როგორ გამოვაცხოთ საუკეთესო, შინაურული კარტოფილის ღვეზელი.

3411

ჩვენს ქალაქში პატარა საცხობი მდებარეობს, სადაც ყველაზე გემრიელი კარტოფილის ღვეზელი იყიდება. ლამაზი, თუნდაც გამოფენაზე გაიტანე, გემო კი ისეთი აქვს თითქოს მასზე გემრიელი ცხოვრებაში არაფერი გიჭამიათ. რბილი, პირში მდნარი და წარმოუდგენელი არომატის მქონე.

ამ საცხობის მფლობელი შეფ-მზარეული და ძალიან კეთილი ქალია. მან რეცეპტი სიამოვნებით გამიზიარა.

© Depositphotos

კარტოფილის ღვეზელი ღუმელში გამომცხვარი

კარტოფილის ღვეზელისთვის საუკეთესო ცომი საფუარზე მზადდება. ასეთი გამომცხვარი პროდუქტი ორი დღის შემდეგაც კი რბილი იქნება. ამასთან საფუარის ცომს ნებისმიერი შიგთავსი უხდება, როგორც ტკბილი, ასევე უშაქრო.

ცომის ინგრედიენტები:

  • 100 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 200 მლ რძე
  • 500 გრ ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 20 გრ შაქარი
  • 40 გრ კარაქი
  • 3 კვერცხის გული
  • 14 გრ მშრალი საფუარი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 8-10 დიდი ზომის კარტოფილი
  • 1 დიდი ზომის ხახვი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 3 ს/კ ნაღები
  • მარილი, სანელებელი გემოვნებით

მომზადება:

1. შემთბარი რძე და ნაღები აურიეთ. შაქარი და საფუარი დაუმატეთ. 15 წუთით გააჩერეთ.

© Depositphotos

2. გამდნარ კარაქს ორი კვერცხის გული აურიეთ. რძე-ნაღების მასას დაუმატეთ.

3. ფქვილი მარილს აურიეთ. მცირე პორციებად თხევად მასას დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ.

4. ცომი დიდ თასში გადაიტანეთ და თბილ ადგილას ამოსასვლელად გააჩერეთ. ამ დროში (40-60 წუთი) ცომი ზომაში 3-ჯერ უნდა გაიზარდოს.

© Depositphotos

5. ცომის ამოსვლამდე შიგთავსი მოამზადეთ. კარტოფილი გაასუფთავეთ და მარილიან წყალში მოხარშეთ.

6. ხახვი გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით. მცენარეულ ზეთში საშუალო ცეცხლზე ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე შეწვით.

7. როცა კარტოფილი მზად იქნება, წყალი გადაასხით. კარტოფილის საჭყლეტით და არა ბლენდერით პიურე გააკეთეთ.

© Depositphotos

8. პიურეს ხახვი, ნაღები, კარაქი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. კარგად აურიეთ და შიგთავსი გასაგრილებლად დატოვეთ.

9.ამოსული ცომი თასიდან ამოიღეთ, ფქვილი მოაყარეთ და ხელით ჩაზილეთ.

10.ცომიდან ერთნაირი ფორმის ბურთები გააკეთეთ. პირსახოცი დააფარეთ, რომ არ დასკდეს.

© Depositphotos

11.მაგიდას ფქვილი უხვად მოაყარეთ. ბურთები 0,5 სმ სისქის კვერებად გააბრტყელეთ.

12.თითოეული კვერის ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ და ცომი ნაზად შეკარით. პერგამენტ გადაფარებულ საცხობ ფორმაზე ღვეზელები გაკეცილი მხრით ქვემოთ დააწყვეთ. პირსახოცი ან საკვები ცელოფანი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე ამოსვლა აცადეთ.

© Depositphotos

13.დარჩენილი კვერცხის გული 1 ს/კ ნაღებს აურიეთ. ეს ნარევი ღვეზელებს ზემოდან წაუსვით და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.

უფრო დეტალურად, თუ  როგორ მოამზადოთ ღვეზელი, ნახეთ ვიდეოში.

ეს საფუარის ცომით მომზადებული კარტოფილის ღვეზელი აუცილებლად სცადეთ, რომ ახლობლები გემრიელი სახლში გამომცხვარი ღვეზელით გაახაროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს