ზოდიაქოს 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

1337

არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ამბობენ: “ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩნდა.” ასეთ ადამიანებს ყოველთვის და ყველაფერში უმართლებთ, თითქოს თვითონ ბედისწერა ათამამებს მათ. ასტროლოგები დარწმუნებული არიან, რომ ამ ადამიანთა წარმატების ძალა ზოდიაქოს ნიშნებითაა განპირობებული. ჩვენ ამის შემოწმება გადავწყვიტეთ.

ჩვენმა რედაქციამ შეადგინა ყველაზე იღბლიანი ნიშნების რეიტინგი. ნახეთ, თქვენც ხომ არ მოხვდით ამ სიაში.

როგორ მოვიზიდოთ იღბალი

1. კურო

კუროები ბედის რჩეულნი არიან. მათ იღბალი თავად ვენერამ, ნიშნის მფარველმა უბოძა. იგი კუროებს წარმატებას ჩუქნის, განსაკუთრებით კი ფულად საკითხებში. ხოლო კუროები, თავიანთი პრაქტიკულობით, მხოლოდ ზრდიან შემოსავლებს.

ასევე, კუროებს ძალიან უმართლებთ სიყვარულშიც. ისინი ახერხებენ მეორე ნახევრის პოვნასა და მტკიცე კავშირის დამყარებას. კურო დიდხანს არ იქნება მარტო – ბედი მაშინვე შეახვედრებს რჩეულთან. თუ ამ წარმატებას კუროს შეუპოვრობასაც დავუმატებთ, იგი ნამდვილად მიაღწევს სასურველს.

2. სასწორი

ვენერას კიდევ ერთი რჩეული ნიშანი, რომელიც თავისი კეთილისმსურველობითა და არნახული იღბლით გამოირჩევა. სასწორი მოსწონს ყველას, იგი დაუბრკოლებლად იპყრობს გარშემომყოფთა ნდობასა და სიყვარულს. ამ საკითხში, ნიშანი ძალიან იღბლიანია, ყოველთვის ამყარებს სასარგებლო კავშირებს. ამ ყველაფერს შეუძლია კარიერული ზრდის ან წარმატებული ბიზნესის გამოწვევა, გააჩნია, რომელი უფრო მნიშვნელოვანია თავად სასწორისთვის.

ასევე, სასწორს გაუმართლა უნარში, გაუმკლავდეს უსიამოვნებებს და არ ჩაიციკლოს წარუმატებლობებზე. თუ ფარ-ხმალს არ დაყრით, წარმატება აუცილებლად გაგიღიმებთ.

3. თევზები

თევზებს პლანეტა-მფარველ იუპიტერით გაუმართლა. მას უნიკალური თვისება აქვს: მოერიდოს ნებისმიერ უსიამოვნებას და გამოძვრეს წარუმატებლობებიდან. თევზებს განვითარებული აქვს ინტუიცია, რაც ტყუილისა და საფრთხის ამოცნობის საშუალებას აძლევს. იგი მარტივად ამჩნევს ყველაფერს და შეუძლია უსიამოვნო სიტუაციების განეიტრალება.

ასევე, თევზები მიდრეკილი არიან ფინანსური წარმატებისკენ, თუმცა ამისათვის ისინი უნდა გაუმკლავდნენ აპათიასა და პასიურობას. დინების მიმართულებით ცურვა მარტივია, იღბალს კი გამბედავი ხალხი უყვარს.

4. მშვილდოსანი

იუპიტერის კიდევ ერთი რჩეული. ხელსაყრელი მოვლენები მშვილდოსანს ფეხდაფეხ დაჰყვება, ცხოვრებისგან საუკეთესოს მიღების საშუალებას აძლევს. ყველაზე ხშირად, მშვილდოსნები იგებენ ლატარეებს, ასწრებენ ყველაზე ხელსაყრელი ფასდაკლებების მიღებასა და გარკვეული პრიზების მოგებას. უბრალოდ, ისინი ვარსკვლავების რჩეულები არიან, სხვა რაღა უნდა ვთქვათ…

იღბლიანი დამთხვევები მშვილდოსნის ცხოვრებაში მუდმივად ხდება. თუმცა, მხოლოდ მათზე დაყრდნობა არ შეიძლება. გაამრავლეთ მიღწეული დონე თქვენი ძალისხმევით და იღბალი კიდევ ერთხელ გაგიღიმებთ.

5. ლომი

ნიჭიერი და მზიანი ლომები იღბალს მაგნიტივით იზიდავენ. თუ იგი თავად არ ეწვევათ, ისინი თავად ემართებიან მის საძებნელად. ლომების მაგნეტიზმი იზიდავს საინტერესო ადამიანებს, კეთილგანწყობილ უფროსებს, მდიდარ მფარველებსა და პოტენციურ თაყვანისმცემლებს. ლომები საყოველთაო ფავორიტები არიან. ალბათ, სწორედ ამაში მდგომარეობს მათი ყველაზე დიდი იღბალი.

ლომს ყოველთვის უმართლებს კარგ შენაძენებში. თუ იგი რამეს ყიდულობს, დიდხანს შეძლებს მის გამოყენებას. თანაც, მათ ყოველთვის უმართლებთ ფასდაკლებებში. ისინი ბედის ფავორიტები არიან.

ვერ იპოვეთ თქვენი თავი ამ სიაში? ნუ მოიწყენთ – რეალურად, იღბალი ცვლადია, იგი ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოგიბრუნდეთ და გულუხვად დაგაჯილდოვოთ. თითოეულ ადამიანს შეუძლია, იმედი ჰქონდეს იღბლიანი შანსისა, თუმცა მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა ეყრდნობოდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს