ხრიკები მოგზაურებისთვის – როგორ გავხადოთ ფრენა მაქსიმალურად კომფორტული

15

ბევრი ადამიანი უკვე ახლა იწყებს შვებულების დაგეგმვას და ეძებს იაფ ავიაბილეთებს. მაგრამ ყველა არ ფიქრობს იმაზე, როგორ იფრინოს მაქსიმალურად კომფორტულად. ამაში დაგეხმარებათ აეროპორტის ხრიკები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს.

თუ თქვენი შვებულება ახლოვდება, გაეცანით საუკეთესო ხრიკებს, რათა მოგზაურობამ მხოლოდ სიამოვნება მოგიტანოთ. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით გაფრენამდე ნაკლებს ინერვიულებთ.

რომელი ხრიკები გახდის თქვენს ფრენას მაქსიმალურად კომფორტულს?

გაფრენის დრო და რიგის თავიდან აცილება

არ მოგწონთ აეროპორტებში აურზაური? ფიქრობთ, როგორ აარიდოთ თავი ხალხის დიდ მასებს?ამ შემთხვევაში, ღამის რეისებს მიანიჭეთ უპირატესობა. ასე დაზოგავთ ნერვულ უჯრედებს და ფულს (ღამის ფრენა უფრო იაფია).

თუ ტურბულენტობის შიში გაქვთ, მაშინ დილის ფრენები აირჩიეთ. დღის მეორე ნახევარში ამ პრობლემასთან შეჯახების ალბათობა უფრო მეტია.

იმის გათვალისწინებით, რომ უმრავლესობა მემარჯვენეა, ასეთი ადამიანები ირჩევენ დომინანტურ ხელს მიმღებ მაგიდასთან მისვლისას, რომელიც მარჯვნივ არის. ამიტომ, უმჯობესია მარცხნივ წასვლა, სადაც რიგი გაცილებით მცირე იქნება.

წყალი და სასუსნავი

საიდუმლო არ არის, რომ აეროპორტებში წყალი და საკვები საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომაც, სახლიდან წაიღეთ სასუსნავი. ასევე არ გადააგდოთ ცარიელი პლასტმასის ბოთლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში წყლით შეგიძლიათ შეავსოთ. ასე თანხას კარგად დაზოგავთ.

თვითმფრინავში ნებადართულია მაქსიმუმ 100 მლ ალკოჰოლის შეტანა. თუ გსურთ სხვადასხვა სასმლის ატანა, აირჩიეთ პატარა ბოთლები და 20*20 ზომის ზიპ პარკში მოათავსეთ.

ბორტზე 100 მლ-ზე მეტი სითხის ასატანად, ერთი ეფექტური ხრიკი გამოიყენეთ. პლასტმასის ბოთლი წყლით აავსეთ და საყინულეში შეინახეთ. აეროპორტში წასვლამდე საყინულიდან გამოიღეთ. გაყინული სახით თვითმფრინავში იმაზე მეტ წყალს აიტანთ, ვიდრე დაშვებულია.

ავტომობილი და ადგილმდებარეობა

თუ აეროპორტში მანქანით მიდიხართ და გეგმავთ მის დატოვებას ავტოსადგომზე, ავტოსადგომის ადგილის ნომერს ფოტო გადაუღეთ. შვებულებიდან დაბრუნებისას გაგიადვილდებათ მანქანის პოვნა.

თუ ბავშვებთან ერთად ელოდებით რეისის გაფრენას, საოჯახო ზონაში შეგიძლიათ დაისვენოთ. იქ ბავშვები თამაშს შეძლებენ, ხოლო მშობლები დასვენებას.

თვითმფრინავში პირველი არ ახვიდეთ. გირჩევთ, მოიცადოთ და ბოლოს ახვიდეთ. ასე შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ ნებისმიერი თავისუფალი ადგილი, რომელიც მოგეწონათ.

მოგზაურებისთვის ამ ხრიკების შენახვა ნამდვილად ღირს. ასე დასვენება ბევრად კომფორტული გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს