7 საინტერესო მეთოდი, როგორ გამოიყენოთ ფქვილი არაპირდაპირი დანიშნულებით

84

დიდი ალბათობით, სახლში გაქვთ ფქვილით სავსე პატარა კონტეინერი. ამ ინგრედიენტით შეგვიძლია გამოვაცხოთ არომატული ღვეზელები და ხრაშუნა ორცხობილები, ფუმფულა ფუნთუშები და რბილი ნამცხვრები. მაგრამ ფქვილის გამოყენება მხოლოდ ცომეულით არ შემოიფარგლება. გიკვირთ?

ვსაუბრობ არა მხოლოდ კულინარიაზე, არამედ სახლის კოსმეტოლოგიაზე და საყოფაცხოვრებო საკითხებზე. დიახ, ფქვილი სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ არ გაქვთ ეს პროდუქტი სახლში, მის შეძენას გირჩევთ. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ საცხობი ფქვილი სხვა დანიშნულებით.

ფქვილის გამოყენება არა გამოსაცხობად: 7 საინტერესო მეთოდი

ქათმის წვნიანი

ქათმის წვნიანის გემო გაუმჯობესდება, თუ მასში სუფრის კოვზ ფქვილს ჩაამატებთ. ჯერ ფქვილი მშრალ ტაფაზე მოხალეთ, შემდეგ წვნიანს დაუმატეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ფქვილი ერთმანეთს არ შეეწებოს. მიიღებთ გაუმჯობესებულ გემოს და წვნიანის იდეალურ ტექსტურას.

მოშუშვა და სოუსები

ფქვილი იდეალური ნატურალური შემასქელებელია. თუ ამზადებთ საწებელს, სოუსს ან ბოსტნეულის რაგუს, ცოტა ფქვილი დაუმატეთ. მთელი ფქვილი ერთდროულად არ ჩაყაროთ. კერძს აურიეთ, ფქვილი ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ, რომ დაკურკუტება თავიდან აიცილოთ.

სუფთა სპილენძი

ბოლო დროს სპილენძის სანტექნიკა და ავეჯი მოდაში შემოვიდა. უდავოდ, ეს ლითონი მდიდრულად და ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ მასზე სწორად უნდა იზრუნოთ. მაღაზიაში ქიმიური საშუალებების ყიდვაზე ზედმეტი ფული რომ არ დახარჯოთ, ფქვილი, ცოტა ძმარი და მარილი აურიეთ. ეს ნარევი სპილენძის ზედაპირების გასაწმენდად გამოიყენეთ. ლითონი იკაშკაშებს!

თმის განახლება

ალბათ, თქვენც ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა სასწრაფოდ გარეთ მოგიწიათ გასვლა, მაგრამ თავის დაბანის შესაძლებლობა არ გაქვთ. ან წყალი გამორთეს ან შუქი. სახლიდან მოუწესრიგებელი, ჭუჭყიანი თავით ვერ გახვალთ. თმის განახლება ფქვილით შეგიძლიათ. თმის ძირებში ფქვილი წაისვით, ცოტა ხნით გაიჩერეთ, შემდეგ შეიზილეთ თმაში და ჩამოივარცხნეთ. ამ ხრიკს ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ!

სახის ნიღაბი

თუ გაქვთ პრობლემური კანი ხშირი გამონაყარით, სცადეთ მარტივი ხალხური მეთოდი. თაფლისა და ფქვილის გამოყენებით ნიღაბი მოამზადეთ. ერთმანეთს შეურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. საშუალება სახის სუფთა კანზე წაისვით და 10 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ ტონიკი და დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ.

ავოკადოს დამწიფება

მაღაზიაში მწიფე ავოკადოს პოვნა საკმაოდ რთულია. ისეთის, რომელიც პირდაპირ შეგიძლიათ მიირთვათ. ნაყოფი რომ დამწიფდეს, ფქვილით სავსე კონტეინერში მოათავსეთ და თავსახური დაახურეთ. ასე პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება.

ფოლადის გაპრიალება

ბევრს უყვარს ფოლადის ზედაპირი, მაგრამ რეცხვის გარდა, მას გაპრიალება სჭირდება. მაღაზიაში ნაყიდი ქიმია დაივიწყეთ. უმჯობესია ღრუბელს ცოტა ფქვილი წაუსვათ და ამ პროდუქტით ზედაპირი გააპრიალოთ.

როგორც ხედავთ, ფქვილის გამოყენების უამრავი ვარიანტია. ცომეულზე არაფერს ვამბობთ. უდავოდ, ეს პროდუქტი ყველას უნდა ჰქონდეს სახლში, რადგან საჭიროა კულინარიაში და საოჯახო საქმეებში, ასევე სახლის კოსმეტოლოგიაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს