„და ჩემთან რატომ მოხვედი?“ მეუღლეებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობა თითქმის ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით. ძირითადად – უსიამოვნო მოულოდნელობებით

794

ლაშამ ნინი ბინის დერეფანში შეიყვანა და შუქი აანთო.

-შეხედე! ხედავ რამხელა ადგილია! შენს ბინას კი არ ჰგავს!

-ორი წელი იცხოვრე ჩემს სტუდიაში და რატომღაც მაშინ არ წუწუნებდი.

-ნუ გწყინს, ნინი. აქ ჩვენ ნამდვილად სრულიად განსხვავებული ცხოვრება გვექნება. მითუმეტეს, რომ ჩვენ ახლა ცოლ-ქმარი ვართ.

გოგონა ნახევრად ცარიელ ბინას ათვალიერებდა.

-აქ ბევრი რამის ყიდვა მოგვიწევს, რასაც კარგი თანხა დასჭირდება.

-არაუშავს, ვიყიდით. ისეთს, როგორიც მოგვეწონება. ბინის ფართობი პრობლემას აღარ შეგვიქმნის.

-ლაშა, კმარა!

-ვხუმრობ.

ნინი ნაწილობრივ ეთანხმებოდა თავის მეუღლეს, მისი ბინა ნამდვილად უფრო დიდი იყო. და უფრო ნათელიც. და საჭირო აღარ იქნებოდა იმაზე ფიქრი, დაეტევა თუ არა სარეცხი მანქანა.

-კარგი, მოდი ვისადილოთ, მერე კი – ნივთები დავალაგოთ.

6 თვის შემდეგ

ნინი ახალი ამბის გაგების შემდეგ, ისე მოიქცა, თითქოს უსიამოვნოდ გაოცებული იყო.

-წინასწარ რატომ არ მითხარი?

-ნინი, რა უნდა მეთქვა? მხოლოდ ერთი დღით ჩამოდის, თან შენ სამსახურში იქნები.

-მაინც.

-ოღონდ არ მითხრა, რომ უნდა შეხვდე!

-ნინიმ თავი გააქნია:

-მას შემდეგ, რაც ჩემს ბინას „ქოხი“ უწოდა -არა.

-ქორწილის შემდეგ ორი წელი გავიდა, შენ კი – ვერ ივიწყებ.

-არ მინდა დავიწყება.

-ქმარმა მძიმედ ამოსუნთქა:

-აი, ხომ ხედავ, ამიტომაც არ გეუბნებოდი.

-და რატომ ჩამოდის?

-რაღაც საქმეები გვაქვს, – თავი აარიდა ამ თემაზე საუბარს ქმარმა.

ნინი არ ჩაეძია, რადგან ყველაფერი იცოდა.

-მაშინ, ერთი კვრის წინ, ძალიან შერცხვა, როდესაც თავს უფლება მისცა, რომ ქმრის ტელეფონში ჩამძვრალიყო. მაგრამ ამის უნიკალური სიტუაცია მიეცა – ქმარს ტელეფონის დაბლოკვა დაავიწყდა და სამზარეულოში გავიდა.

იქამდე, ის ძალიან ბევრს საუბრობდა ტელეფონზე ხმადაბლა და ვიღაცას წერდა. ამბობდა, რომ დედას ესაუბრებოდა.

ნინიმ არ დაუჯერა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა – გადაამოწმა.

ლაშა მართალს ამბობდა: ის მართლაც აქტიურად ურეკავდა და სწერდა დედას.

მაგრამ ნინი არ დამშვიდებულა, რადგან გაიგო, თუ კონკრეტულად რაზე ლაპარაკობდნენ ქმარი და დედამთილი.

ქმრის პასუხს ახლა არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ნინიმ იცოდა, რომ დედამთილი ბინის ნახევრის საკუთარ თავზე გადასაფორმებლად ჩამოდიოდა, ჩუქების ხელშეკრულებით.

ერთი მხრივ, ლაშას ამის სრული უფლება ჰქონდა. ბინა, რომელიც მან ქორწინებამდე შეიძინა, მთლიანად მას ეკუთვნოდა. ქორწინებაში მხოლოდ რემონტი დაასრულეს. ქმარს ამ ბინაზე სრული უფლება აქვს.

მეორე მხრივ, უბრალოდ ისე, ბინას არავის ჩუქნიან, დედასაც – კი.

მოკლედ, მთავარია, რომ ამ ისტორიამ გავლენა არ იქონიოს მათ ურთიერთობაზე და ამ ბინაში ცხოვრებაზე.

ჩვენი დღეები

ნინის უქმე დღე ჰქონდა და სახლიდან გასვლას აპირებდა. ქმარი მივლინებაში იყო და დრო მიეცა, რომ დაქალებს შეხვედროდა. უცებ ზარი დაირეკა.

გასასვლელად მზადმყოფმა გოგონამ კარი ავტომატურად გამოაღო. დერეფანში გადაღლილი დედამთილი იდგა.

-სად მიდიხარ… გამარჯობა! მოიცადე! უნდა დამეხმარო… მერე წახვალ…

-თქვენ საით?

-აქეთ, – გაიცინა დედამთილმა. – დამეხმარე, ჩემოდანი შემოვიტანოთ!

ნინი უძრავად იდგა.

-თქვენ, დიდი ხნით ხართ?

-შენი საქმე არ არის, – დედამთილმა, როგორც იქნა, შემოიტანა მძიმე ჩემოდანი სახლში და კარი დახურა.

-ჩემი საქმეა. ლაშას თქვენი ჩამოსვლის შესახებ არაფერი უთქვამს. და თქვენ ცარიელ ბინაში არ მოსულხართ – აქ ჩვენ ვცხოვრობთ.

-ეს ვიცი, თუ როგორ გამოიყენე ჩემი ბიჭი, რომ ნორმალურ პირობებში გეცხოვრა. ახლა კი, მორჩა! აქ მე ვიცხოვრებ.

-ნუ გავიწყდებათ, რომ მანამდე მე და ლაშა ორი წლის მანძილზე ჩემს ბინაში ვცხოვრობდით. იმ ბინაში, რომელსაც თქვენ „ქოხი“ უწოდეთ. აქ მხოლოდ ერთი წელია ვცხოვრობთ.

დედამთილი უკვე სამზარეულოში იყო:

-ერთი წელი იცხოვრეთ და საკმარისია, – დედამთილი ყურადღებით ათვალიერებდა ბინას. – ლაშას ბოლოს და ბოლოს გაახსენდა, რომ დედა ჰყავს. რომელსაც ზრუნვა სჭირდება. ამიტომაც გადმოვდივარ აქ. და საერთოდ, რას მაწვალებ? ქმარს დაურეკე და ის აგიხსნის.

რძალი მის რჩევას მიჰყვა.

ქმარმა სწრაფად უპასუხა.

-ლაშა, დედაშენი ჩამოვიდა. თავისი ნივთებით.

-უკვე?! – გაუკვირდა ქმარს. – კარგია!

-კარგია?! არაფრის თქმა არ გინდა?

-რის?

-იმის, რომ მე არაფერი ვიცოდი დედაშენის ჩამოსვლის შესახებ. და იმის შესახებ, რომ ის საცხოვრებლად ჩამოვიდა და არა სტუმრად!

-აა, ამას გულისხმობ? მაპატიე. ის სამი დღის მერე უნდა ჩამოსულიყო. მე ჩამოვიდოდი და ყველაფერს აგიხსნიდი.

-და რას მეტყოდი? იმას, რომ დედაშენი ჩვენს ბინაში საცხოვრებლად ჩამოდიოდა? და არ შეგეძლო, რომ წინასწარ ჩემთვის რჩევა გეკითხა?

-ნინი, ეს მისი ბინაც არის. მან ასე გადაწყვიტა. რა რჩევა უნდა მეკითხა?

-როგორ თუ მისი ბინაც არის? – მთელი თავისი სამსახიობო ნიჭის გამოვლენა მოუწია ნინის.

-ნინი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მერე ყველაფერს მოგიყვები!

-მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ბინაში ჩვენ ვცხოვრობთ და ამ ბინისთვის ავეჯი და ტექნიკა შევიძინეთ!

-მერე რა? ჩვენ ეს ყველაფერი ერთად ვიყიდეთ.

-მაგრამ არა დედაშენისთვის!

-მაშინ წავიღოთ.

-სად? ბინა იპოვე? რაღაც არ გამიგია?

-ძებნა რად უნდა? შენ ხომ გაქვს. უბრალოდ ჩვენი ბინიდან წავიღოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება. შენს ბინაში გადავიტანოთ, ნახევარი დღე დაგვჭირდება. ჩამოვალ და ყველაფერი მოვაგვაროთ!

ნინიმ ძალიან სწრაფად უპასუხა:

-იცი, არ ინერვიულო. მე თავად გადავიტან ყველაფერს. ავეჯსაც და ტექნიკასაც.

-ნამდვილად?

-რა თქმა უნდა. ახლავე დავიწყებ ჩემი ნივთების შეგროვებას. შენ იმუშავე. და დედას დაურეკე.

გვიან საღამოს ნინიმ თავის ბინაში უკანასკნელი ჩანთა გადაიტანა. 5 წუთით შეისვენა, შემდეგ კი შეუდგა საკუთარი გეგმის განხორციელებას.

დრო ცოტა ჰქონდა. ისევე როგორც თავისუფალი სივრცე ბინაში.

სამი დღის შემდეგ

ნინი საუკეთესო განწყობაზე იყო და ახალ სერიალს უყურებდა. უცებ კარზე დარეკეს.

მან ფილმის ყურება შეწყვიტა და შემოსასვლელ კარს მიუახლოვდა. ჭუჭრუტანაში გაიხედა და კარი გააღო.

კართან ლაშა იდგა.

-გამარჯობა. რა მოხდა? – გაუკვირდა ნინის.

-აი, ჩამოვედი. შეტყობინებებს და ზარს რატომ არ პასუხობ?

-არ მინდა. გასაგებია, ჩამოხვედი და მერე? მოიცა, ეს რა ჩემოდნებია? სამოგზაუროდ მიდიხარ? წარმატებები!

-არა, ნინი! შენთან მოვედი.

-ჩემთან? – გაუკვირდა ცოლს. – ჩემთან რატომ მოხვედი? შენ ხომ დედაზე გამცვალე.

-ნინი, რას ამბობ? უბრალოდ დედას სურდა, რომ ჩემთან უფრო ახლოს ყოფილიყო. ბინის ნახევარი მისია. მე ხომ კარგი ვაჟი ვარ და მინდა, რომ დედაჩემმა კარგ პირობებში იცხოვროს.

-ეს ძალიან მაგარია, მაგრამ მე რა შუაში ვარ?

-როგორ თუ რა შუაში ხარ? მე შენი ქმარი ვარ და შენთან მინდა ცხოვრება.

-ჩემთან რომ გდომოდა ცხოვრება, ბინის ნახევარს დედას არ აჩუქებდი. ჩამოსვლაზე არ დათანხმდებოდი. ასე კი, გამოდის, რომ დედა ჩემზე მეტად გიყვარს. ამიტომ დედასთან იცხოვრე!

-ნინი, რა სისულელეს ლაპარაკობ. მე ხომ აგიხსენი ყველაფერი.

-მეც ყველაფერი აგიხსენი. მე მაქვს პატარა სტუდიის ტიპის ბინა, შენ – ოროთახიანი ბინა გაქვს. სტუდიაში მე მარტო ვიცხოვრებ – ასე გადავწყვიტე. თუ ჩემთან ერთად გინდა ცხოვრება – დედა სახლში დაბრუნდეს ან ჩვენთვის ნორმალური ბინა იქირავე.

-შენს ბინაში ვიცხოვროთ! ასე უკვე ვცხოვრობდით! თითქმის ორი წელი.

-სწორედ ამიტომ არ მინდა ამ გამოცდილების გამეორება. მაპატიე, ახლა ქათამი დაიწვება. როგორც კი ბინის საკითხს მოაგვარებ – დამირეკე ან მომწერე. აქ აღარ მოხვიდე – მე არ შემოგიშვებ.

-ანუ, ბინა რომ მქონდა, მაშინ კარგი ვიყავი. და ახლა, როგორც კი აღარ მაქვს იქ ცხოვრების შესაძლებლობა, შენი ბინიდან მაგდებ?

-დაახლოებით ასეა. მაგრამ დამნაშავე შენ ხარ და არა მე. მორჩა, მშვიდობით.

-ტექნიკა მაინც დააბრუნე!

-ტექნიკა? რომელი? რომელიც წამოვიღე? ის ხომ საერთო იყო.

-როგორ თუ იყო?

-გავყიდე. იაფად სა სწრაფად. ჩემს ბინაში ამდენი რამ ვერ დაეტეოდა. ასე რომ, გაყიდვა მომიწია.

-და ფული?

-რა ფული? ფული არ არის.

კარი მოულოდნელად დაიხურა და საკეტის გადატრიალების ხმა გაისმა.

ლაშას არ დაურეკავს არც ერთი კვირის და არც ერთი თვის შემდეგ. ამიტომ ნინიმ განქორწინება მოითხოვა, რამაც სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაიარა. საერთო უძრავი ქონება მათ არ ჰქონიათ.

ახლა ნინი თავისთან საცხოვრებლად არავის ეპატიჟება, რათა ერთ დღეს არავის გაუჩნდეს მის სახლში დაბრუნების ცდუნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს