ერთ დღეს მეზობელი შემხვდა სადარბაზოში, კიბეზე. შეხედა ჩემს პარკს, რომელიც სავსე იყო საწმენდი საშუალებებით, და ამოიოხრა. ნებართვა მთხოვა რჩევის მოსაცემად და დავთანხმდი. ის პროფესიონალი დამლაგებელია. მეზობელმა მირჩია ამ ნივთების მაღაზიაში დაბრუნება. ამბობს, რომ ეს ყველაფერი საჭირო არ არის.
ფინჯან ყავაზე მიამბო, როგორ დავალაგო ბინა სწორად. შოკში ვიყავი, რადგან ჩემი მეთოდები გამოუსადეგარი აღმოჩნდა. უმეტესობა მათგანი კი „მემკვიდრეობით“ მივიღე დედისგან, დედამთილისგან და ბებიისგან. თურმე სახლის დალაგება შეიძლება უფრო მარტივად და უსაფრთხოდ.
ზედმეტი ნივთები სახლის დასალაგებლად
სარეცხი საშუალებები ქლორით
ყველას გვინდა, რომ სააბაზანო ოთახში და სამზარეულოში ყველა ზედაპირი ნებისმიერი სახის ბაქტერიისგან გავწმინდოთ. ამიტომაც დროდადრო ვატარებთ გენერალურ დასუფთავებას ქლორიანი საშუალებით. განსაკუთრებით აქტუალურია, როცა სახლში ბავშვები ან შინაური ცხოველები ცხოვრობენ. თუმცა ასეთ საშუალებაზე შეგიძლიათ უარი თქვათ. საკმაოდ სწრაფად იწვევს კოროზიას, რომლის მოშორებაც რთულია. შეცვალეთ ქლორის შემცველი პროდუქტები კალცინირებული სოდით და შედეგი გაგაოცებთ.
გარდა ამისა, ბევრი დიასახლისი სააბაზანო ოთახში ობის მოსაშორებლად მათეთრებელს იყენებს. ეს გავრცელებული მეთოდია, მაგრამ უფრო უსაფრთხო მეთოდიც არსებობს. 100 მლ 9%-იანი ძმარი და 3 ს/კ სპირტი აურიეთ, ხსნარი სოკოთი დაზიანებულ ადგილებს შეასხურეთ და შემდეგ კბილის ჯაგრისით გახეხეთ.
ძველმანები საწმენდ საშუალებად
ძველი პირსახოცის, მაისურის ან ხალათის ნარჩენები საწმენდ ჩვრად არ გამოიყენოთ. ამ მასალის გამორეცხვა საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, მისი გამოყენების შემდეგ ზედაპირზე მცირე ბუსუსები რჩება. ჩაანაცვლეთ უხაო ტილოთი, მიკროფიბრის ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით.
სამზარეულოს ცოცხი
სამზარეულოს იატაკზე ნაგავი წარმოუდგენელი სიჩქარით ჩნდება. თითქოს გუშინწინ დაალაგეთ, მაგრამ დღეს უკვე ნამცეცები შეუიარაღებელი თვალით ჩანს. იატაკის მოხვეტა არ იფიქროთ. გამოიყენეთ შვაბრა მიკროფიბრით. 5 წუთში სამზარეულოს იატაკი სისუფთავით იბრწყინებს!
ჰაერის გამაჯანსაღებელი
ბინაში სასიამოვნო არომატი კომფორტის გასაღებია, თუმცა ქიმიური ჰაერის გამაჯანსაღებელი ზედმეტად შემაწუხებელია. მისი სუნი ადვილად გვღლის. თან იაფიც არ ღირს. უფრო მოსახერხებელია წყალში ჩაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი იატაკის და სხვა ზედაპირების გაწმენდისას. სახლის დასუფთავების შემდეგ ძალიან სასიამოვნო სუნი დადგება!
იატაკის საწმენდი საშუალება
იატაკის რეგულარული წმენდა სპეციალური სარეცხი საშუალებით საკმაოდ ძვირია. გარდა ამისა, ხშირად ასეთი საშუალება იატაკზე წებოვან კვალს ტოვებს. შეცვალეთ ხელმისაწვდომი მასალით. 1 ვედრო წყალში 1 ს/კ სოდა და 1 მუჭა მარილი ჩაყარეთ. ასეთი ხსნარი არა მხოლოდ შესანიშნავად ასუფთავებს იატაკს, არამედ კვალს არ ტოვებს.
ახლა მეზობლის რჩევებს ვითვალისწინებ ბინის დალაგებისას. მარტივად და გაცილებით იაფად ეფექტურ შედეგს ვიღებ. ნამდვილად, ზოგიერთ შემთხვევაში მაღაზიის საშუალებები ხელმისაწვდომი მასალებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ისინი არა მხოლოდ უკეთ შეასრულებენ საქმეს, არამედ უფრო იაფიც ღირს.