. დიახ, ორიანს ახასიათებს განწყობის ცვალებადობა, მაგრამ ეს გრძნობების სიმრავლით გამოწვეულია. ძალიან ემოციურია, ფილმის გულისამაჩუყებელ მომენტზე მარტივად შეიძლება ატირდეს. ორიანი რომანტიკოსია. რთულ წუთებში მხარდაჭერა და დახმარების ხელის გამართვა შეუძლია. გულკეთილია, მაგრამ ზედმეტად მიმნდობი, რაც ხშირად ბოროტი ხუმრობით უბრუნდება.
როგორ გავიგოთ ადამიანის ხასიათი: 3, 12, 21, 30
სამიანი გამოირჩევა კონფლიქტების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარით. სირთულეებს სახეში დასცინის და დიდი წარმატებით უმკლავდება. აღსანიშნავია, რომ სტრესისადმი სიმტკიცე დიდ ბონუსს აძლევს. ასეთი ადამიანი ფინანსების სფეროში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მისთვის იდეალურია ფინანსისტის, ბანკირის ან ბუღალტერის პროფესია. ასევე სხვა სპეციალობები, რომლებიც საჭიროებს გამძლეობას და სწორ სტრატეგიულ მიდგომას. სამიანისთვის ცხოვრებაში მცირე რისკი ჩვეულებრივი ამბავია, რადგან იცის, როგორ გაუმკლავდეს.
ადამიანი ოთხიანი: 4, 13, 22, 31
იღბლიანი და უშიშარი სამიანისგან განსხვავებით, ადამიანი ოთხიანი რისკს და ორაზროვან სიტუაციებს თავს არიდებს. პირველ ადგილზეა სტაბილურობა და პირადი კომფორტი. ასეთი ადამიანი ეძებს საიმედო და გრძელვადიან რომანტიკულ ურთიერთობებს. ძალიან თვითკმარია და არ უყვარს ენერგიის უაზროდ ხარჯვა. მისთვის შესაფერისია პროფესიები, რომლებიც უკავშირდება უახლეს ტექნოლოგიებს, ამიტომ პროგრამირება ან რობოტექნიკა შესანიშნავი არჩევანია.
ადამიანი ხუთიანი: 5, 14, 23
თავისუფლებისმოყვარე ხუთიანი თავგამოდებით დაიცავს თავის მიზნებს და პირად სივრცეს. მესაკუთრეობას და შეზღუდვას არ აიტანს, მისი გაკონტროლება ძნელია, მასზე მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. შემოქმედებით სფეროში ტოლი არ ჰყავს! მოდის ინდუსტრია, მხატვრობა, მწერლობა – აი, საით მიმართავს ენერგიას სიამოვნებით. ხუთიანი სიცოცხლის ხალისით სავსეა და თითოეულ დღეს აფასებს. ამბიციურია, ამიტომ გაზრდილ ყურადღებაზე და კომპლიმენტებზე უარს არ იტყვის.
ადამიანი ექვსიანი: 6, 14, 24
როგორც წესი, ექვსიანს არისტოკრატის იმიჯი აქვს და ამაზე სამი ფაქტორი გავლენას ახდენს. პირველ რიგში, ფულის სიყვარული და ამბიცია. მეორეც, ცხოვრების წესი – ექვსიანს განცხრომით ცხოვრება უყვარს. მესამეც, ერუდიცია და სიამაყე. თავისი სიდიადის მიუხედავად ხელმძღვანელ პოზიციებზე ვერ ჩერდება, მაგრამ კომუნიკაციის სფეროში ტოლი არ ჰყავს. საქმე იმაშია, ცოტა პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა აკლია. ექვსიანი კარგი დემაგოგი და ორატორია, ამიტომ ადვოკატის ან პოლიტიკოსის პოზიცია საუკეთესოდ შეეფერება.
როგორ გავიგოთ ადამიანის ხასიათი: 7, 17, 25
უძველესი დროიდან შვიდიანი მაგიურ, განსაკუთრებული ძალის მქონე ციფრად ითვლება. მისი გავლენის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ახასიათებს კარგი ინტუიცია. გარემოს კარგად ასკანერებს, თითქოს სხვის აზრებს კითხულობს. შვიდიანი საკმაოდ დალაგებული და მოაზროვნეა, ამიტომ მისგან კარგი ხელმძღვანელი გამოდის. შორსმჭვრეტელია და მომთმენი, მაგრამ შეუძლია სიმკაცრის გამოჩენა, როცა საჭიროა. ოჯახში წამყვანი როლის შესრულება ურჩევნია.
ადამიანი რვიანი: 8, 17, 26
რვიანი ბედის ფავორიტია. ყველა საქმეში კარგია, მაგრამ თუ მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირდება და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ჯიუტია, ხშირად იღბლიანი, იდეალიზმით იტანჯება. რვიანი პირდაპირ არ იტყვის, მაგრამ ერთი ნახვით სიყვარულს ელის. რვიანი მეოცნებეა, რაც საშუალებას აძლევს გულმოდგინედ იმუშაოს იდეის სახელით და საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს. სწრაფად იზრდება, ამიტომ ზოგჯერ გრძნობს, რომ მარტოსულია და არასწორად უგებენ.
როგორ გავიგოთ ადამიანის ხასიათი: 9, 18, 27
და ბოლოს, ბოლო ციფრი, რომელიც თავის მფლობელს ურყევ ნებისყოფას ანიჭებს. გარეგნულად მკაცრი ჩანს, მაგრამ ძალიან კეთილი გული აქვს და ხშირად ქველმოქმედებაში ერთვება. თუ ცხრიანს აქვს საკმარისი ამბიცია, აუცილებლად მეწარმე ხდება. საქმიანი ალღო სისხლში აქვს, მხოლოდ შანსი უნდა მისცეთ და საწყის ეტაპზე საჭირო მხარდაჭერა გაუწიოთ. აღსანიშნავია, რომ ცხრიანი ყოველთვის მაღალ ზღვარს აწესებს: როგორც მიზნების მისაღწევად, ასევე პარტნიორის პოვნაში. სწორედ ამიტომ, მარტოხელა მგელი ცხრიანებს შორის იშვიათი არაა.
ციფრების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე უდავოა, ეს ადამიანის ბუნებაში ჩადებულია. ტყუილად არ გვიყვარს თარიღებზე მიჯაჭვა, ასეა? თუმცა თქვენი დაბადების თარიღის მნიშვნელობის გასარკვევად სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია. ციფრების საშუალებით შეგიძლიათ და უნდა შეიცნოთ საკუთარი თავი და ისწავლოთ, როგორ გაიგოთ ადამიანის ხასიათი.