მადაგასკარის ყველაზე სისხლსმოწყურებული მმართველი ქალის ისტორია

557

კაცობრიობის ისტორია ძალიან პრეტენზიული რამაა. არაერთხელ მომხდარა, რომ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას საბედისწერო გავლენა ჰქონოდა მრავალი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. ვინ იცის, დაიწყებოდა თუ არა მეორე მსოფლიო ომი, ჰიტლერის დედას აბორტი რომ გაეკეთებინა…

ან, როგორი იქნებოდა საქართველო, მოღალატეებს რომ ქართველი მეფეები არ გაეცათ?

კუნძულ მადაგასკარის მოსახლეობის ცხოვრებაში საბედისწერო მომენტად ჩვეულებრივი შემთხვევითობა იქცა. არაფრით გამორჩეული გლეხის გოგონა მეფეს გაჰყვა ცოლად, სულ რაღაც 30 წელიწადში კი თავისი ქვეშევრდომების მეხუთედი ნაწილი გაანადგურა.

შორეულ 1788 წელს, მიწათმოქმედის ოჯახში დაიბადა გოგონა, სახელად რამავო. მას, როგორც მის მთელ ოჯახს, მინდორში ცხოვრება ელოდა, მამამისს სასწაულებრივად რომ არ გადაერჩინა მეფე ანდრიანამპუანიმერინას სიცოცხლე.

იმ არეულ დროში, მონარქზე რეგულარულად ნადირობდნენ, ახლო ნათესავებიც კი. რამოვოს მამამ შეიტყო კიდევ ერთი შეთქმულების შესახებ და მეფე გააფრთხილა. მადლიერების ნიშნად, მადაგასკარის მეფემ იშვილა მისი ქალიშვილი, მოგვიანებით კი თავის ვაჟ რადამა I-ს შერთო ცოლად.

რანავალუნა მეფის 12 ცოლიდან პირველი იყო, თუმცა, მათ შორის რჩეული რომ გამხდარიყო, მას მემკვიდრე უნდა გაეჩინა ქმრისთვის. რადამა I, როგორც აღმოჩნდა, უნაყოფო იყო, ალკოჰოლის მიმართ სიყვარულმა კი დააჩქარა მისი გარდაცვალება. მონარქი ტრაგიკულად დაიღუპა 1828 წელს, დელირიუმის შეტევების დროს, როცა ყელი საკუთარი ხელებით დაიზიანა.

რამდენადაც მეფეს შვილები არ დარჩენია, ტახტის მემკვიდრე მისი ძმისშვილი, რეკოტობე უნდა გამხდარიყო. რა თქმა უნდა, რანავანულა ამას არ ეთანხმებოდა. ქალმა ჯერ კიდევ ქმრის გარდაცვალებამდე შემოიკრიბა მომხრეები, ადამიანები, რომლებიც რადამას პოლიტიკას არ ეთანხმებოდნენ.

რანავანულას მომხრეები რამდენიმე დღეში გაუსწორდნენ გარდაცვლილი მეფის ყველა ახლო ნათესავს, რომლებსაც ტახტზე შეიძლება ჰქონოდათ პრეტენზია. 1829 წლის 12 ივნისს რანავალუნა მეფედ აკურთხეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი მეფე, რადამა I თავისი სახელმწიფოს ევროპული განვითარების მომხრე და პროგრესული რეფორმატორი იყო. იგი მოხერხებით თამაშობდა ფრანგ და ინგლისელ კოლონისტებთან, საბოლოოდ კი ინგლისელების მხარეს დადგა.

მეფემ ბრიტანული იმპერიიდან ჩამოსახლებულებს საშუალება მისცა, დედაქალაქ ანტანანარივუში ეკლესიები და ტიპოგრაფიები აეშენებინათ, არ იყო ქრისტიანობის გავრცელების წინააღმდეგი. ამავე აზრზე იყო რამადა I-ის ძმისშვილი რაკოტობეც.

რანავალუნა, თავის მხრივ, უაღრესად კონსერვატიული ქალი იყო, როგორც მადაგასკარის მოსახლეობის დიდი ნაწილი. როგორც კი მეფედ ეკურთხა, მან ეკლესიების დაწვისა და კუნძულიდან ქრისტიანების განდევნის ბრძანება გასცა. ეს ყველაფერი ტრადიციული ფასეულობების დაცვის სახელით ხდებოდა.

მეფის გარდაცვალებიდან 9 თვის შემდეგ, რანავალუნას გაუჩნა ვაჟი, რაკუტუ, რომელიც მის მემკვიდრედ უნდა ქცეულიყო. ქვეშევრდომებს არც კი ადარდებდათ, რომ იგი რადამას შვილი ვერ იქნებოდა. ისტორიკოსების აზრით, ბავშვი სამეფო კარის ოფიცრისა იყო.

გადატრიალების მოწყობისას, ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია, რომ მასაც ასევე მოექცევიან. რანავალუნა ძალიან ეჭვიანი და უნდობელი იყო, ყველასა და ყველაფრის ერთგულებაში ეჭვი ეპარებოდა. ადამიანთა ერთგულების გამოსაცდელად, დედოფალმა ასეთი გამოცდა მოიფიქრა: ადამიანს უნდა ჩაეყლაპა სამი ნაჭერი ქათმის კანი და შხამიანი თხილი. თუ ობიექტი ასეთ რამეს გადაურჩებოდა, მისი ყველა ეჭვი ქარწყლდებოდა.

სხვათა შორის, არც ისე ბევრი გადარჩა. მოსახლეობის ასეთი გაწმენდის შედეგად, კუნძულის მოსახლეობა 100 ათას ადამიანამდე შემცირდა. ეს კი იმდროისთვის მადაგასკარის მოსახლეობის მეხუთედი ნაწილი გახლდათ.

წამებას რომ თავი დავანებოთ, გართობაც ხომ საჭირო იყო. კამეჩებზე ნადირობა, რომელიც რანავალუნამ 1845 წელს მოაწყო, მადაგასკარელთა არაერთ თაობას დაამახსოვრდა. ველურ ცხოველებზე ნადირობის 4 თვის მანძილზე, დედოფალმა 10 000 ადამიანი დაკარგა, თავისი 50 000-იანი ამალიდან. უბედურები იხოცებოდნენ გამოფიტვის, უბედური შემთხვევებისა და ადგილობრივი ფაუნის გამო.

დედოფლის ვაჟი რაკუტუ ამ სიგიჟის ატმოსფეროში იზრდებოდა. ბავშვს არ მოსწონდა სახელმწიფოს მართვის დედისეული მეთოდები. მის ზურგს უკან, იგი ფრანგებს მოელაპარაკა. პრინცმა ევროპელებს თავიანთი ფლოტის განთავსება შესთავაზა და დაჰპირდა ვაჭრობის უფლება, სანაცვლოდ კი რანავალუნას ჩამოგდება ითხოვა.

კიდევ ერთი გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, თუმცა დედოფალს ძალიან უყვარდა თავისი ერთადერთი ვაჟი, ამიტომ ვერ დასაჯა სიკვდილით და მხოლოდ სასახლეში ჩაკეტა.

დედოფალი, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, თავისი სიკვდილით 1863 წელს გარდაიცვალა. ტახტზე მისი ვაჟი, რამადა II ავიდა. ახალი მეფე, როგორც აპირებდა, ქვეყნის სწრაფი ევროპეიზაციით დაკავდა. ახალი წესრიგი ისევ არ აწყობდა მონარქის გარემოცვას, და იგი სწრაფად გაუყენეს წინაპრების გზას.

სიგიჟე, რომელსაც ადამიანები ჩადიან, გაჯერებული ძალაუფლებით, ხშირად, გამოცდილ ისტორიკოსებსაც კი აოცებს. სამწუხაროდ, რანავალუნა ერთადერთი ქალი არ ყოფილა, რომელიც სასტიკად ეპყრობოდა თავის ქვეშევრდომებს. უბრალოდ გაიხსენეთ გრაფინია ბატორი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს