შინ მომზადებული სასუქი ორქიდეისთვის

620

ორქიდეის თაყვანისმცემლებმა შესანიშნავად იციან, თუ რამდენად პრეტენზიულია ეს ეკზოტიკური ყვავილი. ერთი შეხედვით, ჭაობის მცენარეს არაფერი სურს, გარდა ზომიერი რწყვისა და ტორფიანი სუბსტრატისა… რეალურად, ორქიდეას ესაჭიროება სასუქი, რადგან მისი ნიადაგი, რომელიც ქერქებისა და ხავსისგან შედგება, ცუდად კვებავს ყვავილს.

სასუქის მოსამზადებლად, ფლორისტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ბანანის კანი. იგი შეიცავს ფოსფორს, კალიუმს, აზოტსა და მაგნიუმს – “ოქროს” ნივთიერებებს ყვავილის ჯანსაღი ცხოვრებისეული ციკლისთვის. ეს მიკროელემენტები მიწაში დოზირებულად ჩადის და მცენარეს იცავს დოზის გადაჭარბებისგან. ასეთი სასუქი ორქიდეას ეხმარება ყვავილობის პერიოდში.

ორქიდეის სასუქი ბანანის კანისგან

ბანანის კანისგან სასუქის მომზადება ძალიან მარტივია. გთავაზობთ სამ რეცეპტს.

ბანანის ჩაი

  1. გამოაშრეთ ბანანის კანი მზეზე, სანამ არ გამყარდება, შემდეგ დააქუცმაცეთ.
  2. დააყენეთ 1 ჩ.კ. პროდუქტი 200 მლ მდუღარეთი. აცადეთ სითხეს გაგრილება და გამოიყენეთ ფესვების შესასუქებლად.

ბანანის კანის ფხვნილი

  1. გაჭერით ან ხელით დახიეთ ბანანის კანი პატარა ნაჭრებად და დაალაგეთ საცხობ ფორმაზე, რბილობით ზემოთ. გააშრეთ გამყარებამდე.
  2. გააგრილეთ კანი და დააფქვიეთ. ამისთვის გამოიყენეთ ცომის საბრტყელებელი ან სანელებლების საფრქვევი.

ბანანის ნაყენი

2 ბანანის კანს დაასხით 2 ლ წყალი. დააყენეთ 2 დღით. გადაწურეთ მარლაში და გახსენით წყალში 1:1 პროპორციით.

ბანანი ორქიდეის ფოთლებისთვის

ბანანის კანის გამოყენება შეიძლება ფოთლების დასამუშავებლად. ამ გზით ისინი იბზინებს და სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიწოვს.

ორქიდეის შესუქება

1. ორქიდეას სასუქი უნდა დაუმატოთ ზრდის პერიოდში, როცა ყვავილი ახალ ფოთლებს იღებს. დაუმატეთ სასუქი ყოველ მეორე მორწყვისას, თუმცა დიდი სიფრთხილით. თუ ფოთლის ჩამოყალიბების შემდეგ იწყება ახალი ფოთლის ზრდა, გააგრძელეთ შესუქება. თუ ფოთოლი აღარ იზრდება, შეაჩერეთ შესუქება.

2. ყვავილებს სასუქი ყვავილობის დროს უნდა დაუმატოთ. მნიშვნელოვანია: ეს არ ეხება ყვავილოვან მცენარეს, რომელიც ახლახან მოიტანეთ მაღაზიიდან. აცადეთ ყვავილობის დასრულება და შეუდექით შესუქებას მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ.

3. შემოდგომა-ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში, ფალენოპსისი ანელებს ზრდას, ამიტომ მათი შესუქება თვეში ერთხელ შეიძლება.

4. ავადმყოფი, დაუძლურებული და გადარგული ორქიდეების სასუქით გამოკვება საჭირო არაა.

5. მთავარი წესი: უმჯობესია, ორქიდეას სასუქი მიაკლოთ, ვიდრე ზედმეტად შეასუქოთ.

გამოიყენეთ ეს მარტივი რეცეპტები საყვარელი ორქიდეების შესასუქებლად და დატკბით ლამაზი, ჯანსაღი ყვავილობით. რა თქმა უნდა, მაღაზიის სასუქიც ისეთივე ეფექტური იქნება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ იგი მცენარეს ავნებს, თუ დოზას არასწორად გათვლით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს