ერთხელ შუქი გამორთეს და სახლში სანთელი არ აღმოგვაჩნდა. არც ჩვეულებრივი, არც ჩაის, არც დეკორატიული. სიბნელეში ტელევიზორის და ინტერნეტის გარეშე ყოფნა არ მინდოდა, ამიტომ ბოსტნეულში ჩავიხედე. ქმარს ჯერ გაუკვირდა და მკითხა, რის მომზადებას ვაპირებ, მაგრამ სულ არ ვაპირებდი კარტოფილის პიურეს მომზადებას. გადავწყვიტე, კარტოფილისგან სანთლის გაკეთება.
დიახ, ამ ძირნაყოფიდან სანთელი შეგიძლიათ გააკეთოთ. იაფი დაგიჯდებათ, ხოლო მომზადების ტექნოლოგია იმდენად მარტივია, ბავშვიც გაუმკლავდება. დაიმახსოვრეთ ეს მეთოდი, რომ სიბნელეში ჯდომა არ მოგიწიოთ. გიამბობთ, როგორ გააკეთოთ სანთელი სახლის პირობებში.
ხანგრძლივი წვის სანთელი კარტოფილისგან
ინგრედიენტები:
- ღრმა თეფში
- კარტოფილი
- პატრუქი
- მზესუმზირას ზეთი
მოქმედების წესი:
1. ღრმა თეფშში დაახლოებით 100 მლ მზესუმზირას ზეთი (რაფინირებული) ჩაასხით. ყურადღება მიაქციეთ, რომ თეფში პლასტმასის არ უნდა იყოს. თიხის ან მინის თეფში აიღეთ.
2. კარტოფილი 2 სმ სიღრმეზე ამოჭერით. ჩაღრმავების შუაში ნახვრეტი გააკეთეთ პატრუქისთვის. კარტოფილი პატრუქს კარგად უნდა იჭერდეს, რომ შემთხვევით არ ჩამოვარდეს.
3. კარტოფილი და პატრუქი მზესუმზირას ზეთში ამოავლეთ. პატრუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ თასმა, მარლის ბინტის ნაჭერი, ჩვეულებრივი თოკი.
4. პატრუქი კარტოფილის ნახვრეტში გაატარეთ. ზემოდან დაახლოებით 0,5 სმ პატრუქი დატოვეთ.
5. კარტოფილის სანთელი მზესუმზირას ზეთით სავსე თეფშში ჩადეთ. პატრუქი აანთეთ.
სანთლის მომზადების უფრო მარტივი მეთოდიც არსებობს. პატრუქისთვის ნახვრეტის გაკეთებაც არ მოგიწევთ. აიღეთ სამი ასანთი და კარტოფილს ჩაღრმავებაში ჩაარჭეთ. კარტოფილს ამ სიღრმეში ცოტა მზესუმზირას ზეთი ჩაასხით და ასანთი აანთეთ.
აი, ასე მარტივად შეძლებთ სანთლის გაკეთებას სახლის პირობებში. არა მხოლოდ სახლს გაანათებთ, არამედ ფულს დაზოგავთ. ასეთი სანთელი დაახლოებით 7 საათი იწვის. როგორც კი ჩაქრება, ზეთი ჩაამატეთ თეფშში და ისევ აანთეთ. მეორე მეთოდის შემთხვევაში ასანთი გამოცვალეთ და ზეთი ჩაამატეთ.