2 ეფექტური მეთოდი, როგორ გაწმინდოთ ტაფა ნამწვისგან

33

ტაფა სამზარეულოს შეუცვლელი ნივთია, რომელსაც დიასახლისები გვერდს ვერ აუვლიან. ამ ნივთს კაშკაშა გარეგნობა რომ შეუნარჩუნოთ, მასზე სწორად უნდა იზრუნოთ. ტაფაზე საჭმლის მომზადება თითქმის ყოველთვის უკავშირდება ზეთის და ცხიმის გამოყენებას, ამიტომ მასზე ხშირად ჩნდება ნამწვი და ნადები. ამ პრობლემას მაღაზიაში ნაყიდი საშუალებები ყოველთვის ეფექტურად ვერ უმკლავდება, რასაც ვერ ვიტყვით ბიუჯეტურ და ხელმისაწვდომ ხალხურ მეთოდებზე. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ტაფა ნამწვისგან ქვიშის და აქტივირებული ნახშირის გამოყენებით.

თუ სამზარეულოში ჯერ კიდევ გაქვთ თუჯის ჭურჭელი, რომელსაც ჭუჭყის მოშორება სჭირდება, ეს მეთოდები ნამდვილად გამოგადგებათ. გახსოვდეთ, რომ ქვიშით ტაფის გაწმენდისას ფანჯარა უნდა გააღოთ და გამწოვი ჩართოთ. პროცესში შეიძლება გამოიყოს არც ისე სასიამოვო სუნი, რომელსაც უმჯობესია თავი აარიდოთ.

როგორ გავწმინდოთ ტაფა ნამწვისგან

პირველი მეთოდი

ყველაზე ჩვეულებრივ ქვიშასაც შეუძლია გაწმინდოს ტაფა გაპრიალებამდე. მთავარია, მისი სწორად გამოყენება იცოდეთ. ასე მთელი მიმწვარი ცხიმი და ჭუჭყი ნაწილებად დაიშლება. ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი დანით შეგიძლიათ აფხიკოთ. შემდეგ ისღა დაგრჩებათ ტაფა ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გამდინარე წყალში გარეცხოთ.

მოქმედების წესი:

  • ტაფაში ქვიშა ჩაყარეთ, ბოლომდე შეავსეთ.
  • სამზარეულოს ნივთი ქურაზე მოათავსეთ.
  • საშუალო ცეცხლზე 3 საათი მოხალეთ, პერიოდულად ჩანგლით ან კოვზით ქვიშას აურიეთ.
  • ტაფა ქურიდან გადადეთ და ქვიშა გადაყარეთ.
  • დარჩენილი ჭუჭყის მოსაშორებლად ლითონის ჯაგრისით გახეხეთ.
  • კარგად გაცივების შემდეგ ტაფა გარეცხეთ. შემდეგ მზესუმზირას ზეთი წაუსვით. მზადაა!

მეორე მეთოდი

ტაფის გაწმენდის ეს მეთოდი გულისხმობს აქტივირებული ნახშირის გამოყენებას. 1 შეფუთვა სააფთიაქო საშუალება აიღეთ. ტაბლეტები დაფშვენით. ფხვნილი სველ ტაფაზე დაყარეთ. მინიმუმ 1 საათი გააჩერეთ. შემდეგ ფხვნილი ჩამორეცხეთ. ჭურჭლის სარეცხი საშუალებით ტაფა გარეცხეთ და წყალი კარგად გაავლეთ. ესეც ასე, ჭუჭყის კვალიც არ დარჩება.

ეს მეთოდები შესანიშნავად ჩაანაცვლებს ნაყიდ საშუალებებს, რომლებიც მწვავე ქიმიას შეიცავს. ამასთან, ქვიშით და ნახშირით გაწმენდის მეთოდს იაფი შეგვიძლია ვუწოდოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს