„დედა, ფული უნდა მუშაობდეს. სხვა ვარიანტი არ განიხილება!” ოჯახური საქმეები ყოველთვის უფრო ჩახლართულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

451

10 წლის წინ

ლიკას სახე ხელებში ჩაერგო და ტიროდა.

იქვე დედამისი იჯდა, დაღლილი და ცხოვრებით დატანჯული.

-დედა, – შეხედა ქალიშვილმა დედას. – ნუთუ არ გესმის, რომ უნივერსიტეტში კარგად სწავლას ვერ მოვახერხებ, თუ პირველი თვისთვის მაინც არ მომცემთ ფულს? მე მომიწევს მუშაობა და პირველ კურსზე ეს ყოველთვის რთულია!

-და იმ ინსტიტუტში ვინ დაგაძალა ჩაბარება? ჩვენთან ჩაგებარებინა და აქ გეცხოვრა!

-დედა, მე იქ ჩავაბარე სადაც მინდოდა. და მე ახლა ბევრ ფულს არ გთხოვთ. მხოლოდ პირველი თვისთვის!

-ფული არ გვაქვს. თითქოს არ იცი?! შენი პატარა და იზრდება. ანა ფეხზე უნდა დავაყენოთ. და ეს კი არის ფული, ფული და კიდევ ფული. ქვეყანაში კრიზისია! და ზოგადად…

დედა ადგა და ოთახიდან გავიდა. ქალიშვილმა კი რბილ დივანს მუშტი დაარტყა მთელი სიბრაზით.

სამი წლის წინ

-ლიკა, მაშ, ანას ქორწილში არ ჩამოხვალ?

-არა, დედა. სხვა გეგმები გვაქვს

-მაგრამ… ის შენი დაა!

-თითქოს ეს რამეს ნიშნავდეს ჩემთვის ან მისთვის! ფული გავუგზავნე.

-მაგრამ ფული დის იქ ყოფნას ვერ შეცვლის!

-დედა, ვისთვის გინდა ამ კომედიის დადგმა? გინდა ყველას აჩვენო, რომ ჩვენს ოჯახში ყველაფერი კარგადაა? როგორ ფიქრობ, ანას არავისთვის უთქვამს იმის შესახებ, რომ მე უკვე შვიდი წელია, რაც მშობლიურ ქალაქში არ ჩამოვსულვარ? და სულ რამდენჯერ დამირეკა ქორწილში მოწვევამდე? არც ერთხელ.

-და ამის გამო არ ჩამოხვალ?

-არა მხოლოდ. როგორც უკვე გითხარი, ყველაფერი დიდი ხნის წინ გვქონდა დაგეგმილი. არაფრის გადატანა არ შეიძლება. ასე რომ, უჩემოდ იმხიარულეთ. როგორც ყოველთვის, ეს თქვენთვის სიახლე არ იქნება.

ჩვენი დღეები

დედა უფროს ქალიშვილის უკვე ორმოცი წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა.

-ლიკა, რა პრობლემაა? შენ მდიდარი ხარ, ქმარიც მდიდარი გყავს. თქვენთვის ეს თანხა არაფერია. ისინი დააბრუნებენ! თანდათანობით, არა დაუყოვნებლივ, რა თქმა უნდა.

მეორე ბოლოში ტალღების ხმა ისმოდა.

-თავად სად არის, ჩემი და? შუამავლად გამოგგზავნა?

-მას ისედაც უამრავი საქმე აქვს. ამ ბინამ სულ გააგიჟათ. მუდმივად გაჰკივიან: კარგი ვარიანტია, კარგი ვარიანტია. ფულის შეგროვებას ცდილობენ და პატრონის დარწმუნებას, რომ ბინა სხვას არ აჩვენოს და არ მიჰყიდოს.

-მისი ქმრის მშობლები?

-ცოტაოდენი თანხა შეუგროვეს, მე და მამაშენს კი ამის საშუალებაც არ გვაქვს. ხომ იცი ჩვენი მდგომარეობა.

სიჩუმე ჩამოწვა. ამის შემდეგ გაისმა გემის ხმამაღალი სასტვენის და მისი ქალიშვილის ხმა:

-გასაგებია. ამიტომ დამირეკე? პირველად მრავალი წლის განმავლობაში…

დედამ დააგვიანა პასუხის გაცემა.

-და რატომ უნდა დამერეკა? არასოდეს შეგვიწუხებია ერთმანეთი ზარებით.

-რა თქმა უნდა, სანამ ფული არ დაგჭირდებათ, დარეკვას აზრი არ აქვს. ეს ნამდვილად ასეა.

-ამის თქმა არ მინდოდა. ვიცი, რომ კარგად ცხოვრობ, რისთვის უნდა დაგირეკო?

ისევ სიჩუმე.

-ანუ საუბარი ოც ათასზეა, არა?

-დიახ, ასე თქვა ანამ.

-მაშინ, ვარიანტი პირველი: ჩვენ ერთად ვყიდულობთ ბინას. ანა, მისი ქმარი და მე.

-მოიცადე, ეს როგორ? რისთვის?

-ჩვენ მათ ბინის ღირებულების მესამედს ვაძლევთ. ეს ნიშნავს, რომ ბინის მესამედი ჩემი და ჩემი ქმრისაა. თუ წილის ყიდვა მოუნდებათ, დაე, იყიდონ იმ ფასში, რა ფასიც იმ დროისთვის იქნება. ასე ვიცავთ ჩვენს ფულს ინფლაციისგან.

-მაგრამ… ეს ერთგვარი ბინის დაპყრობაა!

-კარგი. მაშინ მეორე ვარიანტი: ვასესხებთ ფულს ბინის გარანტიით. დაახლოებით 5 წლის განმავლობაში გარკვეული პროცენტით თუ არ დაგვიბრუნებენ ფულს, მაშინ ბინა ჩვენი იქნება.

-არც ეს არის კარგი ვარიანტი! ანუ გინდა, რომ 30 ათასიანი ბინა, 20 ათასში მიიღო.

-ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სესხს არ გადაიხდიან.

-მაგრამ შენგან ფულის სესხება იმიტომ უნდათ, რომ პროცენტი არ გადაიხადონ!

-დედა, ფული უნდა მუშაობდეს. ასე ამბობს ჩემი ქმარი და მეც ვეთანხმები. მესმის, რომ ანას სურს ბინის ყიდვა ყოველგვარი სესხის გარეშე, მაგრამ სხვისი ფული უფასო არ არის. თუ არც ერთი ვარიანტი არ გაწყობთ, მაშინ იპოთეკით იყიდონ.

-ვინ მისცემს მათ ამხელა ფულს. ერთს ოფიციალური შემოსავალი გროშები აქვს, მეორე კი – ოფიციალურად არსად არ მუშაობს!

-კარგი, როგორც ხედავ, ჩემი ვარიანტები არც ისე ცუდია.

-რანაირი და ხარ? უცხოს ხომ არ ასესხებ ფულს?

-ჩვეულებრივი, – მხრები აიჩეჩა ლიკამ, რომელსაც არ უყვარს მუქთახორები. მოკლედ, მე ყველაფერი ვთქვი. მე თვითონ მივწერ მას ყველა ვარიანტს. ოთხშაბათამდე აქვს ვადა. კარგი, უნდა წავიდე. კარგად იყავი!

ანამ და მისმა მეუღლემ გირაოს ვარიანტი აირჩიეს.

და ყოველ ჯერზე, როცა ანა დას ფულს აძლევდა, გულწრფელ აღშფოთებას გამოხატავდა:

-როგორ შეიძლება ასე მოგექცეს საკუთარი და?!

ლიკა არაფერს არ ფიქრობდა. მისთვის ეს მხოლოდ ინვესტიცია იყო. არც მეტი, არც ნაკლები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს