თუ გსურთ დარწმუნებული იყოთ თქვენ მიერ მომზადებული კერძის გემოში, ხარისხიანი პროდუქტები გამოიყენეთ. კარგ შედეგს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ. თუ ინგრედიენტების უმეტესობა შეგიძლიათ შეამოწმოთ სუნით ან გემოთი, სხვების შესამოწმებლად რამდენიმე ხრიკი უნდა იცოდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით. მაგალითად, გიამბობთ, როგორ შეამოწმოთ მცენარეული ზეთის ხარისხი.
ჩემი ერთ-ერთი ნათესავი დიდხანს მუშაობდა მზარეულად რესტორანში. ვინაიდან კერძებს ამზადებდა კლიენტებისთვის და არა უბრალოდ თავისთვის, პასუხისმგებლობა ძალიან მაღალი იყო. ამიტომაც ყველა პროდუქტს თავად ამოწმებდა. მან მასწავლა, როგორ შევამოწმო მცენარეული ზეთის ხარისხი დამოუკიდებლად. ამ ხრიკს თავადაც იყენებდა და არაერთხელ თავიდან აიცილა უხარისხო პროდუქტების მოხვედრა კლიენტთა თეფშში.
როგორ შევამოწმოთ მცენარეული ზეთის ხარისხი მაღაზიაში და სახლში?
ბევრ კერძში ვამატებთ მზესუმზირას ზეთს, ამიტომ მისი ხარისხი ბევრს ნიშნავს. გაფუჭებული ან დაბალი ხარისხის ზეთი გამოცდილ რეცეპტსაც გააფუჭებს. უმჯობესია, ზეთის ხარისხი ყიდვისას შეამოწმოთ, რომ ზედმეტი ფული არ დახარჯოთ.
მაღაზიაში ზეთის შესამოწმებლად ბოთლი გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ. მაღალი ხარისხის მზესუმზირას ზეთში თანაბარი პატარა ბუშტები უნდა გამოჩნდეს. თუ ბოთლში არსებული სითხე სქელი კონსისტენციის დარჩა, ნიშანია, რომ წარმოებისას შეცდომები დაუშვეს და ასეთი პროდუქტის ყიდვა არ ღირს.
თუ ბაზარში ყიდულობთ ჩამოსასხმელ მზესუმზირას ზეთს, ყიდვამდე დასუნეთ. კარგ პროდუქტს თესლის სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს. თუ მომწარო სუნი აქვს, ნიშანია, რომ ზეთი ზედმეტად მოხალულია ან ცოტა ხნით გაჩერებული, ამიტომ მისი ყიდვა არ ღირს. ეს წესი არარაფინირებულ ზეთს ეხება. რაფინირებულ პროდუქტს სუნი აბსოლუტურად არ უნდა ჰქონდეს.
როგორ შევამოწმოთ მცენარეული ზეთის ხარისხი სახლის პირობებში?
არსებობს რამდენიმე მეთოდი ნაყიდი პროდუქტის ხარისხის შესამოწმებლად.
მარილი
50 მლ მცენარეული ზეთი გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაასხით. 0,5 ჩ/კ მარილი დაუმატეთ და აურიეთ. დააკვირდით რეაქციას. თუ მარილი ნაწილობრივ გაიხსნა, ზეთში ცოტა წყალია. შეწვისას ასეთი პროდუქტი დაიწვება და შხეფებს გაისვრის. თუ ზეთი ხარისხიანია, მარილი ჭურჭლის ძირში დაილექება და არ გაიხსნება.
ხელსახოცი
პატარა ჭიქაში ცოტა ზეთი ჩაასხით. ნაჭრის ხელსახოცი დააფარეთ, მჭიდროდ დააწექით და ერთი წამით გადმოატრიალეთ. დააკვირდით ზეთის ლაქას. ხარისხიანი მცენარეული ზეთის სისქე ფორმიდან სწრაფად გავრცელების საშუალებას არ მისცემს. თქვენს წინაშე უნდა დარჩეს ჭიქის ფორმის მკაფიო ლაქა. თუ ლაქა უფრო გავრცელდა, ზეთი წყალში გაზავებულია.
იოდი
უფროს თაობას ძალიან უყვარს შემოწმების ეს მეთოდი, რადგან იოდი ყოველთვის ზუსტად განსაზღვრავს პროდუქტში დანამატების არსებობას. მზესუმზირას ზეთის ხარისხის დასადგენად ცოტა პროდუქტი გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაასხით და წვეთი იოდი ჩააწვეთეთ. თუ ზეთი ხარისხიანია, იოდი ზედაპირზე დარჩება და ფორმას შეინარჩუნებს. თუ იოდი ჭურჭლის ძირში ჩავიდა, ზეთის წარმოებისას გამოიყენეს დამატებითი ინგრედიენტები, ანუ ზეთი უხარისხოა.