სამზარეულოს დასუფთავებისას ქურას აუცილებლად ვწმენდთ. მასზე რჩება საკვების ნარჩენები და ლაქები. როგორც წესი, ქურას გისოსებს ვაშორებთ, ქურის ზედაპირს ვწმენდთ და გისოსებს უკან ვაბრუნებთ. ამრიგად, გისოსებზე თვეობით, თუ არა წლების განმავლობაში, გროვდება ცხიმი, ნამწვი და სხვა სახის ჭუჭყი.
საბოლოოდ, გისოსები იფარება შავი წებოვანი ფენით, რომლის მოშორება, ერთი შეხედვით, შეუძლებელია, მაგრამ ასე არ არის. ნამწვის მოსაშორებლად ძვირადღირებული საშუალებები და რკინის ღრუბლით საათობით მუშაობა საჭირო არ არის. აღმოჩნდა, რომ ქურის გისოსების გაწმენდა მსუბუქი მოძრაობით შესაძლებელია.
როგორ გავწმინდოთ ქურის გისოსები მარტივად
ინგრედიენტები:
- ნიშადურის სპირტი
- პარკები
გისოსის გაწმენდის ეტაპები:
- ქურის გისოსები შესაბამისი ზომის პარკში მოათავსეთ. შეგიძლია გამოიყენოთ ზიპ პარკიც, რომელიც ჰერმეტულად იხურება.
- პირდაპირ პარკში გისოსებს ნიშადურის სპირტი დაასხით.
- პარკი კარგად შეკარით. კიდევ რამდენიმე პარკი ჩამოაცვით და შეკარით. გისოსები მთელი ღამე ასე გააჩერეთ.
- დილით ცხიმის და ნამწვის ნარჩენები ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით ან გამდინარე წყლის ნაკადით შეგიძლიათ მოაშოროთ.
ნიშადურის სპირტი შესანიშნავი დამხმარეა ქურის გისოსების გაწმენდაში. ნამწვს გაუმკლავდება არა მხოლოდ სითხე, არამედ მისი აორთქლებაც. ამიტომაც, პარკი მჭიდროდ უნდა იყოს შეკრული. სხვათა შორის, ამ მეთოდით გრილის გისოსებიც შეგიძლიათ გაწმინდოთ.