როგორ უნდა მიხვდეთ, რა გაკლიათ და როგორ გახადოთ ცხოვრება მრავალფეროვანი.

418

ყოველდღიურ რბოლასა და რუტინულ ცხოვრებაში ბედნიერების დაკარგვა ძალიან მარტივია, ეს შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ. დროთა განმავლობაში ხვდებით, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მაინც რაღაც გაკლიათ. დანაკლისი დაუყონებლივ შეიძლება ვერ განსაზღვროთ.  თუმცა, „პაპარაცი“ ამაში დაგეხმარებათ.

მარტივ ტესტს გთავაზობთ, რომელიც დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ ბედნიერებისთვის რა გაკლიათ.

მრავალფეროვნება ცხოვრებაში

ტესტი საკმაოდ მარტივია. უბრალოდ სურათს შეხედეთ და აირჩიეთ ლარნაკი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. დიდხანს არ იფიქროთ, უბრალოდ აირჩიეთ ის, რომელიც ნამდვილად მოგწონთ. აირჩიეთ? ახლა გაიგეთ, როგორ გახადოთ ცხოვრება მრავალფეროვანი.

პირველი ლარნაკი: მეგობარი

ბედნიერებისთვის ერთგული მეგობარი გჭირდებათ. ალბათ, უამრავი ნაცნობი და ახლობელი გყავთ, მაგრამ მათ შორის არავინაა, ვისაც შეიძლება ნამდვილი მეგობარი უწოდოთ. ის ადამიანი, ვისთანაც ამქვეყნად ყველაფერზე საუბარს ან ყველაზე მთავარზე გაჩუმებას შეძლებთ.

შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არის, მაგრამ ახლა ძალიან შორსაა. ამ მხრივ ცხოვრება ხშირად უსამართლოა. თუ ასეთი ადამიანი გყავთ, მასთან დაუფიქრებლად გაემგზავრეთ. თავს ნამდვილად ბედნიერად იგრძნობთ.

მეორე ლარნაკი: სულის მოსათქმელი

ბედნიერი რომ იყოთ, სამსახურს, ოჯახსა და საკუთარ პირად მოთხოვნილებებს შორის ჰარმონია უნდა იპოვოთ. სავარაუდოდ, სამსახურს ძალიან ბევრ დროს უთმობთ და საკუთარ ჰობს უგულებელყოფთ. მერწმუნეთ, სულის მოსათქმელად დრო თითოეულ ადამიანს სჭირდება. ამის გარეშე შეუძლებელია.

სავარაუდოდ, რაღაც მშვიდი ჰავანა გაქვთ, სადაც თავს კარგად გრძნობთ. ეს შეიძლება იყოს ადგილი ან საქმიანობა. ხატვა გიყვართ ან ცეკვით გატაცებული ხართ? მაშინ ფუნჯი ხელში აიღეთ ან ცეკვის გაკვეთილებზე ჩაეწერეთ. დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ.

მესამე ლარნაკი: შთაბეჭდილება

ახალი ქალაქი, ქვეყანა ან უბრალოდ თქვენი ქალაქის ქუჩები სულს შთაბეჭდილებებს მატებს. თუ ეს ლარნაკი აირჩიეთ, სწორედ ეს გაკლიათ. მოგზაურობა დაგეგმეთ, თუნდაც ეს თქვენი ქვეყნის რომელიმე ქალაქი იყოს, სადაც ნამყოფი არ ხართ.

თქვენ ნამდვილი ბედნიერება, გაოცება და აღფრთოვანება უნდა იგრძნოთ. ამის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი ხდება. რაიმე განსაკუთრებულ მომენტს არ ელოდოთ, უბრალოდ საკუთარ თავს დღესასწაული მოუწყვეთ.

მეოთხე ლარნაკი: დასვენება

სრულყოფილი დასვენების შემდეგ თითოეულ წუთს თავს ცუდად იგრძნობთ. თქვენ სწორედ დასვენება გაკლიათ. საკუთარ თავს სრული რელაქსის დღე მოუწყვეთ: მაღაზიებში გაიარეთ, პარკში გაისეირნეთ ან დივანზე წამოწექით და წიგნი წაიკითხეთ. დაისვენეთ სწორედ ისე, როგორც ყველაზე მეტად მოგწონთ.

მერწმუნეთ, ასე თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება. თქვენ ენერგიას მოიკრეფთ და ნებისმიერ საქმეს თავს მარტივად გაართმევთ!

მეხუთე ლარნაკი: თვითრეალიზაცია

ეს ყოველთვის ცხადი არაა. თითქოსდა, თქვენ კარგი სამსახური გაქვთ და ოჯახშიც ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რაღაც მაინც არ გაკმაყოფილებთ. თუ მეხუთე ლარნაკი აირჩიეთ, ცხოვრებაში თვითრეალიზაცია არ გყოფნით.

შესაძლოა, სამსახურის შეცვლის ან საკუთარი საქმის განვითარების დრო მოვიდა. თუ ამაზე დიდი ხანია ოცნებობდით, დროა ასეც  მოიქცეთ. მერწმუნეთ, ეს ბედნიერებას მოგიტანთ.

სრულყოფილი ბედნიერებისთვის ყველას რაღაც გვაკლია. ადამიანი ასეა მოწყობილი. სინამდვილეში ეს კარგიცაა, რადგან სხვანაირად ცხოვრება მოსაწყენი იქნება. სამყაროს მრავალფეროვნებაზე იშვიათად ვფიქრობთ, არადა ის მშვენიერი და ახალი შესაძლებლობებით სავსეა. უბრალოდ ხელი უნდა ჩაკიდოთ და ცხოვრება უფრო ფერადი გახადოთ. უკვე დაიწყეთ იმის მიღება, რაც ცხოვრებაში გაკლიათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს