წელიწადის სხვა და სხვა დროს დაბადებული ბავშვების თავისებურებები

29

ახდენს თუ არა გავლენას რაიმე გზით სეზონი, რომელშიც ბავშვი დაიბადა, მის ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე? არსებობს თუ არა დაბადების პერიოდთან დაკავშირებული განსაკუთრებული მახასიათებლები – ყველაფერ ამაში გარკვევაში დაგეხმარებათ პაპარაც-ის გუნდი

ჩვენ მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ საათის, თარიღის, თვის, წლის, და ასევე დაბადების ადგილის მხიედვით ასტროლოგებს შეუძლია შექმნან ადამიანის დაწვრილებითი ჰოროსკოპი, გაანალიზონ მისი მიდრეკილებები და თვისებები, გაგვაფრთხილონ პრობლემებისა და სირთულეების შესახებ, მიგვითითონ ცხოვრებაში განსაკუთრებულად კარგი პერიოდის შესახებ

მაგრამ აი რა არის გასაკვირი – წელიწადის დრო, რომელშიც ადამიანი მოევლინა ქვეყანას, ახდენს გავლენას მასზე. შევეცადოთ გავერკვეთ ამაში უფრო დეტალურად!

გაზაფხულზე დაბადებული ბავშვების თავისფებურებები

გაზაფხულზე დაბადებულ ბავშვებს იშვიათად თუ მიიზიდავს ზუსტი მეცნიერებები მისი მგრძნობელობის და დახვეწილობის გამო. მათი უმრავლესობა ზედმეტად დაუცველი და ბუტიაა, განსაკუთრებით ისინი ვინც მარტში არიან დაბადებულები.

მიუხედავად ამისა, გაზაფხულზე დაბადებული ბავშვები ძალიან ორიენტირებულები არიან კარიერულ წარმატებაზე და კოლოსალურ შრომას დებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად, მაგრამ ამასთანავე შეუძლიათ წავიდენ მცდარი გზით, რადგან არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

მათი გზა – ჰუმანიტარული სფეროა, ასევე ხელოვნება და კულტურა. აქ ისინი თავს გრძნობენ როგოც თევზი წყალში, მათმა თვითრეალიზებამ შესაძლოა მიაღწიოს უმაღლეს წერტილებს.

ამის საწინააღმდეგოდ არსებობს შესაძლებლობა განუვითარდეთ უძლიერესი დეპრესია იმ შემთხვევაში თუ მათი გეგმები და ოცნებები არ შესრულდება.
ამიტომ მშობლების მოვალეობაა – ჩვილი ბავშობიდან ხაზი გაუსვან გაზაფხულზე დაბადებული ბავშვის ინდივიდუალურობას, არავითარ შემთხვევაში არ დაუსვან მას მკაცრი, ნათელი და კონკრეტული მიზანი, მოახდინონ მათი ორიენტირება სულიერ განვითარებაზე და ნუ ჩაუნერგავენ ბავშობიდან ფინანსური კეთილდღეობის მიღწევის აუცილებლობას რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს.

რაც ეხება გაზაფხულზე დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობას, არსებობს მოსაზრება, რომ ისინი იბადებიან ვიტამინების ნაკლებობის პერიოდში, შესაძლოა ქონდეთ იმუნიტეტის, ჯანმრთელი კანის, თმების, კბილების და ფრჩხილების ჯანმრთელობის გაძლიერების საჭიროება.

დაბადებულები ზაფხულში

ბავშვები, რომლებიც ზაფხულში არიან დაბადებულები, ასევე გამოირჩევიან სულიერი ორგანიზებულობის დახვეწილობით და ამავე დროს ისინი უფრო მიდრეკილები არიან საჯარო სამსახურისთვის ისინი არიან გულუხვები და ალტრუისტულები, ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ სხვებს და მხარში დაუდგენ ახლობელ ადამიანებს, საერთოდ არ ფიქრობენ საკუთარ სარგებელზე.

ძალიან ხშირად, გოგონები რომლებიც ზაფხულში არიან დაბადებულები, აღმოჩნდებიან ხოლმე გასაოცარი თავდადების წარმომჩინებლები, თუ ამას მათი ახლობელი ადამიანების გარშემო არსებული გარემოებები ითხოვს, მათი კეთილდღეობისთვის.

ასეთივე თვისებებს ფლობენ ზაფხულის ბიჭებიც, მაგრამ ამ პიროვნებების სია უფრო ფართოა და უფრო მიილტვიან მათი უნიკალური და კეთილსინდისიერი თვისებების საჯარო აღიარებისკენ,

საერთო ჯამში ხალხი რომელიც ზაფხულშია დაბადებული, უპირატესობას ანიჭბენ რუტინული შრომის და ახალ შთაბეჭდილებებს, ამიტომ ისინი ხშირად ხდებაიან მოგზაურები, ექსკლუზივების ავტორები და მეცნიერები.

ზაფხულის ბავშვების ჯანმრთელობამ არ უნდა გამოიწვიოს განსაკუთრებული საფრთხეები, რადგან მათი ენერგეტიკული ველი მაქსიმალურად ხელს უწყობს ჯანმრთელობის სტაბილურ განვითარებას.

შემოდგომის ბავშვები

შემოდგომით დაბადებული ბიჭები ისეთივე არიან როგორც შემოდგომაა. გულუხვები და ნიჭიერები, კეთილისმსურველები და დიდსულოვნები. როგორც წესი ეს ბავშვები და უფროსებიც ხდებიან ნებისმეირი ჯგუფის მამოძრავებლები, ისინი არარეალურად ოფტიმისტები არიან, აქვთ განსაკუთრებული იუმორის შეგრძნება და ნებისმიერი კომფლიქტის მარტივად მოგვარების უნარი, თუკი ეს თავად მათ არ ეხებათ.

შემოდგომით დაბადებულმა ბავშვებმა საკუთარ კომფლიქტში შეიძლება გამოავლინონ შეურიგებლობა და ძალიან ბუტია ხასიათი. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, იქამდე სანამ ოპონენტი არ შეეგუება და არ დათანხმდება განიხილის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები. ასეთ სიტუაციაში პირველ პლანზე გადმოდის შემოდგომით დაბადებული ბავშვის საუკეთესო დიპლომატიური თვისებები.

შემოდგომით დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემებში პირველ პლანზე დგას ტრამვები და გაციებით გამოწვეული დაავადებები. საქმე იმაშია, რომ ეს მამაცი ბავშვები ყოველთვის არიან მათ პირველ რიგებში ვინც მზად არიან გაზომონ უზარმაზარი ჭაობის სიღრმე, გადაულახავი ღობის სიმაღლე ან ძველი მუხის ხის უკიდურესი ტოტების მიუწვდომლობა.

ასეთი “უპირატესობის” შედეგად, როგორც წესი წარმოიშვება დაშავებებიც, დაჭიმულობა, გაცივება და მოწამლულობა. დიახ-დიახ ეს ბავშვები ხომ ილტვიან პირველებმა გამოსცადონ საკუთარ თავზე ჯერ კიდევ უცნობი გემო, ასე რომ მშობლები უნდა იყვნენ მზად ნებისმიერ მომენტში გაუწიონ პირველადი დახმარება თავიანთ მამაც ბავშვს.

ზამთრის ბავშვები
ბავშვები რომლებიც დაიბადენ ზამთრის პერიოდში, გამოირჩევიან სულისა და ჯანმრთელობის სიმტკიცით. გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ ალერგიული რეაქციები, რომლისკენაც მეტწილად მიდრეკილება აქვთ თებერვალში დაბადებულ ბავშვებს.

ზამთარში დაბადებულები რთულია შეაშინოთ ცხოვრების სირთულეებით. ისინი იმდენად მიზანდასახულები და სწორხაზოვნები არიან, ხშირად ეს უტაქტობის ზღვარზეა სხვებთან ურთიერთობისას. თუმცა ასეთი ქცევა არ ნიშნავს მათ ცივსისხლიანობაზე, ეს არის მათი კეთილსინდისიერებისა და გულღიობის გამოვლინებაა.

ზამთრის ბავშვები გამოირჩევიან ზუსტი მეცნიერებებისკენ მიდრეკილებით, მათ ყველაფერში სიზუსტე უყვართ: ცდილობენ არსად არ დააგვიანონ, იმახსოვრებენ ნებისმიერ ციფრებს და თარიღებს. შესაძლოა გაღიზიანდენ თუკი მათ გარემოცვაში ვინმე არ არის ამდენად პუნქტუალური.

მას შემდეგ რაც ზამთრის ბავშვები გაიზრდებიან, ხშირად ირჩევენ ბუღალტერის, ეკონომისტის, იურისტის პროფესიას. თუმცა არც შემოქმედებით პროფესიებში გრძნობენ თავს უცხოდ
***

ბოლოს კი უნდა ავღნიშნოთ, რომ სპეციალისტების აზრი, ასეთ არც თუ მარტივ საკითხში როგორიცაა წელიწადის დროის გავლენა ბავშვის ტემპერამენტზე არსებითად იყოფა. კერძოდ, ზოგიერთი ფიქრობს რომ არსებობს მხოლოდ ორი ძირითადი სეზონი, რომლის ამ კონტექსტში განხილვასაც შესაძლოა აზრი ქონდეს, ესენია ზამთარი და ზაფხული, ამასთანავე ბავშვები რომლებიც დაიბადენ ოქტომბრიდან მარტამდე ითვლებიან ზამთრის ბავშვებად ხოლო აპრილიდან-სექტემბრის ჩათვლით ზაფხულის.

თუმცა ერთიანი აზრზე ჯერ არ შეთანხმებულან, ამიტომაცაა ინდივიდუალური მიდგომა და დაუღალავი შრომა საყვარელი შვილის ჯანმრთელობისათვის – ნებისმიერი ოჯახისთვის უმთავრესი მიზანი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს