მათ კარგად იციან, რომ ლამაზად დაბერება შესაძლებელია.
მამაკაცებში აღფრთოვანების გამოწვევა და თაყვანისმცემლების არმიის ყოლა 25 წლის ასაკში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე 55 წლის ასაკში. თუმცა, ეს სრულიად მიღწევადი ამოცანაა, რასაც მშვენიერი სქესის ზოგიერთი მარად ახალგაზრდა წარმომადგენელი ამტკიცებს.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაჩვენებთ, როგორ გამოიყურებიან პოპულარული მოდელები და მსახიობები მაკიაჟის გარეშე და კიდევ ერთხელ ვაღიარებთ, რომ ცხოვრება არ მთავრდება არც 40 წლის და არც 50 წლის შემდეგ.
განუმეორებელი ჯენიფერ ლოპესი ამ ზაფხულს 55 წლის ხდება. ძნელი დასაჯერებელია, რადგან მომღერალი საოცრად გამოიყურება. და თანაც, როგორც სცენაზე, ყურადღების ცენტრში ყოფნისას, ისე სახლში – მაკიაჟის გარეშე, აწეული თმით და სახლის მაისურით. მისი კანი ანათებს, ნაოჭები არ შეიმჩნევა, ტონუსში მყოფი სხეული კი როგორც ქალის, ისე მამაკაცის ყურადღებას იპყრობს. მამაკაცებს სურთ ასეთი ქალის გულის დაპყრობა, ხოლო ქალებს სურთ, რომ ის თავიანთი სილამაზის ეტალონად აქციონ.
არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ამის მიზეზი მხოლოდ გენეტიკაა: ლოპესი სწორად იკვებება, ვარჯიშობს, არ ეწევა და დიდი ხანია არ იყენებს ალკოჰოლს. გასაკვირი არ არის, რომ ჯეი ლომ დაიწყო კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების წარმოება და წარმატებით ახდენს მათ რეალიზაციას. „ძალიან პატარა ასაკიდან უნდა წაისვათ მზისგან დამცავი საშუალება კანზე. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესია, რომელსაც ადრეული ასაკიდან ვიცავდი და რაც დამეხმარა ჯანსაღი და ლამაზი კანის შენარჩუნებაში.“
ჯულია რობერტსი ახლა 56 წლისაა, მაგრამ ბევრისთვის ის მაინც 23 წლის მომხიბვლელ ვივიენთან ასოცირდება. მსახიობის გულწრფელი ღიმილი კვლავ გიბიძგებთ, რომ საპასუხოდ გაიღიმოთ, ხოლო ნაპერწკლები მის თვალებში – მარადიული ახალგაზრდობის რწმენას ჩაგისახავთ. ლამაზმანის თქმით, ის დიდ ყურადღებას უთმობს თავის რაციონს, რომელიც მდიდარია თევზის ომეგა -3 ცხიმებით, ბოსტნეულით და ხილით. მსახიობი სპორტსაც არ ივიწყებს: ის უპირატესობას იოგას, სირბილს, სტეპ აერობიკას ანიჭებს და ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ფიზიკურ დატვირთვას სიამოვნება უნდა მოჰქონდეს.
ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ასევე მნიშვნელოვანად მოქმედებს ჩვენს გარეგნობაზე, რობერტსი დარწმუნებულია: საყვარელი ადამიანების სიყვარული და ყურადღება ნამდვილად გვაბედნიერებს და ენერგიას გვაძლევს. „მჯერა, რომ ჩემს ქმარს ძალიან ვუყვარვარ და ზრუნავს ჩემზე, რაც თავს ძალიან ბედნიერად მაგრძნობინებს. და ყოველთვის, როცა ვინმეს ბედნიერს ხედავ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისაა ის“.
ოსკაროსანი ჰოლი ბერი წელს 58 წლის იუბილეს აღნიშნავს. მსახიობი ხშირად არ უზიარებს გამომწერებს ფოტოებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, მაგრამ როდესაც ეს ხდება, აღფრთოვანებული კომენტარების თავიდან აცილება შეუძლებელია: ის საერთოდ არ გამოიყურება თავისი ასაკის შესაბამისად. როგორც თავად ვარსკვლავმა ისაუბრა, აქტიურ ცხოვრების წესს ეწევა და ალკოჰოლურ სასმელებზე და ხორცზე რამდენიმე წელია, რაც უარი თქვა.
ლამაზი „ქალი-კატა“ იშვიათად იკეთებს მაკიაჟს, მაგრამ საკმაოდ აქტიურად ზრუნავს სახის კანზე. მის მაკიაჟის ჩანთაში ყოველთვის არის ადგილი დამატენიანებელი ნიღბისთვის ჰიალურონის მჟავათი ან კოლოიდური ოქროთი, ასევე მისი საყვარელი დასაბანი საშუალება და შრატი. „თუ არ იცით კნესკოს ნიღბების შესახებ – სახის, კისრისა და ტუჩებისთვის – აუცილებლად სცადეთ. ეს არის საუკეთესო ნიღბები, რაც კი ოდესმე გამომიყენებია.”
სინდი კროუფორდი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ქალისა, რომელიც ასაკთან ერთად არ ქრება და წარმატებით ინარჩუნებს სილამაზეს. გასულ თვეში გამორჩეულ ამერიკელ მოდელს 58 წელი შეუსრულდა, მაგრამ ის მაინც ოსტატურად აბრუნებს დროს უკან. ვარსკვლავი დროდადრო აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც იგი თავის გამომწერებს ენახება აბსოლუტურად სუფთა კანით და რეტუშის გარეშე. და, რა თქმა უნდა, კომენტარებში მას ადიდებენ ბუნებრიობისა და მშვენიერი გარეგნობის გამო, განურჩევლად გარემოებისა თუ ჩაცმულობისა.
მოდელი ყველას მოუწოდებს გამოიყენონ SPF კრემი, გაუფრთხილდნენ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და ივარჯიშონ. „კვირაში ორჯერ პილატესით ვარ დაკავებული და ასევე დიდ დროს ვატარებ სარბენ ბილიკზე და ძალისმიერ ვარჯიშზე. ჩემი საყვარელი ფიზიკური დატვირთვა მეგობრებთან ერთად ლაშქრობაა. ეს კარგია როგორც სხეულისთვის, ასევე სულისთვის!“
ახლა კი, ნახეთ რომელ სხვა 55 წელს გადაცილებულ ვარსკვლავებს არ ერიდებათ სოციალურ ქსელებში მაკიაჟის გარეშე გამოჩენა.
58 წლის ელიზაბეტ ჰარლი აღიარებს, რომ მსახიობისა და მოდელის პროფესიის გამო, ვიზაჟისტის სავარძელში მრავალი საათის გატარება მოუწია.
ვარსკვლავი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში მაკიაჟის გარეშე, ყურადღებით გეგმავს თითოეულ გამოსვლას.
თუმცა, ელიზაბეთის სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ მისი ფოტოები, სადაც ის მაკიაჟის გარეშეა. მსახიობი საგულდაგულოდ უვლის სახეს და ხალიჩის იქით კოსმეტიკის საჭიროებას ვერ ხედავს.
57 წლის სალმა ჰაიეკი კარგად გამოიყურება როგორც ხალიჩაზე, ასევე სახლშიც, მაკიაჟის გარეშე.
63 წლის ჯულიანა მური ამშვენებს ჟურნალების გარეკანებს – მის იმიჯზე ჰოლივუდის საუკეთესო ვიზაჟისტები მუშაობენ. თუმცა, მური მაკიაჟის გარეშეც შესანიშნავად გამოიყურება.
61 წლის დემი მურმა, როგორც ჩანს, ახალგაზრდობის რაღაც საიდუმლო იცის. ნებისმიერ შემთხვევაში, ის შესანიშნავად გამოიყურება – როგორც მაკიაჟით, ასევე მის გარეშე.
მოდელი პაულინა პორიზკოვა რამდენიმე წელიწადში 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. თუმცა ეს ხელს არ უშლის მას მონაწილეობა მიიღოს პროვოკაციულ ფოტოსესიებში.
ის იმდენად თავდაჯერებულია, რომ არ ერიდება თაყვანისმცემლების წინაშე ბუნებრივი სახით გამოჩენა – ჭაღარა თმით და მაკიაჟის გარეშე.