4 მეთოდი, როგორ გაწმინდოთ უთო ჭუჭყისა და ნამწვისგან სახლის პირობებში

2

ზუსტად 1 წლის წინ ვიყიდე უახლესი, თანამედროვე უთო. სულ ცოტა დრო გავიდა და უკვე ისე გამოიყურება, თითქოს ჩვენს ოჯახს 20 წელი ემსახურა. აი, დედამთილის უთო, რომელიც წლები არ გამოუცვლია, ახალივით ბრწყინავს და კაშკაშებს. მივმართე რჩევისთვის, რათა გამეგო, როგორ გავწმინდო უთო.

თუ თქვენც ტანსაცმელს ნაჩქარევად აუთოებთ და დრო არ გაქვთ, დაელოდოთ უთოს ძირის გაცივებას და შემდეგ გაწმინდოთ, ეს რჩევები გამოგადგებათ. ხელმისაწვდომი საშუალებების დახმარებით ტექნიკას სავაჭრო იერი შეგიძლიათ დაუბრუნოთ. გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ უთოს ძირი ჭუჭყისგან და ნამწვისგან.

როგორ გავწმინდოთ უთო სახლის პირობებში: 4 მარტივი მეთოდი

პარაცეტამოლი

მარტივი და იაფი საშუალება, რომელიც ყველას აქვს სახლის აფთიაქში, უთოს სწრაფად წმენდს. უთო მაქსიმალურ ტემპერატურაზე გააცხელეთ და პარაცეტამოლის აბი ჭუჭყიან ადგილებში შეაზილეთ. სამზარეულოს ხელთათმანები გაიკეთეთ, რომ შემთხვევით ხელები არ დაგეწვათ. პარაცეტამოლი ჩამჯდარ ჭუჭყს სწრაფად დაარბილებს. ნარჩენები ჩვრით შეგიძლიათ მოაშოროთ. თუ უსიამოვნო სუნი იგრძენით, არ შეგეშინდეთ. ეს გვერდითი ეფექტი განიავებით შეგიძლიათ მოიშოროთ.

მარილი და ძმარი

მარილი და ძმარი თანაბარი პროპორციებით აურიეთ. ნარევი გააცხელეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. საჭიროა, რომ მარილი ბოლომდე გაიხსნას. მზა ნარევში ჩვარი დაასველეთ და უთოს ჭუჭყიანი ძირი გაწმინდეთ. ნარჩენები ძმარში დასველებული ჩვრით მოაშორეთ.

კბილის პასტა

ცოტა კბილის პასტა უთოს ჭუჭყიან ძირს წაუსვით. რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ პასტა ჩვრით მოაშორეთ. ტექნიკა სრულად რომ გაწმინდოთ, უთო გააცხელეთ და უსარგებლო ქსოვილი დააუთოვეთ.

სოდა

სოდა ნამდვილი მხსნელი და მაშველია დიასახლისებისთვის! უთოს გაწმენდაც შეუძლია. სოდა და წყალი აურიეთ ისე, რომ პასტის მსგავსი მასა მიიღოთ. ამ საშუალებით უთოს ჭუჭყიანი ძირი გაწმინდეთ და ნარჩენები ჩვრით მოაშორეთ. ეფექტს მაშინვე დაინახავთ!

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მეთოდი აირჩიეთ და გაწმინდეთ უთო ჩამჯდარი ნამწვისგან და ჭუჭყისგან! თუ სწორად იზრუნებთ ტექნიკაზე და მის სისუფთავეს შეინარჩუნებთ, დიდხანს და უკეთ გემსახურებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს