
კვერცხი აღდგომის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ სახლში ბევრი შეღებილი კვერცხი რჩება. თუ არ იცით, როგორ გამოიყენოთ, გთავაზობთ სამ მარტივ რეცეპტს კვერცხით. მზადდება სწრაფად და გამოდის გემრიელი!
აღდგომაზე კვერცხის ჩუქება მიღებულია. ხოლო დღესასწაულის შემდეგ იმდენი რჩება, დიასახლისმა არ იცის, სად გამოიყენოს. არადა კვერცხით მომზადებულ კერძებს ბევრი დადებითი თვისება აქვს. ეს რეცეპტები არის მარტივი, სწრაფი და ძალიან ნოყიერი. ერთ–ერთი დადებითი მომენტია ისიც, რომ კვერცხი თითქმის ყველა პროდუქტებს ეთავსება. პაპარაცი გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გემრიელად და სწრაფად კერძები კვერცხით მთელი ოჯახისთვის!
მოხარშული კვერცხი ლავაშში
ცხელი წასახემსებელი, რომელიც სრულფასოვანი საუზმე შეიძლება გახდეს. მის მომზადებას ყველა შეძლებს.
კერძის მომზადებას 10 წუთი სჭირდება. რეცეპტი 2 პერსონაზე გათვლილია.
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 100 გ გახეხილი ყველი
- 2 ს/კ მაიონეზი
- დაჭრილი მწვანილი გემოვნებით
- 1 ფურცელი ლავაში
- არარაფინირებული მცენარეული ზეთი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გახეხილი ყველი, მაიონეზი და დაჭრილი მწვანილი აურიეთ. სურვილისამებრ, მასას დაუმატეთ 1–2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი.
- ლავაში 4 ნაწილად გაჭერით.
- გაფცქვნილი კვერცხი მასაში კარგად ამოავლეთ და ლავაშში გაახვიეთ.
- ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით და მაღალ ცეცხლზე დადგით.
- შემდეგ კონვერტებად გაკეცილი ნამზადები მოათავსეთ, თავსახური დაახურეთ და ორივე მხრიდან ხრაშუნა ქერქის მიღებამდე შეწვით.
- სუფრაზე ნებისმიერ ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ გაიტანოთ.
ფარშირებული მოხარშული კვერცხი
კვერცხის ფარშირებაზე უფრო მარტივი არაფერია. კერძი სადღესასწაულო სუფრაზე გააქვთ, მაგრამ უბრალო ვახშმისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ.
კერძის მომზადებას 30 წუთი სჭირდება. რეცეპტი 8 პერსონაზე გათვლილია.
ინგრედიენტები:
- 8 კვერცხი
- 150 გ მოხარშული ძეხვი
- 0,5 თავი თეთრი ხახვი
- ნებისმიერი მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- კვერცხი გაფცქვენით. ბასრი ბოლო მოაჭერით. ასე გულის ამოღებას შეძლებთ.
- კვერცხის გული, ძეხვი და ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. უფრო მარტივი ვარიანტიც არსებობს. კვერცხის გული ჩანგლით დაჭყლიტეთ, წვრილად დაჭრილი ხახვი და ძეხვი აურიეთ. ძეხვი შეგიძლიათ დაჭრათ ან გახეხოთ.
- მასას ნებისმიერი სანელებელი დაუმატეთ. ჩაის კოვზით კვერცხის ცილა ნარევით გაავსეთ და ადრე მოჭრილი „თავსახური“ დაახურეთ.
- სურვილის შემთხვევაში, ამ ფარშს შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა მაიონეზი ან მდოგვი. ძეხვის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რამ, რაც მაცივარში გაქვთ. ეს შეიძლება იყოს პაშტეტი ან კონსერვი. ასევე გირჩევენ დაამატოთ მოხარშული ან შემწვარი ქათამი ან კარტოფილის პიურე შემწვარ ხახვთან ერთად.
საგაზაფხულო წვნიანი მოხარშულ კვერცხთან ერთად
მსუბუქი არომატული წვნიანი ბევრი მწვანილით. კვერცხი კერძს შესანიშნავად ავსებს. გარდა ამისა, საკმაოდ მარტივად მზადდება.
კერძის მომზადებას 30 წუთი სჭირდება. რეცეპტი 4 პერსონაზე გათვლილია.
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 500 გ მოხარშული ქათამი
- 2 სტაფილო
- 1 ხახვი
- 400 გ პეკინის კომბოსტო
- 2 კონა ახალი მჟაუნა
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 1 კონა ახალი ოხრახუში
- ნიორი გემოვნებით
- ნებისმიერი მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ქათამს ცივი წყალი დაასხით და მოსახარშად დადგით.
- ამ დროში ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, სტაფილო – ჩხირებად.
- მდუღარე ბულიონს ქაფი მოაშორეთ, ბოსტნეული დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ და სუსტ ცეცხლზე 20 წუთი ხარშეთ.
- პეკინის კომბოსტო და მჟაუნა დაჭერით, ხოლო ოხრახუში, მწვანე ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით.
- დაჭრილი ინგრედიენტები წვნიანს დაუმატეთ. წვნიანს შავი წიწაკა მოაყარეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- ცეცხლს დაუწიეთ და 2 წუთი ხარშეთ.
- შემდეგ ისევ ადუღებამდე მიიყვანეთ და ქურიდან გადადგით. სუფრაზე რგოლებად დაჭრილ კვერცხთან ერთად გაიტანეთ.
- სურვილისამებრ, არაჟანი და ისპანახი შეგიძლიათ დაუმატოთ.