დღეს მინდა მოგიყვეთ თმის საღებავებზე, რომლებსაც ვიყენებდი ადრე და რომლებსაც ვიყენებ ბოლო 2 წლის განმავლობაში. უბრალოდ, ხშირად სტატიების კომენტარებში, სადაც თმის მოვლის შესახებ ვსაუბრობ, მხვდება კითხვები, თუ რას ვიყენებ თმის შესაღებად.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ვცადე სხვადასხვა საღებავები. ყოველთვის ვეძებდი ისეთს, რომლითაც მეტ-ნაკლებად სასიამოვნო ფერს მივიღებდი და შეღებვიდან ერთი თვის შემდეგ ფერი გახუნებული და ჭუჭყიანი არ იქნებოდა. თმას ორ თვეში ერთხელ ვიღებავ. ყველაზე ხშირად ამას სახლში ვაკეთებ (სალონებში იშვიათად დავდივარ).
მახსოვს, როდესაც პირველად გამოვაქვეყნე სტატია სახლში თმის შეღებვის შესახებ, ბევრი კომენტარი დამიწერეს, რომ ასეთი საღებავების შემდეგ თმა გამცვივდებოდა. ახლა შემიძლია გიპასუხოთ – თმა არ ჩამომცვივდა და მოვლის წყალობით ახლა უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე ორი წლის წინ.
ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ მივაღწიე ჩემთვის სასურველ თმის ფერს, რა ფერები შევურიე.
ერთ დროს მომწონდა ქერა თმა ფერფლისფერი ელფერით. მაშინ თმის შესაღებად ვიყენებდი L’Oreal Paris Preference 8.1-ს და L’Oreal Paris Preference 7.1-ს.
იმ დროს 2 შეკვრა საღებავი საკმარისი იყო ჩემი თმისთვის, რომლის სიგრძეც ზურგის შუა ნაწილამდე იყო და ამ ფერების შერევისას თმა ასე გამოიყურებოდა:
პირველ ფოტოზე არის თმა სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღბის გამოყენებით (მოჰყვება საღებავს) და მის გარეშე (2 ფოტო).
შენიშვნა: კონკრეტულად ამ საღებავის გამოყენების შემდეგ შევნიშნე, რომ თმა უფრო გამიშრა და მტვრევადი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩვეულებრივ საღებავს უფრო ნაკლები დროით ვიჩერებ, ვიდრე ინსტრუქციაშია მითითებული.
მოგვიანებით უფრო მუქი თმის ფერი მომინდა და გადავედი გარნიეს საღებავზე „შოკოლადი“ (6.25). პირველმა შეღებვამ გამაბრაზა – ფერი ძალიან მუქი იყო და ჟოლოსფერი ელფერი დაჰკრავდა. ასეთი რამ არ მომწონს.
გამოსავალი ვიპოვე – დავიწყე გარნიეს „შოკოლადის“ (6.25) და გარნიეს „კაპუჩინოს“ (7) შერევა. ფერი მომეწონა, მაგრამ საღებავის ჩამორეცხვისას თმაზე ლაქები გაჩნდა.
ბოლო ერთი წელია ვიყენებ მხოლოდ გარნიეს „კაპუჩინოს“ (7). მომწონს, როგორ ირეცხება დროთა განმავლობაში. ანუ პირველ 3-4 კვირის განმავლობაში თმის ფერი ნამდვილად კაპუჩინოა, შემდეგ თმა იძენს მოწითალო ელფერს და თუ 7-8 კვირის შემდეგ არ შეღებავ, მაშინ თმა ჟღალი ფერის ხდება.
ახლა ვყიდულობ ამ საღებავის 3 შეკვრას წელამდე სიგრძის თმისთვის და აუცილებლად ვიყენებ თმის ნიღაბს. ამ ბოლო დროს მე ვიყენებ თერმულ ნიღბს MeiMask-ისგან.
მეტი სიცხადისთვის გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ჩემი თმა გარნიეს „კაპუჩინოთი“ შეღებვის შემდეგ:
- 1 ფოტო – შეღებვიდან ერთი კვირის შემდეგ;
- 2 ფოტო – შეღებვიდან 5 კვირის შემდეგ;
- 3 ფოტო – შეღებვიდან 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ.