რატომ უნდა მოათავსოთ ფოლგა საყინულეში: რჩევა გამოცდილი დიასახლისებისგან

1

ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე ცხოვრება უკვე ძნელი წარმოსადგენია. ასეთ თანაშემწეებს შორის წამყვან პოზიციაზეა მაცივარი საყინულე კამერით. მართალია, ტექნოლოგიის ამ სასწაულმა დიდხანს და ეფექტურად რომ გემსახუროთ, სათანადოდ უნდა მოუაროთ. ამისთვის ერთ ხრიკს გასწავლით. გიამბობთ, რატომ უნდა ჩადოთ ფოლგა საყინულეში და როგორ დაგეხმარებათ გალღობის თავიდან აცილებაში.

ამ მეთოდის შესახებ მეგობარმა მითხრა. ვჩიოდი, რომ ექვს თვეში ერთხელ საყინულე ყინულით იფარება და გალღობას საჭიროებს. მეგობარმა გამიმხილა, რომ არსებობს ხრიკი, რომლის დახმარებით საყინულეს გალღობა იშვიათად მომიწევს, ასევე პროცესი დაჩქარდება. საჭირო არ არის ძვირადღირებული საშუალებები ან დამატებითი მოწყობილობები. დაგჭირდებათ მხოლოდ ალუმინის ფოლგა. ყველაფერი ძალიან მარტივი აღმოჩნდა. ამ რჩევას თქვენც გიზიარებთ.

რატომ უნდა ჩადოთ ალუმინის ფოლგა საყინულეში?

უმეტესობა ჩვენგანი ფოლგას მხოლოდ შესაფუთ მასალად აღიქვამს. ასევე ფოლგაში საჭმლის მომზადება მოსახერხებელია. ყველაფერი იმის წყალობით, რომ მას, როგორც საიზოლაციო მასალას, პროდუქტის ხარისხის და სიქორფის შენარჩუნება შეუძლია. გარდა ამისა, ფოლგას შეუძლია მაცივრის მომსახურების ხარისხის და ვადის გახანგრძლივება.

ძალიან ხშირად დიასახლისები აწყდებიან ისეთ პრობლემას, როგორიცაა მაცივრის კედლებზე ყინულის გაჩენა. ეს ტექნიკის მუშაობაზე ნეგატიურად აისახება. დენის ხარჯიც იზრდება. ხრიკი ფოლგის გამოყენებით გალღობის პროცესს ამარტივებს და აიშვიათებს.

როგორ გამოვიყენოთ ფოლგა საყინულის გასალღობად?

ალუმინის ფოლგა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ყინულის გაჩენა საყინულის კედლებზე. დაიცავით რეკომენდაციები:

1. მაცივარი გამორთეთ და გაალღვეთ. კედლები, თაროები და უჯრედები გარეცხეთ და გააშრეთ.

2. შემდეგ საყინულეში ალუმინის ფოლგის ფურცლები ჩააფინეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ადგილებს, სადაც ყინული ყველაზე მეტად გროვდება. როგორც წესი, ეს არის საყინულის კუთხეები და ძირი.

3. ამის შემდეგ უჯრები და პროდუქტები საყინულეში დააბრუნეთ. ამ ხრიკის წყალობით ყინული გაცილებით ნელა ჩამოყალიბდება. ამ შემთხვევაში ფოლგა ბარიერს წარმოადგენს ყინულის წარმოქმნისთვის. თუმცა წარმოქმნილ ყინულსაც ადვილად მოიშორებთ, უბრალოდ ფოლგის ფურცელი შეცვალეთ.

4. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფოლგა საყინულე კამერაში უსიამოვნო სუნსაც უმკლავდება. ამის წყალობით მაცივრის გაწმენდა იშვიათად მოგიწევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს