სამწუხაროა, რომ ყველა უფროსი ასაკის ქალს არ ესმის. მაკიაჟის დეტალები, რომლებიც ხაზს უსვამს ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს

4410

თითოეულ ჩვენგანს სურს, რაც შეიძლება დიდხანს გამოიყურებოდეს კარგად, რის გამოც უმეტესობა კითხულობს ჩვენს სტატიებს.

დიახ, მაკიაჟის დახმარებით შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ (ვიზუალურად) თქვენი კანის ფერი და ტექსტურა, შენიღბოთ ასაკთან დაკავშირებული ზოგიერთი ცვლილება და ა.შ. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებების მეშვეობით ყველა მანიპულაცია უნდა ჩატარდეს გონივრულად, უნდა შეირჩეს ის პროდუქტები, რომლებიც სპეციალურად თქვენთვისაა შესაფერისი და გამოიყენოთ ის ტექნიკები, რომლებიც პირადად თქვენ გჭირდებათ. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და მიდგომაც ინდივიდუალური უნდა იყოს.

უნდა აღინიშნოს, რომ მაკიაჟის გაკეთება ყველას შეუძლია ისე, როგორც თავად სურს – ეს თითოეულის პირადი საქმეა. თუმცა, თუ არ გინდათ, რომ თქვენს ასაკზე უფროსად გამოიყურებოდეთ, მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია და სურვილის შემთხვევაში შეიტანეთ ცვლილებები თქვენს მაკიაჟში.

დიახ, ზოგიერთ თქვენგანს, შენიშვნები, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, შეიძლება ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს სტატიებს სხვადასხვა ასაკის ქალები კითხულობდნენ, ზოგმა კი მაკიაჟით დაინტერესება მხოლოდ ზრდასრულ ასაკში დაიწყო.

1.მბზინვარება

უფროსი ასაკის ქალების მაკიაჟში, ქალების, რომელთა კანმა ტურგორი დაკარგა და ბევრი ნაოჭი გაუჩნდა, მთავარი მტერი – მბზინვარებაა.

ვფიქრობ, თავადაც შენიშნავდით, რომ როგორც კი ქუთუთოებზე ბრჭყვიალა ჩრდილებს ისვამთ, ჩნდება ნაოჭები, რომლებიც თითქოს არ იყო. იგივე ეხება მაკიაჟის სხვადასხვა ბაზას, პუდრს, ჰაილაითერს და სხვა.

არა, ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ მბზინავ პროდუქტებზე, უბრალოდ უნდა გესმოდეთ, რომ მბზინვარება შეიძლება განსხვავებული იყოს. გარკვეული ზონების ნაზ ბუნებრივ ნათებას (ლოკალურად) შეუძლია ვიზუალურად გააახალგაზრდავოს, ხოლო სტრატეგიული ტერიტორიების შემთხვევითი მბზინვარება – მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.

2. მკვეთრი მუქი ხაზები, დაბლენდვის გარეშე

ასაკთან ერთად, როცა კანი კარგავს თავის ელასტიურობას, უმჯობესია თავი აარიდოთ მაკიაჟში მკვეთრ ხაზებს. გარდა იმისა, რომ მკვეთრი ხაზები კანზე, რომელსაც ტონუსი დაკარგული აქვს, გაუგებრად გამოიყურება, დამატებით უნდა გვესმოდეს, რომ მკაფიო გრაფიკა არავის ამშვენებს.

ყველას კარგად გესმით, რომ ტრაფარეტით დახატული წარბები არაბუნებრივი და უცნაურად გამოიყურება.

თვალის მაკიაჟი სულ სხვა ამბავია. ვარიანტი, როდესაც მაკიაჟის შესაქმნელად მკვეთრი ფანქარი გამოიყენება, დაბლენდვის გარშე – საშინლად აბერებს. დიახ, თვალები უფრო ნათელია, მაგრამ ნათელი არ ნიშნავს ლამაზს.

3. წამწამები და კანი

ასაკის მატებასთან ერთად ზოგიერთ ქალს წამწამები უმოკლდება, სიხშირეს კარგავს (კომენტარებში ხშირად ჩივიან ამასთან დაკავშირებით). მაკიაჟის შექმნისას დიდი შეცდომაა მოკლე წამწამებზე რამდენიმე ფენა ტუშის გამოყენება. კიდევ უფრო დიდი შეცდომაა ტუშის გამოყენებით წამწამების ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით დაყენების მცდელობა. წებოვნებისა და მოუწესრიგებელი იერის გარდა ვერაფერს მიიღებთ.

ხანდაზმულ ასაკში, კანის მაკიაჟისთვის მომზადება – ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა. დატენიანებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არ დაიბანოთ სახე ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ზედმეტად ასუფთავებს კანს, არ გამოიყენოთ ხშირად პილინგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც კარგი დატენიანების და მაკიაჟის სხვადასხვა ბაზების გამოყენების შემთხვევაში, ნებისმიერი ტონი ცუდად დაჯდება და ხაზს გაუსვამს კანის ყველა ნაკლოვანებას.

ასე რომ, უნდა მოიშოროთ ზედმეტი მბზინვარება, კანი მოამზადოთ სწორად, გამორიცხოთ მკვეთრი ხაზები, იმუშაოთ წამწამებზე (მაგალითად, გამოიყენოთ ხელოვნური წამწამები ან შრატის გამოყენებით სცადოთ მათი გაზრდა; ჩემთვის მეორე ვარიანტი ავირჩიე) და თქვენი გარეგნობა მკვეთრად შეიცვლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს