დაწყებული ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ყოველ პარასკევს, სადილის შემდეგ ხაჭოს 1 ცალ კვერცხს ვურევ, შემდეგ ვაშლს თხელ ფირფიტებად ვჭრი და შაქარს და დარიჩინს ვაყრი, რომ ჩაიზე მისაყოლებლად გემრიელი ვაშლის შიგთავსის მქონე ხაჭოს კონვერტები გამოვაცხო. ძალიან რბილი და ნაზი დესერტი გამოდის.
მასში არომატული და გემრიელი ერთმანეთს ერწყმის: ხაჭო და ვანილი, ვაშლი და დარიჩინი. ხაჭოს ცომში ვაშლის გამოცხობის დროს სახლი წარმოუდგენელი არომატით ივსება.
ფუნთუშები ხაჭოს ცომში
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ ხაჭოს კონვერტები ვაშლით. ცომიც და ფორმაც შეგიყვარდებათ.
ცომის ინგრედიენტები:
- 200 გრ ხაჭო
- 100 გრ შაქარი
- 1 კვერცხი
- 70 მლ მცენარეული ზეთი
- 300 გრ ფქვილი
- 3-5 გრ ვანილი
- 1 ს/კ გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 2 ვაშლი
- 0,5 ლიმონი
- 3 ს/კ შაქარი
- 2 ჩ/კ დარიჩინი
ინგრედიენტები ზემოდან წასასმელად:
- 1 კვერცხი
- 1 ს/კ ყაყაჩოს თესლი
მომზადება:
1. ღრმა თასში ხაჭო, კვერცხი, შაქარი, მარილი, მცენარეული ზეთი და ვანილი ჩაყარეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად დააბლენდერეთ ან სათქვეფით ათქვიფეთ.
2. ხაჭოს მასას გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ მოგეკვრებათ. ცომს საკვები ცელოფანი ან პირსახოცი გადააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.
3. შიგთავსისთვის პატარა თასში შაქარი და დარიჩინი აურიეთ. ვაშლი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და 5 მმ სისქის ნაჭრებად დაჭერით. ვაშლის ნაჭრებს ლიმონის წვენი მოასხით, რომ ფერი არ შეიცვალოს.
4. ცომი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. ცომის ერთი ნაწილი 24-25 სმ დიამეტრზე გააბრტყელეთ, რომლის სისქე დაახლოებით 5 მმ იქნება. 8 სეგმენტად გაჭერით.
5. თითოეულ სეგმენტზე მახვილი კუთხიდან 2 სმ-ით დაშორებით 2-3 ჩანაჭერი გააკეთეთ. კუთხეებს ათქვეფილი კვერცხი წაუსვით.
6. სეგმენტის ფართო ნაწილზე 3-4 ნაჭერი ვაშლი დადეთ, ზემოდან შაქრის და დარიჩინის ნარევი მოაყარეთ.
7. მახვილი კუთხიდან ვაშლი ცომში გაახვიეთ. ცომის წვერი ფუნთუშის ქვემოთ დამალეთ. როცა 8 ნაჭერი უკვე მზად იქნება, ცომის მეორე ნაწილზეც იგივე გააკეთეთ. სულ 16 ფუნთუშა გამოგივათ.
8. მზა ღვეზელი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და ყაყაჩოს თესლი მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.
9. ესეც ასე, ხაჭოს კონვერტები ვაშლში მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ასეთ ხაჭოს კონვერტებს ვაშლის შიგთავსით მთელი ოჯახისთვის ვაცხობ, რომ მოსაწყენი ცივი საღამოები მხიარულ თავგადასავლებლად ვაქციო. არომატული ღვეზელი საკმაოდ მარტივად მზადდება, შედეგად კი გემრიელ და მადის აღმძვრელ ნამცხვარს მიიღებთ. ცდუნებას ნამდვილად ვერ გაუძლებთ. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.