დიეტა „წვრილი წელი“ სოფი მარსოსგან: ვარსკვლავმა ეს თავად მოიფიქრა

17

ფრანგი ქალები თავიანთი ელეგანტურობით და დახვეწილობით მთელ მსოფლიოში ცნობილები არიან. განსაკუთრებული ხიბლი და სტილის გრძნობა ეხმარებათ, ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ. ამიტომაც ფრანგი მსახიობები ძალიან პოპულარულები არიან. ქალები მათ აღმერთებენ და მათი თავის მოვლის საიდუმლოებების გაგებას ცდილობენ. სილამაზის და ახალგაზრდობის ერთ-ერთ ასეთ ხატად ითვლება სოფი მარსო. მსახიობმა ფანებს გაუზიარა სპეციალური მეთოდი, როგორ გახდნენ წელის არეში დიეტის დახმარებით.

სოფი მარსოს მეთოდი წელის არეში გასახდომად

ამ ქალის შემხედველი ძნელი დასაჯერებელია, რომ უკვე 55 წლის არის. მისი სახე იდეალურად გამოიყურება დაჭიმვის გარეშე, მოხდენილი ტანი პასპორტის რიცხვებს ანულებს. სოფი მარსო თავისი დახვეწილი ფიგურით ახალგაზრდობაშიც ხიბლავდა მაყურებელს. ბევრს აინტერესებს, როგორ ახერხებს მსახიობი ასეთი ფორმის შენარჩუნებას, რადგან მას შემდეგ მისი პარამეტრები თითქმის არ შეცვლილა. გაირკვა, რომ სოფიმ შეიმუშავა სპეციალური დიეტა წელის არეში გასახდომად. ბევრი ქალის შემთხვევაში სწორედ ეს ზონა არის ყველაზე პრობლემური და ზედმეტი სანტიმეტრის გამო ფიგურა ქალურ კონტურებს კარგავს.

ბევრი დიეტოლოგი და მწვრთნელი ირწმუნება, რომ დიეტას უნდა მივმართოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციით. არასწორად შერჩეული რაციონი აზიანებს წონის კლების პროცესს და ჯანმრთელობას. და მაინც, სოფი მარსომ შეიმუშავა კვებითი ჩვევები სწორ კვებაზე დაყრდნობით. არ იდარდოთ, რომ დიეტა კვებაში განსაკუთრებით შეგზღუდავთ.

თუმცა იმედი არ გქონდეთ, რომ ტკბილეული და ცომეული იმავე რაოდენობით დარჩება რაციონში. მსახიობმა შეიმუშავა დიეტა მარტივი ნახშირწყლების შემცირებით. სწორედ ის იწვევს წონის სწრაფად მატებას.

კვება ცნობილი მსახიობის დიეტის მიხედვით

  • საუზმე – შვრია ან შვრიის ფანტელები. ალტერნატივად კვერცხი და მთელი მარცვლეულის ხრაშუნა პური. მსახიობი სვამს ფორთოხლის წვენს ან მწვანე ჩაის საჭმლის მონელების გასააქტიურებლად.
  • სადილი – ბოსტნეულის სალათა ან წვნიანი, მოხარშული ბრინჯი ან კარტოფილი. შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა სანელებელი, თუმცა მარილი მინიმუმამდე უნდა შეამციროთ.
  • ვახშამი – დაძინებამდე 3-4 საათით ადრე სოფი მიირთმევს ბევრ ახალ ბოსტნეულს და მწვანილს. მრავალფეროვნებისთვის ბოსტნეული შეგიძლიათ გამოაცხოთ ან მოშუშოთ. ცილების და ომეგა 3-ის მისაღებად გამომცხვარი თევზი გამოგადგებათ.

სოფი მარსო ირწმუნება, რომ წელის არეში გასახდომად წახემსებაზე უარი უნდა ვთქვათ. იმის მიუხედავად, რომ ბევრი დიეტოლოგი გვირჩევს დღეში 5-ჯერ ჭამას, ცნობილი მსახიობი აღნიშნავს გადაძღომის საფრთხეს ამის გამო. ზოგიერთისთვის ასეთი წახემსება სრულ კვებად იქცევა. შიმშილის დასაკმაყოფილებლად სოფი სვამს ბევრ წყალს ან მწვანე ჩაის.

უდავოდ, წელის არეში გახდომის ამ მეთოდმა თავისი ეფექტურობა დაამტკიცა. საკმარისია, შეხედოთ სოფი მარსოს დახვეწილ ფიგურას, რომ ამაში დარწმუნდეთ. რა თქმა უნდა, სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ ვარჯიშები წვრილი წელისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს