წებო ლინოლეუმისგან – როგორ მოვამზადოთ უნივერსალური სარემონტო საშუალება საკუთარი ხელით

1

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ბევრს რჩება ლინოლეუმი, რომლის ნაწილიც არაფერში სჭირდებათ. ზოგი ინახავს ამ იატაკის საფარს აივანზე, სხვები – ავტოფარეხში. ნებისმიერ შემთხვევაში, დარჩენილი ლინოლეუმი მხოლოდ მტვერს აგროვებს და ადგილს იკავებს ყოველგვარი სარგებლის გარეშე. მისგან კი შეგიძლიათ მოამზადოთ უნივერსალური საშუალება, რომელიც გამოგადგებათ რემონტის და მშენებლობის დროს. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხელნაკეთი წებო ლინოლეუმისგან.

სახლში მისი დამზადება ძალიან მარტივია. შეიარაღდით ძველი ლინოლეუმით და აცეტონით და ამაში თავად დარწმუნდებით. ამ ინგრედიენტებით მოამზადებთ წებოს, რომლის ეფექტურობა გაგაოცებთ!

ხელნაკეთი წებო ლინოლეუმისგან

რა დაგჭირდებათ?

სახლში სასწაული წებო რომ მოამზადოთ, დაგჭირდებათ მასალების მინიმალური ნაკრები. მხოლოდ ძველი ლინოლეუმის ნარჩენი, აცეტონი და ერთლიტრიანი მინის ქილა თავსახურით. ასეთი საშუალების მომზადებამდე ლინოლეუმი შეამოწმეთ. უნდა იყოს საფენის გარეშე. თუ აქვს საიზოლაციო ფენა, მოაშორეთ.

მომზადების წესი

ჯერ ლინოლეუმი საპნით კარგად გარეცხეთ. შემდეგ გაამშრალეთ და ჩვრით გაწმინდეთ. იატაკის საფარი დანით ან მაკრატლით პატარა ნაჭრებად დაჭერით. აიღეთ მშრალი ერთლიტრიანი მინის ქილა. მასში დაჭრილი ლინოლეუმი ჩაყარეთ. აცეტონი დაასხით ისე, რომ მასალა ბოლომდე დაფაროს. ქილას თავსახური დაახურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. 2-3 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ქილის შემცველობა პერიოდულად შეანჯღრიეთ, რომ ლინოლეუმი სწრაფად დაიშალოს. რამდენიმე დღის შემდეგ საშუალება მზად იქნება.

გამოყენების წესი

ლინოლეუმისგან დამზადებული მზა წებო შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი დეტალის, ასევე სხვადასხვა ტიპის ზედაპირის შესაწებებლად. შესაფერისია ლითონის, ხის, ქაღალდის, რეზინის, პლასტმასის და ფაიფურის მასალისთვის. წებო რამდენიმე წამში შრება. ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია!

ასეთი წებო შეგიძლიათ გამოიყენოთ ხისთვის საფითხნი მასალის მოსამზადებლად. წებოს დაუმატეთ ხის ნათალი და კარგად აურიეთ. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი შეიძლება იყოს შესანიშნავი მასტიკა კაფელის ფილების დასაგებად. წებოს შეურიეთ დაფხვნილი ცარცი 1:1 პროპორციებით. ხსნარი ფილებისთვის მზადაა!

ლინოლეუმისგან დამზადებული წებოს ღირებულება წარმოუდგენლად დაბალია. მის მოსამზადებლად ძირითადი მასალა არის იატაკის საფარი, რომელიც სხვა შემთხვევაში უსაქმოდ დარჩებოდა. აუცილებლად სცადეთ ამ უნივერსალური წებოს დამზადება საკუთარი ხელით. გარანტიას გაძლევთ, მაღაზიაში შეძენილ საშუალებას ეფექტურობით არ ჩამოუვარდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს