ყველამ კარგად ვიცით, რომ ლამაზ სხეულს საფრთხეს ღამე სადილობა უქმნის.
მნიშვნელობა არ აქვს, დღის განმავლობაში რა რაოდენობით საკვებს მიირთმევთ, ან დილით დარბიხართ თუ არა – ღამე გემრიელი კერძის მირთმევა წონაში მომატების გარანტიაა. თუ აღარ გსურთ, საღამოს თეფშზე სასარგებლო ხილის ნაცვლად, მაღალკაროლიური საკვები იხილოთ ეს რჩევები გაითვალისწინეთ.
1. დღეში რამდენჯერმე ისადილეთ. თუ საუზმეს, ლანჩსა და სადილს არ გამოტოვებთ, საღამოს ნამდვილად აღარ მოგშივდებათ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დიეტა შიმშილს არ ნიშნავს, ის ჯანსაღი პროდუქტებით და მცირე ულუფებით კვებას გულისხმობს.
2. შეეცადეთ, საღამოსთვის მაცივარში საყვარელი პროდუქტები არ დატოვოთ. ვის მოუნდება წიწიბურის ჭამა, როცა მაგიდიდან ტორტი “უღიმის”?
3. თუ ძალიან გშიათ ბოსტნეული, ან ხილი მიირთვით. წყალიც დალიეთ – ისეთი შეგრძნება გექნებათ თითქოს აღარ გშიათ.
4. უმჯობესია, რაიმე საქმიანობით დაკავდეთ, მაგალითად: უყურეთ ტელევიზორს, ინტერნეტში სიმღერას მოუსმინეთ, ან სოციალურ ქსელში გაერთეთ, სასეირნოდ წადით – ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საჭმელზე არ იფიქროთ.
5. ვიდრე შიმშილის შეგრძნება “შემოგიტევდეთ” კბილები გამოიხეხეთ. ფსიქოლოგიური მომენტია – ამ პროცედურის შემდეგ როგორც წესი, ადამიანებს ჭამა აღარ უნდათ.
6. სთხოვეთ ოჯახის წევრებს, თქვენს თვალწინ საღამოს ნუ შეჭამენ. როცა ხედავ, რომ ვინმე გერმიელად სადილობს და ოთახში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, საკვებზე უარს ნამდვილად ვერ იტყვით.