რომელი კერძები უნდა დაემატოს რაციონს, რომ მარხვის პერიოდში მენიუ ოდნავ გამრავალფეროვნდეს

244

2024 წლის მარხვის მენიუ მთლიანად გამორიცხავს არასამარხვო ინგრედიენტების გამოყენებას, თევზის ჭამაც კი – მხოლოდ ხარების და ბზობის კვირას არის ნებადართული. თუ მარხვის შენახვას გადაწყვეტთ, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ცილებითა და ამინომჟავეებით მდიდარ საკვებზე. რაციონი შეგიძლიათ შეავსოთ სოკოთი, ტოფუთი, ბოსტნეულით და პარკოსნებით. სამარხვო კერძები შეიძლება იყოს გემრიელი და ნოყიერი. დამიჯერეთ, თუ ფანტაზიას გამოიჩენთ, 2024 წლის დიდმარხვისთვის ისეთი ორიგინალური და ნოყიერი მენიუს შედგენას შეძლებთ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება.

მენიუ 2024 წლის მარხვისთვის

სამარხვო მენიუს გამრავალფეროვნებაში შემდეგი კერძები დაგეხმარებათ:

მუხუდოს წვნიანი

ინგრედიენტები:

  • 250 გ მუხუდო;
  • 1 ბროკოლი;
  • 1 პრასი;
  • 3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი;
  • ნიახურის 2 ღერი;
  • მცენარეული ზეთი;
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით;
  • ლიმონი;
  • მწვანილი;
  • წყალი.

მომზადების წესი

მოხარშეთ წინასწარ გაჟღენთილი მუხუდო, თითქმის ბოლომდე. ქვაბში მცენარეულ ზეთში მოთუშეთ დაჭრილი პრასი და ნიახური. იქვე ჩაამატეთ მუხუდოს უმეტესი ნაწილი, მოთუშეთ ყველაფერი რამდენიმე წუთის განმავლობაში და დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი. ქვაბში ჩაასხით წვენი, რომელშიც მუხუდო მოიხარშა. მოაყარეთ მარილი, სანელებლები და ხარშეთ იქამდე, სანამ კარტოფილი არ დარბილდება.

დანარჩენი მუხუდო დააბლენდერეთ და დაამატეთ მუხუდოს წვნიანს. სულ ბოლოს დაამატეთ ყვავილედებად დაშლილი ბროკოლი. მზა კერძს მოაყარეთ მწვანილი და მოასხით ლიმონის წვენი.

შამპინიონები ბოსტნეულით

ინგრედიენტები:

  • 500 გ შამპინიონი;
  • სტაფილო;
  • ხახვი;
  • 1 ქილა დაკონსერვებული ბარდა;
  • მარილი და პილპილი გემოვნებით;
  • მცენარეული ზეთი.

მომზადების წესი

შამპინიონები შეწვით მზესუმზირის ზეთში, ოქროსფერ შეფერილობამდე. ცალკე მოთუშეთ ხახვი და სტაფილო და დაუმატეთ სოკოს. მზა პროდუქტებს თქვენი შეხედულებისამებრ დაუმატეთ ბარდა, მარილი და პილპილი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და გააჩერეთ ცეცხლზე არა უმეტეს ერთი წუთის განმავლობაში.

შემწვარი ტოფუ საფანელში

ინგრედიენტები:

  • ტოფუს 1 შეკვრა (250 გ);
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი;
  • 1 კბილი ნიორი;
  • 1 ჩ/კ ფუტკრის თაფლი;
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით;
  • მცენარეული ზეთი;
  • საფანელი (ფქვილი).

მომზადების წესი

მოამზადეთ მარინადი სოუსის, დაჭრილი ნივრის, თაფლისა და სანელებლების შერევით. ტოფუ დაჭერით ნაჭრებად და გააჩერეთ მარინადში 10 წუთის განმავლობაში. ტოფუს ნაჭრები ამოავლეთ საფანელში ან ფქვილში და შეწვით ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.

სამარხვო ტოლმა

ტოლმისთვის დაგჭირდებათ 2 თავი კომბოსტოს ჩათუთქვა, დაშლა და ფოთლების სქელი ნაწილების მოჭრა. შეახვიეთ შიგთავსი კომბოსტოში და შემდეგ მოათავსეთ ქვაბში. ჭურჭლის ძირი წინასწარ ჯერ მზესუმზირის ზეთით შეზეთეთ და შემდეგ ჩაალაგეთ არასტანდარტული ფურცლები. წყალში შეურიეთ 1 ს/კ ტომატის პასტა და ჩაასხით ქვაბში. სითხე უნდა იყოს ტოლმის დონეზე. კერძი უნდა მოამზადოთ ღუმელში მინიმუმ ორი საათის განმავლობაში.

ტოლმის შიგთავსი ბრინჯით

  • 2 ჭიქა ბრინჯი;
  • 1 ცალი დიდი სტაფილო;
  • 2 ცალი ხახვი;
  • 500 გ ახალი შამპინიონი;
  • 2 ს/კ ტომატის პასტა;
  • მარილი და პილპილი გემოვნებით;
  • რაფინირებული მცენარეული ზეთი.

მომზადების წესი

ბრინჯი ჩაყარეთ ქვაბში, გარეცხეთ, დაამატეთ წყალი ისე, რომ ბრინჯს 1 სმ-ით ფარავდეს და დადგით მოსახარშად. როცა წყალი ადუღდება, ქვაბი გაზქურიდან გადმოდგით. შამპინიონები მოხარშეთ, შემდეგ კი წვრილად დაჭერით ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

ხახვი და სტაფილო დაჭერით და შეწვით მზესუმზირის ზეთში, ბოლოს დაუმატეთ ტომატის პასტა. დაუმატეთ მარილი, პილპილი და საფუძვლიანად აურიეთ.

ტოლმის შიგთავსი კარტოფილით

  • 1 კგ კარტოფილი;
  • 1 დიდი სტაფილო;
  • 2 ხახვი;
  • 100გ ხმელი სოკო;
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი;
  • 1 ს/კ ტომატის პასტა;
  • მარილი და პილპილი გემოვნებით;
  • მცენარეული ზეთი.

მომზადების წესი

სოკო გარეცხეთ, მოხარშეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მზესუმზირის ზეთში წინასწარ შეწვით დაჭრილი ხახვი და სტაფილო. ბოსტნეულს დაუმატეთ ტომატის პასტა.

გათლილი უმი კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და დაასხით ლიმონის წვენი, რომ არ გამუქდეს. რეკომენდებულია ზედმეტი სითხის გამოწურვა. შემდეგ ყველა ინგრედიენტი ერთ თასში გადაიტანეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და აურიეთ.

სამარხვო მენიუ – 2024. ცომი ღვეზლებისთვის

ინგრედიენტები:

  • 500 მლ თბილი წყალი;
  • 1 კგ ფქვილი;
  • 50 გრ დაპრესილი საფუარი;
  • 2 ს/კ შაქარი;
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი;
  • მწიკვი მარილი.

მომზადების წესი

ჩაასხით წყალი დიდ თასში და გახსენით მასში შაქარი და საფუარი. დაამატეთ ერთი ჭიქა ფქვილი, აურიეთ და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, თბილ ადგილას.

შემდეგ დაუმატეთ მარილი, მცენარეული ზეთი, დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. გააჩერეთ თბილ ადგილას მინიმუმ ნახევარი საათით, სანამ არ ამოვა. მზა ცომი გამოიყენება სხვდასხვა შიგთავსის მქონე ღვეზელის მოსამზადებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს