ვინ არის სამი ყველაზე ამაყი ზოდიაქოს ნიშანი

983

როგორ გგონიათ, მკვეთრად გამოხატული სიამაყე ადამიანის ხასიათში ნაკლია თუ ღირსება? ალბათ ყველაფერშია საჭირო ზღვრის დაცვა. სიამაყეც მათ შორის სავსებით შესაძლებელია ამპარტავნებაში გადაიზარდოს, ან პირიქთ მისი არქონა გახდეს ინდივიდში მონური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების მიზეზი. ასტროლოგები თვლიან, რომ სამი ზოდიაქოს ნიშანი განსაკუთრებულად გამოირჩევა საკუთარი “ეგოს” მძაფრად აღქმით და მკვეთრად გამოხატული თავმოყვარეობით.

ლომი 98% – ალბათ ყველაზე ამაყი და ამბიციურია მთელ თორმეტ ზოდიაქოს შორის. ამ ხალხს თავმოყვარეობაზე და საკუთარ პრინციპებზე გადაბიჯება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა ვინმე გულწრფელად უყვართ, ისიც მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში და ვაი, მაშინ თუ ინტერესის ობიექტმა ეს ნაბიჯი ლომის მხრიდან ვერ დააფასა. ლომები უზომოდ თავმოყვარე ინდივიდები არიან; მათთვის ვინმესთვის რაიმეს თხოვნა, მით უმეტეს ხვეწნა-მუდარის გამართვა სიკვდილის ტოლფასია. ხშირად ისინი ძალიანაც იტანჯებიან ამ თვისების გამო, მაგრამ ზღვარს, რომელიც მათ სიამაყესა და ემოციებს შორის გადის ბევრი ლომი კატეგორიულად არ არღვევს.

ვერძი 89% – ვერძის სიამაყე ძალზე “ხმაურიანად” ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის და ყველგან მზადაა სახალხოდ დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა, იქნება ეს სამსახური, სასიყვარულო ფრონტი თუ მეგობრული კავშირები. თუკი მას ამის საშუალებას არ მისცემთ, ან უფრო მეტიც, აიძულებთ, რომ მეორეხარისხოვანი როლით დაკმაყოფილდეს, მისგან დიდ “რევოლუციას” მიიღებთ და ამჯერად იგი აგრესიით შეეცდება თქვენთვის და მთელი სამყაროსთვის საკუთარი პერსონის უნიკალურობის დამტკიცებას. ვერძი ამაყია, თუმცა არა ბოღმიანი და ბუტია. ამიტომ მისი სიამაყე წამის მეასედში ქრება თუკი თქვენ მის წინაშე გულწრფელად მოიბოდიშებთ და შერიგებას შესთავაზებთ.

თხის რქა 78% – ე.წ. “ჩუმი ამაყების” კატეგორიას განეკუთვნება. იგი ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში, თუმცა არც ვერძივით იბრძვის ამის დასამტკიცებლად და არც ლომივით იფხორება, რომ საზოგადოება თავისით მიეახლოს და თაყვანი სცეს. თხის რქა გრაციოზული, გაწონასწორებული და დინჯი იმიჯით იმსახურებს გარშემო მყოფთა პატივისცემას. მას ხშირად სიტყვაძუნწობაშიც კი სდებენ ბრალს, თუმცა აქაც მისი სიამაყე თამაშობს გადამწყვეტ როლს – იგი არასოდეს ჩაიგდებს სასაცილო მდგომარეობაში თავს საზოგადოების წინაშე. ამიტომ დუმილი ურჩევნია უსარგებლო ლაქლაქს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს