3 ეფექტური მეთოდი, როგორ გაწმინდოთ უჟანგავი ფოლადის ქვაბი ნამწვისგან

1203

როდესაც მაღაზიაში ნაყიდი საწმენდი საშუალებები თავის ამოცანას ვერ ასრულებს, საქმეში ერთვება ხალხური საშუალებები. მათი დახმარებით მოაშორებთ ცხიმის ნადებს და ნამწვს უჟანგავი ფოლადის ქვაბს. მარტივად და ძალიან საიმედოდ მუშაობს.

დღევანდელ სტატიაში აღწერილი მეთოდებიდან ერთ-ერთი გამოცადეთ და ნახავთ, როგორ დაუბრუნდება ქვაბებს სისუფთავე და თვალისმომჭრელი ბზინვარება. ქვაბის გახეხვა არ მოგიწევთ. ღრუბლის ერთი ხელის მოსმა და ნამწვი თითქოს არც ყოფილა!

როგორ მოვაშოროთ ნამწვი უჟანგავი ფოლადის ქვაბს?

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი

აიღეთ დიდი ქვაბი და წყალი ჩაასხით. ქურაზე მოათავსეთ. წყალში ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი ჩააგდეთ და ხსნარის ადუღებას დაელოდეთ. ადუღებულ წყალში მოათავსეთ ქვაბი, რომელსაც ნამწვისგან გაწმენდა სჭირდება. ცეცხლს დაუწიეთ და 15 წუთის შემდეგ გამორთეთ. ქვაბი წყლიდან ამოიღეთ და მეორე ეტაპზე გადადით. გაცივებას არ დაელოდოთ. სველი ღრუბელი და საკვები სოდა გამოიყენეთ, ძალიან ჭუჭყიანი ადგილები გაწმინდეთ. ნამწვი მთელ ნაწილებად მოშორდება. შემდეგ ქვაბს წყალი გაავლეთ და მისი სისუფთავით დატკბით!

საკვები სოდა და საპონი

ნამწვის მოშორებაში დუღილი დაგეხმარებათ. ქვაბში წყალი ჩაასხით. ჩაუმატეთ სოდა, ცოტა გახეხილი სარეცხი საპონი და 1 სუფრის კოვზი სუფრის მარილი. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ და 1 საათი ცეცხლზე გააჩერეთ. მიღებულ ხსნარში მოათავსეთ ქვაბი ნამწვით და ცხიმის ნადებით და მთელი ღამე გააჩერეთ. შემდეგ გაწმინდეთ სველი ღრუბლით და წყალი კარგად გაავლეთ.

რძის შრატი

თუ ნამწვი ქვაბის ძირზე ჩამოყალიბდა, რძის შრატი დაგეხმარებათ. ქვაბში რძის შრატი ჩაასხით და 10-12 საათი გააჩერეთ. დილით შრატი გადაასხით. ქვაბი სუფთა წყლით გაავსეთ და ქურაზე დადგით. წყალი 10 წუთი ადუღეთ. შემდეგ გადაასხით. ამის შემდეგ ქვაბი გარეცხეთ ღრუბლით სარეცხი საშუალების გამოყენების გარეშე.

ამ საშუალებების გამოყენებით ეფექტურად მოიშორებთ ქვაბზე წარმოქმნილ ნამწვს. რა თქმა უნდა, უკეთესია, საქმე ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ. ამიტომაც, ქვაბი მაშინვე წყალში ჩაალბეთ, როგორც კი ხედავთ, რომ რაღაც დაიწვა. შემდეგ აადუღეთ და გარეცხეთ. ჩვევად გქონდეთ რეგულარულად გაწმინდოთ ქვაბი არა მხოლოდ შიგნიდან, ასევე გარედან. არ დაგავიწყდეთ სახელურები, ნაკეცები, ღრმულები და ბედნიერება არ მოგშორდებათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს