აუცილებელი არ არის ნაკვეთი გქონდეთ იმისთვის, რომ ხილი გააშენოთ.

114

ქოთანში გაზრდილი ლიმონითა და ფორთოხალით ვეღარავის გააკვირვებთ, ამასთანავე პირველი ნაყოფის ლოდინიც საკმაოდ დიდხანს მოგიწევთ. ახლა კი წარმოიდგინეთ ვაშლი და მსხალი, ბალი, ქლიავი, ატამი ქოთანში!

საერთოდ ახალი მიმდინარეობაა მებაღეობაში – ნაყოფიანი და კენკრიანი “ნანო” ხის ჯიშები, რომელიც ჯუჯა ხეებს გულისხმობს.

უბრალოდ წარმოიდგინეთ: ბაღის გაშენება ახლა პირდაპირ აივანზე შეგიძლიათ ან ტერასაზე ქოთნებში, კასრებში, აბაზანში…..

ეს ჯუჯა ხეები იზრდებიან 1,20 მ, ხოლო მისი ნაყოფი არაფრით ჩამოუვარდებიან ხეებს არომატით და არც ნაყოფის ზომით.

უბრალოდ, ეს პატარა ხეები ცოტათი მეტ ყურადღებას მოითხოვენ ჩვენგან. მათი ნიადაგი აუცილებლად ნაყოფიერი და ჰაერგამტარი უნდა იყოს, ხოლო ქოთნის ტევადობა 30 ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ქოთანში აუცილებლად უნდა იყოს დრენაჟი, წყალის დაგუბების და ფესვების დალპობის თავიდან ასაცილებლად.

ასეთი ქოთნები უნდა განლაგდეს მზიან ადგილებში, იქ სადაც ორპირი ქარი არ იქნება. ხოლო პირველივე ყინვებისას სითბოში უნდა შეიტანოთ. ყოველ წელს აუცილებელია გასხვლა ლამაზი ფორმის მისაღებად.

რეგულარული მორწყვისას და გამდიდრებით (აზოტითა და კალიუმით), ჯუჯა ხეები აუცილებლად ღირსეულ მადლობას გადაიხდიან გულიხვი მოსავალით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს