ზიგმუნდ ფროიდის ტესტი

38

ტესტის ერთ-ერთი მთავარი პირობაა – დაწეროთ ის, რასაც გრძნობთ და რაც პირველ რიგში მოგივათ თავში. არაფერი მოხდება, თუკი სხვადასხვა შეკითხვაზე ერთი და იგივე პასუხი გამოგივათ.
არ წაიკითხოთ თავიდანვე ყველაფერი!

წაიკითხეთ შეკითხვები თანმიმდევრობით – ნუ იჩქარებთ, თორემ ტესტი არ გამოგივათ.

მაშ ასე, თუკი კალამი და ფურცელი უკვე მოიმარჯვეთ, დავიწყოთ!
1. წარმოიდგინეთ, რომ გასცქერით ზღვას. თქვენი პირველი შეგრძნება (შეგიძლიათ, დახუჭოთ თვალები…)

2. მიდიხართ ტყეში და ფეხებში იყურებით. რას გრძნობთ? პასუხისთვის მხოლოდ 30-40 წამი გაქვთ.

3. ხედავთ თოლიების გადაფრენას. რას გრძნობთ ამ დროს?

4. თქვენ წინ ცხენების რემა მიდის. დაწერეთ პირველი, რაც ამ დროს თავში მოგივათ, არ დაფიქრდეთ, ისე.

5. უდაბნოში კედელს მიადექით, რომელსაც ბზარები აქვს, ამ ბზარებიდან კი ოაზისი მოჩანს. ამჯერად აზრები არ დაგჭირდებათ, საჭიროა ქმედებები. რას მოიმოქმედებდით?

6. უდაბნოში დაღლილი გზად წყლით სავსე დოქს დაინახავთ. რას მოიმოქმედებთ, დაწერეთ ფურცელზე.

7. ტყეში დაიკარგეთ. უკვე საღამოა. დაინახეთ სახლი, სადაც შუქი ანთია. დაწერეთ, რის გაკეთებას აპირებთ?

8. ნისლში ხართ (დაწერეთ თქვენი ქმედებები ამ დროს).

ყველაფერი დაწერეთ? მშვენიერია! ახლა წაიკითხეთ პასუხები ზიგმუნდ ფროიდისგან.

შედეგები: (ანუ რას გულისხმობდა ამ კითხვებში მეცნიერი)
1. თქვენი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება, ემოციები, შეგრძნებები.

2. თქვენი დამოკიდებულება საკუთარი ოჯახის მიმართ.

3. თქვენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.

4. თქვენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ.

5. თქვენი ძირითადი ცხოვრებისეული სტრატეგია, მიზანი; როგორ წყვეტთ პრობლემებს.

6. თქვენი სექსუალური არჩევანი. პარტნიორის არჩევანი.

7. თქვენი მზაობა ქორწინებისთვის.

8. თქვენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს