6 ეფექტური მეთოდი, როგორ მოიშოროთ აბეზარი მღრღნელები სახლიდან

5

შემოდგომა, ზამთრის დასაწყისი არის დრო, როცა სახლში მღრღნელები შეიძლება გამოჩნდნენ. ყველაფერი იმიტომ, რომ გარეთ ცივა და თბილი ადგილის ძებნას იწყებენ. კერძო სახლის მფლობელებს უფრო ხშირად უწევთ ამ უსიამოვნო პრობლემასთან შეჯახება, მაგრამ მისი მოგვარება შესაძლებელია. გიამბობთ, როგორ მოიშოროთ თაგვები სახლიდან ერთხელ და სამუდამოდ.

პირველ რიგში, შეამოწმეთ, თუ იხურება კარები მჭიდროდ და აქვს თუ არა სავენტილაციო ხვრელებს ლითონის ბადე. ამოავსეთ ყველა ხვრელი (ნახვრეტები და ბზარები იატაკში, კედელში). კუთხეებში მოათავსეთ დაფნის ფოთლები, რომლის სუნიც თაგვებს არ მოსწონთ. თუ ეს მარტივი მეთოდი არ დაგეხმარათ, სცადეთ სხვა მეთოდი მღრღნელებთან საბრძოლველად.

როგორ მოვიშოროთ თაგვები: 6 ვარიანტი

ხაფანგი წებოთი

მსგავსი მოწყობილობა შეგიძლიათ ნახოთ სპეციალიზებულ მაღაზიებში. წებოთი დაფარული პატარა დაფა თაგვს გაანეიტრალებს. ამ ხაფანგში მოხვედრილი მღრღნელი დაიწყებს ძალიან ხმამაღლა წრიპინს.

ნიშადურის სპირტი

ნიშადურის სპირტის მძაფრი სუნი მღრღნელებს აფრთხობს. 2 ჭიქა სპირტი 200 მლ სუფთა წყალში ჩაასხით. მიღებულ ხსნარს 2 ს/კ სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ხსნარი მოათავსეთ ისეთ ადგილებში, რომელიც ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელია. ეს შხამი ძალიან ეფექტურია. საკმაოდ სწრაფად მოქმედებს.

სათაგური მღრღნელებისთვის

ალბათ, ერთხელ მაინც ყველას უნახავს ეს მოწყობილობა, რეალობაში თუ არა, ტელევიზორის ეკრანზე. ბევრს ემახსოვრება კადრი სათაგურით და ყველით საყვარელი მულტფილმიდან „ტომი და ჯერი“. რეალურ ცხოვრებაში ასეთი მოწყობილობა უფრო ეფექტურია. მთავარია, კედელთან ახლოს მოათავსოთ, სადაც ჩვეულებრივ მღრღნელები დარბიან.

ელექტრო ხაფანგი

ეს მოწყობილობა არის პლასტმასის ყუთი, რომელიც ბატარეით ან დენის წყაროთი შეიძლება მუშაობდეს. ელექტრული განმუხტვა, რომელსაც მღრღნელი იღებს, გადაგარჩენთ თქვენს სახლში დასახლებული აბეზარი თანამცხოვრებისგან.

დამაფრთხობელი ულტრაბგერით

ასეთი მოწყობილობა, როგორც ბევრი ამ სიაში, სპეციალიზებულ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. დენის წყაროს შეუერთეთ და დაელოდეთ. მოწყობილობა დაიწყებს ხმის გამოცემას, ამასთან იცვლის ტონს, რომ მღრღნელები არ შეეგუონ.

ქიმიური შხამი

როდენტიციდი შხამია, რომელიც თაგვებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. სახლში მყოფ მღრღნელებს საკმაოდ სწრაფად კლავს. სხვა თაგვები, რომლებიც ამას უყურებენ, საფრთხეს ხვდებიან და სახლს ტოვებენ. მნიშვნელოვანია! ამ ქიმიკატისგან შინაური ცხოველი შეიძლება დაზიანდეს, ამიტომ მისი გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.

ყველა ამ მეთოდმა დაადასტურა თავისი ეფექტურობა. თუ პრობლემის მასშტაბი ძალიან დიდია, სპეციალური სამსახური გამოიძახეთ. გაწვრთნილი თანამშრომლები ამ პრობლემას აუცილებლად მოგაშორებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს