გაზაფხულზე იასამანი გვხიბლავს თავისი განუმეორებელი არომატით და ასევე ყვავილების სილამაზით. თუმცა, ასეთი მცენარის თაიგული საკმაოდ სწრაფად ხმება და კარგავს დეკორატიულ ეფექტს. იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს დატკბეთ ამ ყვავილის სილამაზით, გაიგეთ, როგორ უნდა გაახანგრძლივოთ მოჭრილი იასამნის სიცოცხლე.
ასეთი მცენარის სიახლის შესანარჩუნებლად ყველაზე პოპულარული და ეფექტური მეთოდი შაქრისა და ასპირინის გამოყენებაა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ როგორ უნდა დაამატოთ ისინი სწორად იმ ლარნაკში, რომელშიც იასამნის თაიგულია.
როგორ გავახანგრძლივოთ მოჭრილი იასამნის სიცოცხლე: საუკეთესო მეთოდები
შაქრის საოცარი თვისებები
წყალში, რომელშიც მოჭრილი ყვავილებია მოთავსებული, შაქრის დამატება შესანიშნავი მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ იასამანმა მიიღოს დამატებითი კვება და ენერგია, რაც აუცილებელია მისი სიახლის შესანარჩუნებლად. ეს ნივთიერება არის ნახშირწყლების წყარო. ცნობილია, რომ ნახშირწყლები ყვავილებს სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებაში ეხმარება. ამისათვის საკმარისია, ლარნაკში დაამატოთ 1 – 2 ს/კ შაქარი (ეს რაოდენობა საკმარისია 1 ლიტრ წყალზე).
ასპირინის სარგებელი ყვავილებისთვის
ასპირინს ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. ამის წყალობით, მას შეუძლია თავიდან აიცილოს წყალში ბაქტერიების და სოკოების გამრავლება, რამაც შეიძლება დააჩქაროს ყვავილების გაფუჭების პროცესი. იასამნის ლარნაკში დასამატებლად, უბრალოდ გახსენით 1 ცალი ასპირინის ტაბლეტი 1 ლიტრ თბილ წყალში. ამის შემდეგ ჩაასხით იასამნის ლარნაკში.
ნაბიჯ-ნაბიჯ ინსრუქცია
- დარწმუნდით, რომ ლარნაკი არის სუფთა და მასში არ არის ყვავილების ნარჩენები ან ჭუჭყი. შეავსეთ იგი სუფთა გრილი წყლით.
- ჩაყარეთ 1,5 ს/კ შაქარი ლარნაკში. გახსენით იგი წყალში, ენერგიულად ურიეთ. ეს უზრუნველყოფს ყვავილებისთვის დამატებით ენერგიას, რათა შეინარჩუნონ სიახლე.
- გახსენით ასპირინის 1 აბი თბილი წყლით სავსე ცალკე კონტეინერში. ჩაასხით ეს ხსნარი იასამნის ლარნაკში, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიების და სოკოების გამრავლება.
- სანამ ყვავილებს წყალში მოათავსებთ, ბოლოები ირიბად მოჭერით. ამის წყალობით, იასამანი უკეთ შთანთქავს ტენიანობას და საკვებ ნივთიერებებს.
- რეგულარულად შეამოწმეთ ლარნაკში წყლის დონე. საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ იგი ახლით (სუფთა წყლით). გახსოვდეთ, რომ ყვავილები მოიხმარს ბევრ ტენიანობას, განსაკუთრებით პირველ დღეებში.
იასამანი ბუნების ძვირფასი საჩუქარია, რომელიც იმსახურებს მოვლას სიახლისა და დეკორატიულობის შესანარჩუნებლად. შაქრისა და ასპირინის სწორი გამოყენების წყალობით, თქვენ შეძლებთ ამ უჩვეულოდ ლამაზი ყვავილებისგან შემდგარი თაიგულის სიცოცხლის გახანგრძლივებას.