აირჩიეთ ფიგურა და გაიგეთ თქვენი ხასიათის ძლიერი მხარეები

831

ფოტოზე გამოსახული ადამიანის 8 ტიპიდან, რომელიც უბრალო, გეომეტრიული ფიგურებით (სამკუთხედი, კვადრატი, წრე) არის აგებული აირჩიეთ ნახატი, რომელიც ერთი შეხედვით თქვენს ხასიათთან ყველაზე მეტად მოდის შესაბამისობაში და გაიგეთ, რა არის თქვენი პიროვნების ძლიერი მხარე.

I ტიპი – “ხელმძღვანელი“: ჩვეულებისამებრ, ასეთი ტიპის ადამიანები ხელმძღვანელი და ორგანიზატორული უნარებით გამოირჩევიან, ორიენტირებულები არიან ქცევის სოციალურად მნიშვნელოვან ნორმებზე, ფლობენ თხრობის კარგ უნარებს, კარგად ახერხებენ ადაპტაციას სოციალურ სფეროში. რაც შეეხება სხვებზე დომინირებას, მას მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოებში ინარჩუნებენ.

ამ თვისებების გამოვლენა კი ადამიანების გონებრივი განვითარების დონეზეა დამოკიდებული. მაღალი დონის შემთხვევაში, ინდივიდუალური შტრიხები განვითარებულია, რეალიზებულია და საკმარისად კარგად აღიქმება. დაბალი განვითარების დონის შემთხვევაში, შესაძლებელია, ეს თვისებები პროფესიული საქმიანობის ფარგლებში არ გამოვლინდეს, მაგრამ იარსებოს სიტუაციურად, ან უფრო ცუდ შემთხვევაში, სიტუაციებთან არაადეკვატურად.

II ტიპი – პასუხისგმებლობის მქონე, შემსრულებელი
ფლობს ხელმძღვანელის ბევრ თვისებას, თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს ხშირად ყოყმანობს. ამ ტიპის ადამიანები უფრო მეტად ორიენტირებულები არიან საქმის კეთებაზე, გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, ფლობენ პასუხიმსგებლობის მაღალ გრძნობას, ბევრს თხოვენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, აფასებენ სიმართლეს და გამოირჩევიან სამართლიანობით. ხშირად ისინი დაღლილობით გამოწვეული ნერვული წარმოშობის სომატური დაავადებებითაც იტანჯებიან.

III ტიპი – ფრთხილი
ამ ტიპის ადამიანები სხვადასხვაგვარი უნარებით და ნიჭით არიან დაჯილდოებულები- ხელსაქმიდან დაწყებული ლიტერატურული უნარებით დამთავრებული. მხოლოდ ერთ პროფესიაში დისკომფორტს გრძნობენ. შერჩეული საქმის აბსოლუტურად განსხვავებული და მოულოდნელი პროფესიით შეცვლა შეუძლიათ. მათი ჰობი, რეალურად, მათი მეორე პროფესიაა. ფიზიკურად ვერ იტანენ არეულობას და ჭუჭყს. ამის გამო ხშირად შედიან კონფლიქტში სხვა ადამიანებთან. გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობით და ხშირად ეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში. სჭირდებათ მსუბუქი შექება, წახალისება.

IV ტიპი – სწავლული
ამ ტიპის ადამიანები ადვილად ახდენენ აბსტრაგირებას რეალობისგან, ფლობენ „კონცეპტუალურ გონებას“, გამოირჩევიან ყველა „მათი ტერიტორიის“ დამუშავების უნარით, სულიერად გაწონასწორებულები არიან და რაციოანლურად იაზრებენ საკუთრ ქცევებს. ამ ტიპის წარმომადგენლებს ხშირად შევხვდებით ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც ხელოვნების სინტეთიკური სახეობებით არიან გატაცებულები, როგორიცაა, მაგალითდ, კინო, ცირკი, თეატრალური რეჟისურა, მულტიპლიკაცია და ა.შ.

V ტიპი – ინტუიციური
ამ ტიპის ადამიანებს ძალიან მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვთ. ადვილად ერთვებიან ერთი საქმიდან მეორეზე. ჩვეულებისამებრ, გამოდიან „უმცირესობის დამცველებად“, რომელთა უკანაც დგას ახალი შესაძლებლობები. განსაკუთებული მგძნობელობა ახასიათებთ სიახლეების მიმართ. არიან ალტრუისტები, ხშირად ავლენენ მზრუნველობას სხვების მიმართ, აქვთ კარგი ხელსაქმის უნარები და განსხავებული წარმოსახვა, რაც შემოქმედების ტექნიკური სახეობებით დაკავების საშუალებას იძლევა. ჩვეულებისამებრ, გააჩნიათ მორალის საკუთარი ნორმები, ფლობენ შინაგან თვითკონტროლს და უარყოფითად რეაგირებენ ზეწოლაზე, როდესაც ის მათ თავისუფლებას ეხება.

VI ტიპი – გამომგონებელი, კონსტრუქტური, მხატვარი
ეს ტიპი ხშირად გვხვდება ტექნიკური მისწრაფებების მქონე ადამიანებში. ასეთი პერსონები ფლობენ მდიდარ წარმოსახვას, გამჭოლ ხედვას, ხშირად არიან დაკავებულები ტექნიკური, მხატვრული და ინტელექტუალური შემოქმედებით. უფრო ხშირად ინტრავერტები არიან. ისევე, როგორც ინტუიციური ტიპები, ცხოვრობენ საკუთარი მორალური ნორმებით, არ ექცევიან გვერდით მყოფების ზეგავლენის ქვეშ. ექვემდებარებიან თვითკონტროლს. არიან ემოციურები არიან და შეპყრობილები არიან საკუთარი ორიგინალური იდეებით.

VII ტიპი- ტიპი ემოციური
გამოირჩევიან სხვა ადამიანებთან თანამგრძნობი დამოკიდებულებით, ძალიან განიცდიან ფილმის მძაფრსიუჟეტიან, სულისშემძვრელ სიუჟეტებსაც კი. მძაფრი ემოციური ფონის შემთხვევაში, შეიძლება საერთოდ უუნაროები გახდნენ. გულთან ახლოს მიაქვთ სხვა ადამიანების ტკივილიც და დარდიც. საკუთარი ენერგიის დიდ ნაწილს სხვა ადამიანების თანაგრძნობაზე ხარჯავენ. შედეგად, რთულდება მათი საკუთარი უნარების რეალიზაცია.

VIII ტიპი- გულგრილი
წარმოადგენს ემოციური ტიპის სრულ ატნიპოდს. ჩვეულებისამებრ, გულთან ახლოს არ მიაქვს სხვა ადამიანების განცდები, უფრო მეტიც, ხშირად უყურადღებოდაც ტოვებს მათ. თუ ის კარგი სპეციალისტია, შეუძლია აიძულოს სხვები, გააკეთონ ის, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ. ხანდახან გულქვაც ხდება. ეს დამოკიდებულება სიტუაციურად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც რაღაც გარკვეული მიზეზებით ადამიანი საკუთარი პრობლემების წრეში იკეტება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს