მანიპულაციის ფსიქოლოგია ცოდნის მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც დაგეხმარებათ, არ გახდეთ ვინმეს სადილი. ალეგორიული გაგებით: ზოგიერთი ადამიანი სუსტ თანატომელებს „ჭამს“. აიძულებენ მათ დაკრულზე ცეკვას, იწვევენ მათში შიშს ან დანაშაულის გრძნობას. შედეგად, მსხვერპლი ისე შეიძლება დაიბნეს, თავი ტირანად წარმოიდგინოს ან გადამწყვეტი პასუხი გასცეს!
მანიპულაციის ფსიქოლოგია
ჯერ კიდევ ჩვენს ქორწილში ცისანა, ჩემი დედამთილი, ყველას თვალწინ შეგვპირდა ბინის ყიდვას. „ახალგაზრდებო, არ ინერვიულოთ. გაჩუქებთ ლამაზ ბინას, მაგრამ ცოტა მოგვიანებით“ – ამბობდა ის.
მისი დაპირება უსაფუძვლო არ ჩანდა. იმ დროისთვის ცისანა უკვე 15 წელი იტალიაში მუშაობდა. მისი უფროსი ქალიშვილი დედაქალაქში ნაჩუქარ ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. მე და გაგასაც გულუხვი საჩუქრის იმედი გვქონდა.
უბანი წინასწარ ავირჩიე, ყველაზე კეთილმოწყობილი და მოსახერხებელი. აქვე ბინა ვიქირავეთ და სამსახური ვიპოვეთ. ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ ქალიშვილი შემეძინა და დეკრეტულ შვებულებაში გავედი. მალე ვაჟიც შემეძინა.
დედამთილი გამუდმებით თავის დაპირებას გვახსენებდა. ვარიანტების შერჩევასაც გვთავაზობდა. აგვისტოში სტუმრად ჩამოსვლას და ჩვენი საკითხის მოგვარებას აპირებდა.
ცისანა ჩამოვიდა, მაგრამ ბინა არსად ჩანდა. ყველაზე საწყენია, რომ დამნაშავედ მე გამომიყვანეს. დედამთილი დღემდე არ გველაპარაკება. ვერ გვაპატია, როგორ შევხვდით. უფრო სწორად, არ დავხვდით.
ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე დედამთილი სახლის სამზარეულოს ნოსტალგიამ გაიტაცა. აქაური ხორცეული და ცომეული ენატრებოდა და მათი მომზადება მთხოვა.
რთული არჩევანის წინაშე დავდექი. დედამთილის თხოვნით სუფრის გაშლა რთული არ იყო, მაგრამ არ გავაკეთე და ყველაფერი გაგას გამო. ქმარს ყოველთვის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ექიმებმა მკაცრი დიეტა დაუნიშნეს. ვიცი, რომ გაგას ძალიან უყვარს გემრიელად ჭამა და იმ მკაცრ რეკომენდაციებს ძლივს იცავს. ამ მიზეზით თავადაც დავიწყე დიეტის დაცვა და ბავშვებიც ამ კვებაზე გადავიყვანე. ახლა ყველა ისე ვიკვებებით, როგორც გაგა.
ამიტომაც არ მოვამზადე არც მსუყე ჩიხირთმა, არც ხაჭაპური. ამის მიუხედავად გულუხვი სუფრა დავახვედრე. სუფრაზე იყო ბევრი გამომცხვარი ბოსტნეული, მსუბუქი წვნიანი და მოშუშული კურდღლის ხორცი ბრინჯით.
მაგიდასთან დედამთილის სახემ მთელ ჩემს ძალისხმევას და კარგ ჩანაფიქრს ხაზი გადაუსვა. მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენე და ჩვენი დიეტის შესახებ ვუამბე. გაგას ჯანმრთელობისთვის ვიბრძვით, დიდი ხანია არ ვამზადებთ და არ ვჭამთ მსგავს არაფერს. დედამთილი პირში წყალჩაგუბებული იჯდა. აღარ იყო ისეთ მხიარულ გუნებაზე, როგორც ბინაში შემოსვლის მომენტში.
მოგვიანებით განაცხადა, რომ მისგან ბინას ვერ მივიღებთ. უმადურები და ამპარტავნები ვართ და მის მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინეთ. დედისთვის ჩიხირთმის და ხაჭაპურის გაკეთება დაგვეზარა. და ამის შემდეგ კიდევ გვაქვს ძვირადღირებული საჩუქრის იმედი!
რა თქმა უნდა, გაგამ დედის ახირების შესახებ არ იცოდა და ძალიან განაწყენდა, როდესაც დავიწყე ჩემი საქციელის ახსნა. თურმე, როგორ გავბედე და დედის უბრალო თხოვნა არ შევასრულე?!
მოგვიანებით, დედამთილმა მთელი ოჯახის წინაშე პათოსურად მისაყვედურა. „ანა, კარგია, რომ შენი ნამდვილი სახე გამოავლინე. ახლა ვხედავ, როგორ მექცევი. შენი პრიორიტეტები ჩემთვის ნათელია. ამიერიდან თავად ვიზრუნებ ჩემს საჭიროებებზე“ – განაცხადა ცისანამ. წყენისა და უსამართლობის გრძნობისგან გული მომეწურა. რისთვის ეს ყველაფერი?
მე ხომ ცუდი არაფერი მინდოდა. მის საყვარელ ვაჟზე ვზრუნავ. მისი ხასიათი ყველაზე უკეთ ვიცი. გაგა თავს ვერ იკავებს, როცა საქმე მის საყვარელ კერძებს ეხება. ბინა ბინაა, მაგრამ აკრძალული პროდუქტების ჭამის შემდეგ გაგას კვირაობით კუჭის ტკივილი აწუხებს. ამ საქმესთან გამკლავება მე მიწევს.
დედამთილის წყენა გაზვიადებული მეჩვენება. მანიპულირების დახვეწილი ფსიქოლოგიაა. ოჯახზე გაბრაზება საჭმლის გამო, სასაცილოა. მანამდე კი წლები დაპირებებს გვაჭმევდა.
დაგვეხმარეთ ამ ოჯახური დრამის გადაჭრაში. თქვენი აზრით, ვინ არის მართალი ამ ამბავში?